თბილისის "ლოკომოტივმა" მოსკოვის "დინამოს" საქართველო-რუსეთის მატჩი მოუგო! [VIDEO]

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „ლოკომოტივმა“ მოსკოვის "დინამო“ 2:1 დაამარცხა!

გასაგებ მიზეზთა გამო ამ მატჩმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. „დინამოს“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე სერგეი სტეპაშინმა ისიც კი თქვა, რომ ეს რუსეთ-საქართველოს მატჩი იყო. რუსული კლუბი ფინანსურად გაცილებით უფრო მდიდარია და აქედან გამომდინარე, გუნდიც უკეთ ჰყავს დაკომპლექტებული. თუმცა ერთ კონკრეტულ მატჩში ყველაფერი იყო შესაძლებელი.

თამაში „ლოკომ“ მშვიდად დაიწყო, მეტოქეს ტოლს არაფერში უდებდა, პრესინგსაც მიმართავდა. პირველი სახიფათო მომენტი კი სტუმრებმა შექმნეს, როდესაც საჯარიმოს გარედან კომლიჩენკოს ძლიერად დარტყმულ ბურთს მამარდაშვილმა თითები წაარტყა, შემდეგ
კი ძელს მოხვდა. მერე კირკიტაძე ზედ საჯარიმოს ხაზთან სკოპინცევმა მოცელა და ყვითელი ბარათი მიიღო. ამას თბილისური გუნდის სწრაფი და მრავალსვლიანი კონტრიერიში მოჰყვა და იმრანმა ოდნავ ააცილა ბურთი კარს. 34-ე წუთზე საჯარიმოდან შიმანსკის გოლის გატანა მამარდაშვილმა არ დაანება. 43-ე წუთზე სკოპინცევმა კირკიტაძის სწრაფი შეტევა ისევ წესების დარღვევით ჩაშალა და მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი არ უჩვენა - აშკარად დაინდო.

„დინამოს“ მწვრთნელმა ნოვიკოვმა სწორად შეაფასა სიტუაცია და სკოპინცევი, რომელიც მარჯვენა ფლანგზე კირკიტაძეს ვერ უმკლავდებოდა, მოროზოვით შეცვალა. ვერც მოროზოვი ვერ გაუმკლავდა კირკიტაძეს, რომელიც გაბაძის გადაცემის შემდეგ გაექცა მეურვეს, მის მიერ ჩაწოდებული ბურთი შუნინმა მოიგერია, დამატებაზე კი ყველას სიხარულიძემ დაასწრო. შემდეგი შეტევისას მეკარემ ფეხით სამურკასოვის დარტყმული ბურთი მოიგერია და თავისი გუნდი მეორე გაშვებული გოლისგან იხსნა.

აქედან მოყოლებული, მოსკოველები უპირატესობას დაეუფლნენ. ფომინმა თავურით ვერ დალაშქრა მამარდაშვილის კარი. სამაგიეროდ, შუნინის კარი შონიას წამოწყებული კონტრშეტევის შედეგად შეცვლაზე შესულმა გავაშელიშვილმა დალაშქრა.

დიდებულად ირჯებოდა მამარდაშვილი, რომელმაც იგბოუნსა და ორდეცს არ გაატანინა გოლი. 88-ე წუთზე სიხარულიძემ ვერ მოახერხა დუბლის შესრულება, მორიგი იერიშისას კი ლესოვოი საჯარიმოში შონიამ წააქცია და კომლიჩენკომ პენალტით ანგარიში შეამცირა. დარჩენილ დროში "ლოკომ" მოწინააღმდეგის შეტევებს გაუძლო და გაიმარჯვა. გილოცავთ!

გათამაშების შემდეგ ეტაპზე "ლოკომოტივი" "გრანადას" შეხვდება.

თბილისი. „მიხეილ მესხი 2“

ლოკომოტივი (თბ) - დინამო (მ) 2:1
გოლები: 1:0 სიხარულიძე (54), 2:0 გავაშელიშვილი (76), 2:1 კომლიჩენკო (90, პენ)

ლოკომოტივი: მამარდაშვილი, გაბაძე, სანდოხაძე, გურეშიძე, უბილავა, სამურკასოვი (ძებნიაური 62), შონია, დარცმელია, კირკიტაძე (კობახიძე 83), იმრანი (გავაშელიშვილი 65), სიხარულიძე

დინამო: შუნინი, სკოპინცევი (მოროზოვი 46), ორდეცი, ევგენიევი, პარშივილიუკი, კაბორე, ფომინი, ნ’ჟი (ლესოვოი 61), ფილიპი (იგბოუნი 69), შიმანსკი, კომლიჩენკო

altჭიაბრიშვილი: ხალხს უარყოფითი რეაქცია ჰქონდა და კარგია, რომ საქმით გამომივიდა პასუხის გაცემა მაშინდელი ამბებისთვის

altმოსკოვის "დინამოს" მწვრთნელი: მეტოქემ შეცდომები დაგვაშვებინა - წარმატებებს გისურვებთ

altირაკლი სიხარულიძე: ამ დონის გუნდის დამარცხება განსაკუთრებულია

altმკვდრები, საზიზღრები, რაში დაიხარჯა 60 მილიონი? ვისთან წავაგეთ? - რუსები შოკში არიან


მკითხველის კომენტარები / 121 /
რუსულ მედიას გადავხედე და ძალიან ცუდად მომხვდა ყურში მოსკოვის დინამოს ყოფილი დირექტორის სიტყვები ნახევრად პროფესიონალურ გუნდთან წააგესო. არ ვიცი.. ეტყობა არც უყურებია თამაშისთვის, ყველა ფეხბურთელი პროფესიონალურად თამაშობდა. შეიძლება ისეთი ტექნიკა და უნარები არ ქონდათ, წუნი იყო პატარა მაგრამ ქიმია შეთამაშებულობა არაამქვეყნიურად იგრძნობოდა, ძველი ზესტაფონი გამახსენა დღევანდელმა ლოკომ! ყველაფერი იდეალური იყო ფიზიკურად გაქაჩეს და რაც მთავარია ბოლომდე ითამაშეს. 90 წუთის მანძილზე რომ ესეთი პრესინგით თამაშობ და თან ავტობუსის ტაქტიკას არ იყენებ და სანახაობას აჩვენებ არის უიშვიათესი, მწვრთნელმა ძალიან კარგად იმუშავა შეცვლები მშვენიერი იყო და რაც მთავარია ლამაზი ფეხბურთი ვნახეთ რასაც მოკლებული ვიყავი ამდენი ხანი.. მაინც ქართული კლუბი ან ნაკრები რო ასპარეზობს სხვანაირად განიცდი და სხვა ზე ემოციებია რაღაც აღმატებული... მიყვარხართ ლოკო!
Toko
18 სექტემბერი 2020 00:30
2
ყოჩაღ ლოკომოტივს მართლა მაგარი ყოფილა.ისე ვარ მიჩვეული ქართული კლუბების წარუმატებლობას ,რუმინელების დამარცხება საეჭვო მეჩვენებოდა ,ეხლა დავრწმუნდი მართლა მაგრები ყოფილხართ,წარმატებები ლოკოს
irakli81
18 სექტემბერი 2020 00:11
2
დიდად გამიკვირდა,რომ თბილისის ლოკომოტივმა რუმინეთის კრაიოვას საფეხბურთო გუნდი დაამარცხა.ამ მოგების შემდეგ საზოგადოებისთვის უფრო დამაჯერებელი იქნებოდა მოსკოვის დინამოსთანაც გამარჯვება! რუმინელებთან მოგება იყო სიგნალი,რომ მოსკოვის დინამოსთანაც იგივე განმეორდებოდა.ეს იყო ტოტალიზატორების მაფიის მიერ ხალხის გაბითურება,ტოტალიზატორში მოთამაშე ადამიანებისთვის უნამუსოდ ფულის წართმევა,პოსტსაბჭოთა ქვეყნებში და პირველ რიგში მეზობელ რუსეთში,სადაც დიდი ფულია!
ფეხბურთში და საერთოდ სპორტში სულ არაფრისგან დიდი წარმატების მიღწევა შეუძლებელია,თუ რა თქმა უნდა არ ჩაერია მაფია და არ იქნა ნამაიმუნები,როგორც თბილისის ლოკომოტივის შემთხვევაში მოხდა!
რატომ გვავიწყდება ახლოწარსულში თბილისის საბურთალოს სენსაციუური გამარჯვება 3-0 მოლდოვის შერიფთან სტუმრად და შემდგომში რა სამარცხვინო დასასრული მოჰყვა სომხეთის არმენიასთან??? იგივე დადგმული სცენარით მიმდინარეობს თბილისის ლოკომოტივის ეგრეთწოდებული წარმატებული გამოსვლა ევროტურნირებში.
ბოლო ბოლო ხომ უნდა მივხვდეთ,რომ ეს ყველაფერი კეთდება გამიზნულად რუსთის მოსახლეობის წინააღმდეგ,მათთვის დიდ ფულის წართმევის მიზნით ტოტალიზატორის საშუალებით...!!!
მეცინება ამას რომ ვწერ - დიდი წარმატებაა დღეს მოსკოვის დინამოს დონის გუნდის დამარცხება ისეთი დონის გუნდის მიერ,როგორიც საბურთალოს მსგავსი თბილისის ლოკომოტივია!!!
....
18 სექტემბერი 2020 15:31
2
მადლობა ბიჭებო ეს ყველაფერი დაიმსახურეთ თქვენ. ჭიაბრიშვილი მართლა მაგარი მწვრთნელი ყოფილა ხელები ამიწევია ასე რომ ეხლა უფრო დავრწმუნდი არარატთან რაც მოხდა და ყველამ კარგად იცით! გრანადასთან ბიჭებო ითამაშეთ თქვენი სიამოვნებისთვის და არავინ დაგძრახავთ ისიამოვნეთ და შედეგიც იქნება დამიჯერეთ
Lova
18 სექტემბერი 2020 00:10
1
ემოცია საოცარია - აუუუუ რუსეთს გავუყარეთ, მაგრამ სუფთა საფეხბურთო მხარეც არ დაგვავიწყდეს-ჭიაბერაშვილი რომ ნიჭიერი კაცია ფაქტია, ყველა გუნდს ეტყობოდა მწვრთნელის ხედვა, სადაც ყოფილა, ყველგან იგრძნობოდა, რომ გუნდს მწვრთნელი ყავს, მნიშვნელობა არ აქვს შემცდარა თუ არა... ბიჭებმა იომეს და საკუთარ თავსაც გადაახტენ. კენჭისყრის შემდგომ დავწერე, ნუ ნერვიულობთ რუსების წინააღმდეგ სისხლი იყივლებს-თქო და ასე აგიხდეთ ყველაფერი...
goga
18 სექტემბერი 2020 00:04
1
ლოკომოტივის მწვრთნელ დიმა თოფურიძეს პირადად დ მის გუნდს ვულოცავ ამ ბრწყინვალე გამარჯვებას
მიდი ლოკო
17 სექტემბერი 2020 23:57
2
გრანადასთან თუ ასე ითამაშებთ როგორც დღეს, მაშინ მართლა ქებისა და დიდების ღირსების იქნებით.
არ უნდა დაგემართოთ დინამოსავით. რა საზიზღრობა ითამაშა დინამომ , ეს რა იყო ა? სირცხვილი იქნება ესენი ჯგუფურზე გავიდნენ და თქვენ ვერა.
წარმატებები ლოკოს!
jango
17 სექტემბერი 2020 23:54
0
გული მიძგერდა და სახლში გავრბოდი 20:55 ზე !
ზუზუ
17 სექტემბერი 2020 23:53
0
არ მაინტერესებს თამაშის ხარისხი, მთავარია რუსები გავამწარეთ! ამიტომ დიდი მადლობა ჩვენ გმირ ბიჭებს!!!
gia
17 სექტემბერი 2020 23:52
5
ხარისხზე როგორ აპელირებ,საოცარი ფეხბურთი ითამაშეს,პირველ ტაიმში ისეთი კომბინაცია ააწყეს ბარსელონას კიდე დიდი დრო დაჭირდება ეგეთები რო გაიმეოროს
ზაალი
18 სექტემბერი 2020 01:22
0
დიდი მადლობა ლოკოს, ბიჭებო ყოჩაღ თქვენ ვაჟკაცები ხართ. მადლობა ჭიაბრიშვილს მან უკვე მეორე თავის კლუბზე ძლიერი კლუბი გააგდო და ეს შემტხვევითობა უკვე აღარ არის. აი რას ნიშნავს ძალიან რომ გინდა და დაილერებ რომ შეგიძლია ეს გააკეთო. აღფრთოვანებული ვარ თქვენით ბიჭებო. გილპცავთ და გამარჯვებებს გისურვებთ. თქვენ უკვე მთელ საქართველოს თავი შეაყვარეთ.

G.LA
17 სექტემბერი 2020 23:50
0
რუსეთში ვცხოვრობ , ასეთი სიხარული ბევრი ხანია მქონდა , რამდენმა კაცმა დამირეკა ამ საღამოს დაჟე არ ვიცი , ბრავო ბიჭებო ბრავო !!! დღევანდელი თამაში იყო ის რაც ყოველთვის შვებოდნენ ქართული კლუბები რუსულს
ჯონი
17 სექტემბერი 2020 23:49
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული