რუსმა ფანებმა მოსკოვის "დინამოს" დირექტორს უპასუხეს: ქართველები ცუდად არავის ექცევიან, თუ კაცი შენნაირი გან...ნი არაა!

AutoSharing Option
მოსკოვის "დინამოს" დირექტორთა საბჭოს წევრმა სერგეი სტეპაშინმა გუშინ, 31 აგვისტოს, ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრის შედეგის შესახებ განაცხადა, რომ თბილისის "ლოკომოტივისა" და მათი გუნდის შეხვედრა საქართველოსა და რუსეთის დაპირისპირება იქნება, რასაც სხვადასხვა რუსულ საიტზე ფანები გამოეხმაურნენ.

sports.ru-ს მომხმარებელთა უმრავლესობას სტეპაშინის განცხადებაზე უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა და კომენტარები, რომლებსაც ყველაზე მეტი მოწონება აქვს, ასეთია:

"წადი შენი! ცოტა ხნის წინ ვიყავი საქართველოში. ეროვნების მიუხედავად, ხალხი ბრწყინვალედ გეპყრობა. ცხადია, თუ ისეთი "განდ...ნი" არ ხარ, როგორიც სტეპაშინია."

"იფიქრა და სრული სისულელე "მო..ვა"! ეს სწორედ
რომ "ლოკომოტივისა" და "დინამოს" დაპირისპირება იქნება და მეტი არაფერი. წერტილი. სპორტი პოლიტიკის გარეშე."

"ამის შემდეგ გაუკვირდებათ, თბილისში "დინამოს" რომ დაუსტვენენ..."

იგივე დამოკიდებულება ჭარბობდა championat.com-ზე კომენტარების ავტორებს შორის:

"სტეპაშინმა ჭაჭა გადაჰკრა, ხინკალიც მიაჭამა და "გაექცა"..."

"ვერ მოაგნო სინამდვილეს?! მაინც რას ნიშნავს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი!"

სხვა სპორტულ გამოცემაშიც სტეპაშინის ფრაზასთან დაკავშირებით მსგავსი შინაარსის კომენტარები იყო.

მკითხველის კომენტარები / 29 /
დაბრძანდით ახლა რუსეთის მომხრეები და მიირთვით განა.ალი სტეპაშინთან ერთად.
888
05 სექტემბერი 2020 13:22
3
სტეპაშინის ბაზარში ხართ ეს არის პუტინზე ორჯერ უარესი მარა აქც რო ომს ადარებენ ამ თამაშს ეს უკვე სტეპაშინისმზკვრული გეგმის ნაწილია
kuxe
01 სექტემბერი 2020 22:33
1
ლოკომოტივის ყველა ფეხბურთელი,რომლებიც მოედანზე გავლენ და მოსკოველების წინააღმდეგ ითამაშებენ,აუცილებლად ქვეყნის მოღალატეებად და ამხ. პუტინის აგენტებად უნდა გამოცხადდენ.აბა, ლექსო თოფურია,გიორგი ყიფიანი და გიორგი ჭიაბრიშვილი,რომ პუტინის მამალი აგენტები არიან უკვე გასული საუკუნის 70-ანი წლებიდანაა ცნობილი. უნამუსოები! სააკ....ს ამდენ შრომას როგორ ყრიან წყალში. კაცმა ძლივს ჩამოხსნა ნიღაბი რუსებს,მერე იმხელა ომი მოუგო,საქართველოდან კუდით ქვა ასროლინა და ეს უბადრუკები ასე უფასაბენ? უმადურებო!
დ.დ.
01 სექტემბერი 2020 22:25
27
მთავარსარდალი გორში რომ მიწას მიეკრა სამშობლოს დასაცავად ეგ არ არის მოხსენიების ღირსი??:))))))))
Eksperti
02 სექტემბერი 2020 10:12
4
ჯერ ერთი სპორტი პოლიტიკაში არ უნდა ავურიოთ, ჩვენ, ქართველებმა. სტეპაშინი ხომ არა ვართ. მეორე გამსახურდია, კოსტავა და ქართველი პატრიოტები იმისათვის არ იბრძოდნენ ჩვენი დედაქალაქი მოსკოვიდან ვაშინგტონში და ბრიუსელში რომ გადაეტანათ. თუ ჭირია, ქართველი კაცი ამბობს შეჩვეული სჯობს შესაჩვევსო და მესამე, მოსკოვი ყველა იმპერატორის ხელში მოსკოვია, კი გყავდათ ქართველები იქ, მაგრამ მათ ხელში, რომ საქართველო დაიჩაგრა, ისე არც ერთი იმპერატორის ხელში არ დაჩაგრულა. ასე, რომ პუტინს არაფერი დააბრალოთ, ვინც არ უნდა დაჯდეს კრემლში ყველა სტლინი და პუტინი იქნება საქართველოსთვის, ანუ ჩვენ უნდა მოვუძებნოთ გასაღები ჩვენს წინ მდგარ პრობლემებს და არ ველოდოთ კრემლში როდის დაჯდება ხვთინიერი კაცი.
ჟორა
01 სექტემბერი 2020 20:13
8
რუსეთუმეების აღლუმია მოკლედ დიზლაიქებით!!!

სპორტალლ შემოიღეთ ავტორიზაცია და კომენტარების ისე წერა, დაანახეთ სამშობლოს როგორ გამოიყურებიან რუსეთუმეები !!! იცნობდეს ხალხის ერის გამყიდვლებეს რომ შვილებს ანახონ როგორები არ უნდა გაიზარდნონ ! და არა კომენტარების დაბლოკვა რომელიც არ გაწყობთ და გიფუჭებთ საერთო ფონს თითქოს როგორ უყვართ რუსეთი საქართბელოში!!!
mikhael
01 სექტემბერი 2020 16:55
29
არა მეგობარო,ამხანაგი აბურჯგა არ გახლავთ მხოლოდ გაუნათლებელი,არამედ ის გახლავთ პირწავარდნილი რუსოფილი!!!
mikhael-s
06 სექტემბერი 2020 21:34
0
ისე მოგაქვს თავი მე მეგონა თუ Archangel Michael არა, Michael Laudrup მაინც იქნებოდი! სასაცილოა თქვენს მიერ საკუთარი განათების ყავარჯნად მოშველიება!
aburjga
04 სექტემბერი 2020 18:46
2
ყველა გამოხმაურება
"რუსი ხალხი" ტერმინი რომლითაც საბჭოთა სევდას იქარვებს ზოგიერთი.თურმე არ ვძულვართ ხალხს,გვებრძვის მხოლოდ მთავრობა:)) ჯარიც,კაკებეც და სხვა სადამსჯელო ორგანიზაციებიც ამ "რუსი ხალხი"სგან შედგება და აქვთ იმპერიალისტური ამბიციები ეს დამტკიცებულია უკვე სამი საუკუნეა,რუსეთს(მთელ ერს ვგულისხმობ) უყვარს მორჩილი საქართველო,მთვრალი ქართველი და კრემლში გადაწყვეტილი საქმეები,გაუმარჯოს თავისუფალ,დამოუკიდებელ,ერთიან საქართველოს!ვინც ამ დევიზს მიემხრობა ჩვენი მეგობარია სხვა დანარჩენი მტერი.შუალედი არ არსებობს
ბექა
01 სექტემბერი 2020 16:00
22
რომ აიგივებთ ამ ხალხს ჯართან, პოლიციასთან და ასე შემდეგ, ცოტა დაფიქრდით. რას ნუშნავს რუსი ხალხი და და მერე დანარჩენი ორგანოები. შენ რა გინდა თქვა რომ რაც ხალხი პოლიციაშია და ჯარშია ანუ მორჩა ქართველ ხალხს განსაზღვრავს? ცოტა დაფიქრდით. მარტო სხვის მიმართ აგრესიით არაფერი გამოვა. პირველ რიგში საკუთარ თავში ვეძიოთ დირე და არა სხვის თვალში
Neo
01 სექტემბერი 2020 16:46
7
Степашин хуило!!!
ზურა
01 სექტემბერი 2020 15:25
6
არ ვფიქრობ , რომ გულშემატკივრები აგრესიულად უნდა მოვიქცეთ. ჩვენს ბიჭებსაც ცუდად არ ეპყრობიან რუსეთში
თამაზი
01 სექტემბერი 2020 13:53
10
ნორმალური ხალხი ეგრე აზროვნებს დიახაც მაგრამ აქაურ სულელებს კითხეთ აბა? გადამწყვეტი ბრძოლაა დიდი ომის წინ :D :D
აკაკი
01 სექტემბერი 2020 13:42
14
სპორტი პოლიტიკაა
მოქალაქე
01 სექტემბერი 2020 15:00
15
ამ სტატიაში ნახსენებ რუსულ პორტალზეც და სხვა სპორტულ საიტებზე შესვლა ჩვენც შეგვიძლია და უმრავლესობა ქართველებზე და ქართულ ფეხბურთზე დამცინავი და დამამცირებელი კომენტარები წერია, ასე რომ რაღაც ცუდი სუნი უდის ამ სტატიასაც და ''რას მოვესწარით'' - ის კომენტარსაც და ვისაც ჰგონია, რომ პუტინია ჩვენი მტერი მხოლოდ თორე რუსეთი მეგობარია, ისტორიის შესწავლა არ აწყენდა. ქართველებს მოგვიწოდებენ, რომ განვასხვავოთ პოლიტიკა და ხალხი, პოლიტიკა და სპორტი, როცა მსოფლიოში არცერთი ერი არ აკეთებს ამას.. ( მითუმეტეს, როცა საქმე უდიდეს მტერთან აქვთ)
სვან1
01 სექტემბერი 2020 12:48
19
ვერავითარი ლიბერალური-დემოკრატია, კოლექტიური დასავლეთი, შიდა გიგა ბოკერია, იქეთ ვლადიმერ პუტინის ხელისუფლება ვერ შეარყევს ქართველი და რუსი ხალხის სიყვარულს, ურთიერთპატივისცემას, საუკუნო ძმობას! მაღალი ღმერთი ჩვენი, იესო ქრისტე გვიყურებს! ჩვენს მართლმადიდებლურ რწმენაში განვმტკიცდეთ და ყველას გვეშველება!
aburjga
04 სექტემბერი 2020 19:05
3
ეტყობა აზროვნებაში და ანალიზში პროლემა გაქვს, თორემ ამას არ დაწერდი. სად წაიკითხე, რომ რუსი ხალხი ჩვენი მეგობარია, ისტორიაშიც ბევრი რამე იცოდე არა მგონია, ამ ლოგიკის პატრონს?!
აუ ჩემი
01 სექტემბერი 2020 17:12
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული