ახალი კონტრაქტის თანახმად, VTB ბანკი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური სპონსორი ორი წლის განმავლობაში იქნება. თანამშრომლობა მოიცავს ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით გამართული ყველა ჩემპიონატის, სხვადასხვა პროექტისა და ღონისძიების მხარდაჭერას. ამასთან ერთად, VTB ბანკი საქართველოს ეროვნული, ასაკობრივი, ქალთა და ფუტსალის ნაკრებების პარტნიორი იქნება.
მხარეებს შორის
კობიაშვილი: "4 წლის წინ "ვი-თი-ბი" ბანკი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ჩვენი ირწმუნა და საინვესტიციოდ ყველაზე რთულ პერიოდში ეროვნული ნაკრების სპონსორი გახდა. ჩვენ ერთად ვიზეიმეთ საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატება უეფას ერთა ლიგაზე. მინდა მადლობა გადავუხადო "ვი-თი-ბის" ნდობისა და მხარდაჭერისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენ პარტნიორთან ერთად წინ მრავალი წარმატების აღნიშვნას შევძლებთ".
კონცელიძე: "უკვე 4 წელზე მეტია, რაც "ვითიბი" ქართული ფეხბურთის №1 ქომაგი და მხარდამჭერია. მიხარია, რომ ჩვენი პარტნიორობა კიდევ უფრო მასშტაბური გახდა და 2020 წლიდან ეროვნული ნაკრების სპონსორობასთან ერთად მთლიანად ფეხბურთის ფედერაციის სპონსორი გავხდით. ჩვენი თანამშრომლობის მიზანია ქართული ფეხბურთის, როგორც ლიდერი სპორტის სახეობის ხელშეწყობა. ჩვენ გვჯერა ქართული ფეხბურთის წარმატების და ამიტომ ვუჭერთ მხარს მის წინსვლას და განვითარებას".
მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით
კობი ნუთუ პარალელებს არ ავლებ გერმანიასთან მაინც? იქ როგორ მუშაობს ფედერაცია. უკვე ამაზრზენია ყველა ახალი ძველზე უარესია.
სპორტულ სამყაროს ხალხს მაინც რა გჭირთ, რომ დუმხართ. ასე რამ დაგაბეჩავათ ხალხო?