24 წლის სამხრეთ ამერიკელი ვოლგოგრადულ გუნდში სეზონის ბოლომდე იჯარის წესით ითამაშებს. განცხადებაში არაფერია ნათქვამი ექნება თუ არა რუსულ კლუბს ჯოვინოს გამოსყიდვის უფლება.
ფლამარიონი "პალმეირასის" აღზრდილია. 19-წლამდე "სან პაულუს" ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა, შემდეგ კი ჩერნოგორიულ "ლოვჩენში" გადავიდა, ნახევარი წლის შემდეგ კი ბათუმელთა ფეხბურთელი გახდა.
ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში ბრაზილიელმა 8 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. Transfermarkt-ი ჯოვინოს 600 000 ევროდ აფასებს და მას კონტრაქტი "დინამოსთან"
2021 წლის ბოლომდე აკავშირებს.