რუსმა ფანებმა მოსკოვის "დინამოს" დირექტორს უპასუხეს: ქართველები ცუდად არავის ექცევიან, თუ კაცი შენნაირი გან...ნი არაა!

AutoSharing Option
მოსკოვის "დინამოს" დირექტორთა საბჭოს წევრმა სერგეი სტეპაშინმა გუშინ, 31 აგვისტოს, ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრის შედეგის შესახებ განაცხადა, რომ თბილისის "ლოკომოტივისა" და მათი გუნდის შეხვედრა საქართველოსა და რუსეთის დაპირისპირება იქნება, რასაც სხვადასხვა რუსულ საიტზე ფანები გამოეხმაურნენ.

sports.ru-ს მომხმარებელთა უმრავლესობას სტეპაშინის განცხადებაზე უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა და კომენტარები, რომლებსაც ყველაზე მეტი მოწონება აქვს, ასეთია:

"წადი შენი! ცოტა ხნის წინ ვიყავი საქართველოში. ეროვნების მიუხედავად, ხალხი ბრწყინვალედ გეპყრობა. ცხადია, თუ ისეთი "განდ...ნი" არ ხარ, როგორიც სტეპაშინია."

"იფიქრა და სრული სისულელე "მო..ვა"! ეს სწორედ
რომ "ლოკომოტივისა" და "დინამოს" დაპირისპირება იქნება და მეტი არაფერი. წერტილი. სპორტი პოლიტიკის გარეშე."

"ამის შემდეგ გაუკვირდებათ, თბილისში "დინამოს" რომ დაუსტვენენ..."

იგივე დამოკიდებულება ჭარბობდა championat.com-ზე კომენტარების ავტორებს შორის:

"სტეპაშინმა ჭაჭა გადაჰკრა, ხინკალიც მიაჭამა და "გაექცა"..."

"ვერ მოაგნო სინამდვილეს?! მაინც რას ნიშნავს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი!"

სხვა სპორტულ გამოცემაშიც სტეპაშინის ფრაზასთან დაკავშირებით მსგავსი შინაარსის კომენტარები იყო.

მკითხველის კომენტარები / 29 /
ხო, კომენტარებში ათიდან ცხრა რუსი სტეპაშინს ლანძღავს. სამაგიეროდ ათიდან ცხრა რუსმა პუტინის სამუდამო "ხელმწიფობას" დაუჭირა მხარი. სადაა ლოგიკა ?
საქმე საქმეზე რომ მიდგება, ყველანი მაინც თავიანთი იმპერიული აზროვნების მონებად დარჩებიან და იმას მიიღებენ, რასაც მბრძანებელი ჩაუდებს თავში. მერე კი აქაც ჩამოვლენ, ღვინო-ხინკალსაც დააგემოვნებენ და "სულიკოსაც" გვიმღერებენ... ))
ძალიან, ძალიან, ძალიან მცირე გამონაკლისის გარდა ეგრე იქნება.
korben dallas
01 სექტემბერი 2020 12:31
20
2007 წელს,სააკაშვილმა მთელი თბილისი ცემით ჩაანგრია,მაგრამ ამის მერე დანიშნულ არჩევნებში,დიდი უპირატესობით გაიმარჯვა.შენც ხომ იცი,რომ არ გაუმარჯვია,მაგრამ ვინც ხმებს ითვლის,ის იმარჯვებს.ეს სტალინის სიტყვებია,რომელიც ქართველი იყო და რუსეთის სახელმწიფოს მეთაური.ასე რომ რასაც ქართველები აკეთებენ,რუსეთის პრეზიდენტმაც შესანიშნავად იცის და სწორედ ასე გაიმარჯვა ასეთი პროცენტებით.ისე,თუ კიდევ ერთ ომს ავუტეხავთ და საქართველოს ნახევარს კიდევ დაუტოვებს რუსეთს,საქართველოს რომელიმე ტვინნაღრძობი მთავრობა,მაშინ მართლაც აიღებს არჩევნებში,80%-ს.კარგი და ცუდი,ყველგან არის და შენზეა დამოკიდებული,რისი დანახვა გინდა.კარგის, თუ ცუდის.
სოსო
01 სექტემბერი 2020 20:19
2
არავის პუტინისთვის მხარი არ დაუჭერია. თუ ერჯვევი ისისც გეციდინება რას ნიშნავს, თანამედროვე არჩევნები გინდა რუსეთში და გინდა საქართველოში. ცოტა აზრზე მოდით და გაიაზრეთ რას ამბობთ. ყველგან არიან უგუნურნი და შეგნებულნი. საქართველო შეიძლება პირველ ადგილზეც კი იდგეს უგუნურთა რაოდენობით
ნეო
01 სექტემბერი 2020 16:09
5
ყველა გამოხმაურება
ფეხბურთი ჩემთვის მხოლოდ ფეხბურთია და მეტი არაფერი. ეს არის თამაში, რომლის ყურებიტაც ვერთობი. რა თქმა უნდა, ქართულ კლუბებს და საქართველოს ნაკრებს ვგულშემატკივრობ, მოწინააღმდეგის მიუხედავად. ეს არც ომია, არც რაიმე სხვა დაპირისპირება. 11-11 ადამიანი თამაშობს. რა შუაშია საერტოდ პოლიტიკა, მით უმეტეს მოთამაშეებს, არ აინტერესებთ(არც უნდა აინტერესებდეთ) პოლიტიკა, მით უმეტეს, მათ შორის რამდენიმე სხვა ქვეყნების მოქალაქეებია.
კოკა
01 სექტემბერი 2020 12:23
5
ფსბ-ს ყოფილი უფროსი ,შსს ყოფილი მინისტრი... ასეთი ნეხვისგან სხვა რა უნდა მოგვესმინა.თესავს, როგორც ყოველთვის,რომ ვინმე წამოეგოს და რუს ფანებს, რაიმე შეურაცხყოფა მიაყენოს ცხელ გულზე.არადა რატომ უნდა წამოვეგოთ ამ, არა კაცის პროვოკაციას???რამდენი რუსი ტურისტი ჩამოდის აქ?რამდენი სხვადასხვა გუნდის ფანი ??? ჩვენ, საკუთარი სახე,ქართული ღირსება და შეგნება არ უნდა დავკარგოთ.სტუმარი ,არის სტუმარი.ასეთი ,ელემენტების ძალაუფლების მთავარი წყარო,არის პოსტსაბჭოთა სივრცეში, მუდმივად დაპირისპირება და ხალხთა შორის შუღლი
Დავით იბერიელი
01 სექტემბერი 2020 12:22
2
რუსები არ არიან ცუდი ხალხი რუსებს უკვარს საკარტველო პუტინი და მისი პოლიტიკა არ მინდა ჰევიგინო დამბლოკავტ
siropias gogo
01 სექტემბერი 2020 12:07
8
დარწმუნებული ვარ რომ რუს ხალხს არ სძულს ქართველი ხალხი,პირიქით სხვებისგან გამორჩეულადაც ვუყვარვართ კიდევაც,ეს პოლიტიკაა რაც ყოველთვის ყველაფერს აფუჭებს...
ბაჩი
01 სექტემბერი 2020 11:54
9
გენაცვალეთ ქართველებო, ესაა ჩვენი იარაღი, ჩვენი სათნოება და კაცთმოყვარეობა, რამდენი რუსიც ჩამოვა, იმდენი დადებითი ემოცია გაჰყვებათ უკან, თუ ისეივე გან-ნი არ იქნა, როგორიც ეს ბატონია. ახალგაზრდების გასაგონადაც მინდა ვთქვა, რომ ცუდი და კარგი ერი არ არსებობს, არსებობენ ცუდი ადამიანები! რუსი ძმაკაცი მყავს, მაგას ვენაცვალე. ესენი არიან ნამდვილი რუსები, რომლებმაც მიაჩმორეს კომენტარებში ეს ჭუჭუ. პუტინს და მის ბანდას ერონება არა აქვს, როგორც ნებისმიერ ბოროტმომქმედს.
რას მოვესწარით
01 სექტემბერი 2020 11:33
17
100%-ით გეთანხმებით!!!
დათო
01 სექტემბერი 2020 12:16
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული