მოსკოვის "დინამო" თბილისში ნირწამხდარი და გაღიზიანებული მოემგზავრება

AutoSharing Option
ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „ლოკომოტივის“ მეტოქე მოსკოვის „დინამო“ რუსეთის ჩემპიონატის მეშვიდე ტურში „რუბინთან“ წაგებამ ძალიან იმედგაცრუებული დატოვა. შეგახსენებთ, ყაზანურმა გუნდმა 1:0 ხვიჩა კვარაცხელიას მოპოვებული თერთმეტმეტრიანით გაიმარჯვა.

დედაქალაქელები ძალიან უხეშობდნენ, მცველმა სერგეი პარშივილიუკმა კვარაცხელიას ცხვირი გაუტეხა. მსაჯმა სერგეი ლაპოჩკინმა ის და მისი თანაგუნდელი თავდამსხმელი ნიკოლაი კომლიჩენკო მეორე ტაიმში გააძევა და გუნდის მწვრთნელმა კირილ ნოვიკოვმა წაგება არბიტრს დააბრალა. მისი თქმით, კვარაცხელიასთან თამაშისას  მცველ ივან ორდეცს წესები არ დაურღვევია. ნოვიკოვს ეთანხმება გუნდის ყოფილი მცველი ალეკსანდრ მახოვიკოვი და ამბობს, რომ მარცხი სწრაფად უნდა
დაივიწყონ.

თუმცა, ვერ ივიწყებენ, მსაჯს ექსპერტთა კომისიაში უჩივლებენ, მის ხანგრძლივი ვადით დისკვალიფიკაციას და თქვენ წარმოიდგინეთ, პოლიგრაფზე შემოწმებასაც კი მოითხოვენ.

ერთი სიტყვით, გაღიზიანებულნი არიან და თბილისში საბრძოლველად შემართულნი მოემგზავრებიან, ვინაიდან აქ დამარცხების შემთხვევაში, გულშემატკივრები არ დაინდობენ. მით უმეტეს, სოციალურ ქსელებში ქომაგები უკვე აკრიტიკებენ და ერთ-ერთმა მათგანმა პარშივილიუკს „პარაშლიუხაც“ კი უწოდა. მოსკოვის „დინამოს“ დირექტორთა საბჭოს წევრი და კლუბის ფაქტობრივი მმართველი, გენერალ-პოლკოვნიკი სერგეი სტეპაშინი აცხადებს, რომ ეს ორი კლუბის კი არა, არამედ რუსეთ-საქართველოს მატჩი იქნება.

რა თქმა უნდა, ფინანსური შესაძლებლობებითა და მოთამაშეთა შერჩევით „ლოკოს“ მეტოქე აღემატება, მაგრამ ერთ მატჩში ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ჩვენი გუნდი მოწინააღმდეგის შესაძლო პროვოკაციებისთვისაც უნდა იყოს მზად.

თბილისის „ლოკომოტივისა“ და მოსკოვის „დინამოს“ მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 17 სექტემბერს, 21:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 24 /
ყველანაირი პოლიტიკის გატეშე, მაგრამ ამათთან წაგება არ შეიძლება. ბიჭებო, ათი თავით მაღლა დგახართ ნიჭითაც და მოტივაციითაც. მოგებას კი არ გთხოვთ მაინცდამაინც, უბრალოდ ვანახოთ რა არის ფეხბურთი. ამათ გონიათ ფიზ მომზადება და ხისტი თამაშია მთავარი და ჩვენ ერთ თამაშს ბარსელონა რეალსაც მოვუგებთ თუ გულით მოვინდომებთ. ეჭვიც ატ მეპარ3ბა თქვენში ბიჭებო, გულით და სულით ითამაშეთ და წარმატებები ჩვენ!
გადასარევი გიორგი
14 სექტემბერი 2020 22:40
7
გრანადასთან არ ვიცი რა გამოვა მითუმეტეს სეზონი კარგად დაიწყეს, მაგრამ ამათ თავი უნდა შევაკლათ. მითუმეტეს ეს ის დინამო არაა რაც ადრე იყო. რუმინეთის ვიცეჩემპიონს ისე ეთამაშნენ, საერთოდ ვერ მივხდებოდი რომ მათ შორის განსხვავება იყო, განსაკუთრებით დიდი. კრაიოვას დიდად არ აღემატება დინამო და შანსი აუცილებლად იქნება. ღმერთი თქვენსკენ ბიჭებო
haaland
14 სექტემბერი 2020 22:14
0
იმედია აქედან. განადგურებულს გაუშვებთ
macbook pro
14 სექტემბერი 2020 18:40
1
საცოდაობაა, რომ ასეთი თამაში მაყურებლის გარეშე ჩაივლის... ისე, მიხეილ მესხის ლოკომოტივის სტადიონი რუსებთან მიმართებაში ურიგოდ არ გვაქვს დაცდილი... 2003-შიც ფავორიტების რანგში გვეახლნენ და დღემდე ვერ გამოიღეს მახო ასათიანის 1:0...
მ.ტ.
14 სექტემბერი 2020 19:25
3
რა დროს ვერ ესწრება გულშემატკივარი თორემ ამას ვაჩვენებდით ხვიჩას გამწარებისთვის ......
zura
14 სექტემბერი 2020 19:41
3
მოსკოვის დინამო ძალზედ ძლიერი და ხისტი (უხეში) გუნდია. მაგრამ ლოკომოტივი გულიანად თამაშობს და მოიგებს. ავიაციის გარეშე, რუსები უშანსოდ იქნებიან!!! მიდით ბიჭებო, გვასიამოვნეთ!
legion
14 სექტემბერი 2020 21:20
2
ვაა!მახოვიკოვიც ცოცხალი ყოფილა?!ნოვიკოვის,ნიკულინის და ბუბნოვის გვერდით,არც ამას უმტვრევია ნაკლები ძვლები.ლოკომოტივი დინამო,საქართველო რუსეთის ომის გაგრძელებააო?ომი,1 ნოემბერს იქნება,რაგბიში,ეს კი კლუბების შეხვედრაა.იციან,რომ დიდი უპირატესობა აქვთ და აქეთ გადმოაქვთ აქცენტები.ღმერთოო,ხომ ხარ ღმერთი და ერთი ეგენი მაჩვენე,კიკოლოვის ვირივით ყურებ ჩამოყრილები.
სოსო
14 სექტემბერი 2020 20:05
1
მახოვიკოვს ერთხელ მოსკოვში გუცაევმა უქნა, მაგის ადგილას ტყვიას ვესროდი ვოვას, არ დაგავიწყდეთ, იმ მომენტში მოსკოვის დინამოს კაპიტანი იყო და თუ არ ვცდები სსრკ-ს ნაკრებისაც, სასწაულები უქნა, ზურგით იდგა და პასი ფეხებსშუა გაიტარა და ისე გასცდა, მახოვიკოვი ისე პაზორნად დაეცა, შემეცოდა, ყოველი მათი დუელი იმ დღეს მახივიკოვის სირცხვილით მთავრდებოდა, ნამდვილი ჯოჯოხეთი მოუწყო, იმის მერე კაპიტნის სამკლაური ჩამოხსნეს მგონი! ვისაც ნანახი აქვს ეს თამაში, დამეთანხმება ყველა.
გუციკა
14 სექტემბერი 2020 22:33
1
ლგმადლობ ღმერთო,დაილოცოს შენი სამართალი.გმადლობთ ბიჭებო,კაცები ყოფილხართ და გმადლობ ჭიაბრიშვილი.ლოკომოტივს სჩვევია ძლიერებთან თავის გადადება და ახლაც ასე ითამაშა.ამას ველოდი,მაგრამ დინამოს რუბინთან თამაში ნანახი მქონდა და ვფიქრობდი,ფიზიკურად ვერ გაუძლებდნენ ჩვენები.მართლაც კარგი გუნდია,დინამო,საკმაოდ ტექნიკურიც.რეალურად მხოლოდ ბოლო 10 წუთი დავცვივდით,მაგრამ მაშინაც ბოლომდე გამოიწურეს ბიჭებმა ენერგია და შეინარჩუნეს გამარჯვება.არ ვიცი რა გველის გრანადასთან,ესპანელები არიან და ტექნიკაში უპირატესობა ვერ გვექნება,მაგრამ ლოკომოტივი მათთანაც იბრძოლებს,იბრძოლებს,სანამ რაიმე შანსი კიდევ იქნება და მიუხედავად შედეგისა,ის მაინც უკვე გამარჯვებულია.საკუთარ თავს ვერ გადაახტებიო,ნათქვამია.ლოკო კი,უკვე ორჯერ გადაახტა და ჰოპლაც დაიძახა.ისევ და ისევ გმადლობთ ბიჭებო და გრანადასთანაც ვითამაშოთ ფეხბურთი,ვითამაშოთ გულიანად და თუ ღმერთი იქაც ჩვენთან იქნება,რა ვიცით,ყველაფერი ხდება.მე ღმერთს ვთხოვე დახმარება და დაგვეხმარა.ალბათ სხვებმაც სთხოვეს გულით.ითხოვე და მოგეცესო,ნათქვამია.ჩვენც ვთხოვოთ ღმერთს.იქნებ კიდევ ერთი სიხარულიც გვაჩუქოს.ლოკოს ბიჭები კი,მათთანაც ითამაშებენ.
სოსო
18 სექტემბერი 2020 07:44
0
ლოკო,თუ ატყობთ ტ..აკისკენაა საქმე,ეს პარშივლიუკი მაინც დამიმტვრიეთ რა,გემუდარებით
gio
14 სექტემბერი 2020 22:06
2
მართლა ყველაზე სწორი კომენტარია! არ უნდა გიხაროდეს კაცის დამტვრევა, მაგრამ ეს პარშივილიუკი იმსახურებს, ჰოკეის ილეთის გამო. ეჰ რა დროს არ შეიძლება დასწრება სტადიონზე
დავით 67
14 სექტემბერი 2020 23:40
1
ჩამოდით! ლოკომოტივს გამზადებული აქვს თქვენთვის დრინი!
მწრთვნელი
14 სექტემბერი 2020 20:30
1
ამ რუს ჰოკეისტებთან ფეხბურთს თამაში სახიფათოა.
აი ასე უნდა აუხსნათ რუსებს:
100% был пенальти. Иван Хвиче коленом правой ноги наступил на ступню, а левой ногой доплонительно подцепил, чтобы наверняка сбить.
ქ. გ.
14 სექტემბერი 2020 19:05
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული