თბილისის "ლოკომოტივმა" მოსკოვის "დინამოს" საქართველო-რუსეთის მატჩი მოუგო! [VIDEO]

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „ლოკომოტივმა“ მოსკოვის "დინამო“ 2:1 დაამარცხა!

გასაგებ მიზეზთა გამო ამ მატჩმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. „დინამოს“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე სერგეი სტეპაშინმა ისიც კი თქვა, რომ ეს რუსეთ-საქართველოს მატჩი იყო. რუსული კლუბი ფინანსურად გაცილებით უფრო მდიდარია და აქედან გამომდინარე, გუნდიც უკეთ ჰყავს დაკომპლექტებული. თუმცა ერთ კონკრეტულ მატჩში ყველაფერი იყო შესაძლებელი.

თამაში „ლოკომ“ მშვიდად დაიწყო, მეტოქეს ტოლს არაფერში უდებდა, პრესინგსაც მიმართავდა. პირველი სახიფათო მომენტი კი სტუმრებმა შექმნეს, როდესაც საჯარიმოს გარედან კომლიჩენკოს ძლიერად დარტყმულ ბურთს მამარდაშვილმა თითები წაარტყა, შემდეგ
კი ძელს მოხვდა. მერე კირკიტაძე ზედ საჯარიმოს ხაზთან სკოპინცევმა მოცელა და ყვითელი ბარათი მიიღო. ამას თბილისური გუნდის სწრაფი და მრავალსვლიანი კონტრიერიში მოჰყვა და იმრანმა ოდნავ ააცილა ბურთი კარს. 34-ე წუთზე საჯარიმოდან შიმანსკის გოლის გატანა მამარდაშვილმა არ დაანება. 43-ე წუთზე სკოპინცევმა კირკიტაძის სწრაფი შეტევა ისევ წესების დარღვევით ჩაშალა და მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი არ უჩვენა - აშკარად დაინდო.

„დინამოს“ მწვრთნელმა ნოვიკოვმა სწორად შეაფასა სიტუაცია და სკოპინცევი, რომელიც მარჯვენა ფლანგზე კირკიტაძეს ვერ უმკლავდებოდა, მოროზოვით შეცვალა. ვერც მოროზოვი ვერ გაუმკლავდა კირკიტაძეს, რომელიც გაბაძის გადაცემის შემდეგ გაექცა მეურვეს, მის მიერ ჩაწოდებული ბურთი შუნინმა მოიგერია, დამატებაზე კი ყველას სიხარულიძემ დაასწრო. შემდეგი შეტევისას მეკარემ ფეხით სამურკასოვის დარტყმული ბურთი მოიგერია და თავისი გუნდი მეორე გაშვებული გოლისგან იხსნა.

აქედან მოყოლებული, მოსკოველები უპირატესობას დაეუფლნენ. ფომინმა თავურით ვერ დალაშქრა მამარდაშვილის კარი. სამაგიეროდ, შუნინის კარი შონიას წამოწყებული კონტრშეტევის შედეგად შეცვლაზე შესულმა გავაშელიშვილმა დალაშქრა.

დიდებულად ირჯებოდა მამარდაშვილი, რომელმაც იგბოუნსა და ორდეცს არ გაატანინა გოლი. 88-ე წუთზე სიხარულიძემ ვერ მოახერხა დუბლის შესრულება, მორიგი იერიშისას კი ლესოვოი საჯარიმოში შონიამ წააქცია და კომლიჩენკომ პენალტით ანგარიში შეამცირა. დარჩენილ დროში "ლოკომ" მოწინააღმდეგის შეტევებს გაუძლო და გაიმარჯვა. გილოცავთ!

გათამაშების შემდეგ ეტაპზე "ლოკომოტივი" "გრანადას" შეხვდება.

თბილისი. „მიხეილ მესხი 2“

ლოკომოტივი (თბ) - დინამო (მ) 2:1
გოლები: 1:0 სიხარულიძე (54), 2:0 გავაშელიშვილი (76), 2:1 კომლიჩენკო (90, პენ)

ლოკომოტივი: მამარდაშვილი, გაბაძე, სანდოხაძე, გურეშიძე, უბილავა, სამურკასოვი (ძებნიაური 62), შონია, დარცმელია, კირკიტაძე (კობახიძე 83), იმრანი (გავაშელიშვილი 65), სიხარულიძე

დინამო: შუნინი, სკოპინცევი (მოროზოვი 46), ორდეცი, ევგენიევი, პარშივილიუკი, კაბორე, ფომინი, ნ’ჟი (ლესოვოი 61), ფილიპი (იგბოუნი 69), შიმანსკი, კომლიჩენკო

altჭიაბრიშვილი: ხალხს უარყოფითი რეაქცია ჰქონდა და კარგია, რომ საქმით გამომივიდა პასუხის გაცემა მაშინდელი ამბებისთვის

altმოსკოვის "დინამოს" მწვრთნელი: მეტოქემ შეცდომები დაგვაშვებინა - წარმატებებს გისურვებთ

altირაკლი სიხარულიძე: ამ დონის გუნდის დამარცხება განსაკუთრებულია

altმკვდრები, საზიზღრები, რაში დაიხარჯა 60 მილიონი? ვისთან წავაგეთ? - რუსები შოკში არიან


მკითხველის კომენტარები / 121 /
ჭიაბრიშვილი უჭკვიანესი მწვრთნელია ტაქტიკურად აჯობა ნოვიკოვს, გარდა ამისა ძალიან მაგარი ფსიქოლოგია, გუნდი დაარწმუნა რომ გამარჯვება შეეძლოთ.ბიჭები ხომ ლომებივით იბრძოდნენ და რამხელა სიხარული გვაჩუქეს! ათასი მადლობა მათ!
gia jashi
17 სექტემბერი 2020 23:47
0
ბიჭებს მადლობა თავდადებისათვის. გულშემატკივრებს კი მინდა მოვიწოდო,იმედია გრანადასაც მკვუგებთ, მაგრამ თუ ისე არ მოხდა ჩვენ რომ გაგვიხარდება, არც ერთი სიტყვა არ დავძრათ ჩვენი ფეხბურთელების გასაკრიტიკებლად. ისეთი სიხარული გვაჩუქეს, აწი წაგების უფლებაც აქვთ.
გოგა-77
17 სექტემბერი 2020 23:47
0
შარშანდელი საბურთალოს მარცხი სომხებთან 100% გამოისყიდა ჭიაბრიშვილმა.
ტეტე1234
17 სექტემბერი 2020 23:46
1
აი რას ნიშნავს მებრძოლი სული, ეგრე ჯიგრიანად უნდა ითამაშო, უშიშრად და თან ჭკვიანურად. მადლობა ბიჭებს თავდადებისთვის, მადლობა მწვრთნელებს, გილოცავთ ყველას.
დათო
17 სექტემბერი 2020 23:44
0
რუსულ სპორტ ექსპრესზე გადმოდით მთელი ამბები იქ ხდება 550 კომენტარია უკვე))
გიო
17 სექტემბერი 2020 23:42
0
გაიხარე!გადავედი და დავტკბი.რაც მე მიგინებია მოსკოვის დინამო,ეს კიდევ არაფერია.რასაც ცხონებული მამაჩემი აგინებდა(აი ის რომ აგინებდა "მაგ თუთმა ნესვებს",გინება ის იყო),ალბათ ეგეც არაფერია,რასაც ახლა საკუთარი გულშემატკივრები აგინებენ.ვწუხვარ,რომ ვერ მოესწრო ამ დღეს.რამდენი კომენტარია წაშლილი და შიგ რა ეწერება,ხომ წარმოგიდგენიათ.ლევ ლეშჩენკო,ცნობილი მომღერალი მოსთქვამს,40 წლის მოხუცებმა მოგვიგეს,დღისით ბაზრებში რომ დგანან და საღამოთი თამაშობენო.გული მტკივაო...რა იცის,რომ ნახევარი გუნდი,19-20 წლის ბიჭები არიან,თორემ გული გაუსკდებოდა,ალბათ.სსრკს ისტორიაში,ჩვენთვის ყველაზე უხერხული მეტოქე იყო მოსკოვის დინამო და ძალიან ცუდი ბალანსიც გვაქვს მათთან.როგორც ლოკომოტივი ეთამაშა,ისინიც ასე და გაცილებით უფრო ყრუ დაცვით გვეთამაშებოდნენ,მაგრამ კონტრშეტევებიდან გაჰქონდათ გოლები,დაცვაში ჩეხვით,საკუთარ კარს იცავდნენ და გვამარცხებდნენ.ლოკომოტივმა ყველაფერი შეუტრიალა და მათი ძველი იარაღით დაამარცხა.ესეც ზრდის სიამოვნებას.დინამოს მწვრთნელის მამა ხომ ის ძველი ნოვიკოვია და ამ გუნდშიც მუშაობდა.ალბათ გუშინდლამდე.
სოსო
18 სექტემბერი 2020 09:37
0
ვერავინ ვერ იტყვის,რომ ეს იყო შემთხვევითობა..სრულიად აკონტროლეს თამაში..ბელორუსთანაც ამ მოედანზეა თამაში ჩასატარებელი!ბრავო ლოკო!
ელდარი
17 სექტემბერი 2020 23:41
1
ბიჭებო!!! ჭიაბრიშვილო!!! მეგობრებო!!!! აააააააააააააააააააააააა!!! ყოჩაღღღღღღღ!

მოვედი მოსალოცად და პოლიციის კარდონმა არ შემომიშვა, მაგრამ იცოდეთ რომ ეს უაღრესად მნიშVნელოვანი მოგება იყო!!! იმიტომ კი არა რომ რუსეთ საქართველოს დაპირისპირება იყო, თუმც აესეც იყო!!! იმიტომ რომ თქვენ როცა მოინდომებთ, როცა გულით და სულით ითამაშებთ ყველაფერი შეგიძლიათ!!! დიდი მადლობა!!!!!!!!!!!!!!! გაიხარეეეეეეეეთ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
გადასარევი გიორგი
17 სექტემბერი 2020 23:38
0
სიტყვები ემოცია რავიცი რავთქვა, თავს ზემოთ ძალა არის და ეს ლოკომოტივმა დაამტკიცა, თავისი გენიალური მწვრთნელით ბრავოოოოოოოო გენაცვალეეთ
Batumi90
17 სექტემბერი 2020 23:37
0
სიტყვები ემოცია რავიცი რავთქვა, თავს ზემოთ ძალა არის და ეს ლოკომოტივმა დაამტკიცა, თავისი გენიალური მწვრთნელით ბრავოოოოოოოო გენაცვალეეთ
Batumi90
17 სექტემბერი 2020 23:37
0
გავსკდი ყვირილით, კინაღამ ინფარქტი მივიღე. მადლობა შვილებო. გამახსენდა ძველი დინამოდან მიღებული სიხარულები.
გია
17 სექტემბერი 2020 23:35
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული