ირაკლი სიხარულიძე: ამ დონის გუნდის დამარცხება განსაკუთრებულია

AutoSharing Option
თბილისის "ლოკომოტივის" თავდამსხმელმა ირაკლი სიხარულიძემ მოსკოვის "დინამოს" დამარცხების შემდეგ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

"პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ჟურნალისტს, მოედანზე თქვენ მხარდაჭერას ვგრძნობდით, უმაყურებლობა არ განგვიცდია.

ამ წარმატებისთვის დიდი შრომა ჩაიდო. ბევრმა ადამიანმა იმუშავა. ამ დონის გუნდის დამარცხება განსაკუთრებულია. ჩემი ასაკის მიუხედავად, ამ დონის კლუბთან არ მითამაშია, უფრო მეტად ახალგაზრდები არიან გუნდში. ამიტომაც, მატჩის წინა დღეებში მთავარი მწვრთნელი ბევრს გვესაუბრებოდა და მისმა მუშაობამ შედეგიც გამოიღო“, - აღნიშნა თბილისელთა ფორვარდმა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
შენზე გაბრაზებული ვარ, შენ გამო ხმა ჩამეხლიჩა ეს რა გამიკეთე? შეგიძლია გრანადასთანაც იგივე გააკეთო და მე კიდევ მოგწერ რომ ხმა ჩამეხლიჩა. იმდენი ვიყვირე სამუშაოზე ვიყავი და დაცვა მომვარდა რა ხდებაო. ყოჩაღ ბიჭებო. სიხარულისგან უბრალოდ არ ვიცი რა დავწერო სიტყვებს აზრს ვერ ვატან და უბრალოდ ჯიგრები და გმირები ხართ. გილოცავთ მთელ საქართველოს ამ მონატრებულ გამარჯვებას.
roma bejanidze
00:12 18-09-2020
2
გილოცავთ სულით და გულით . მოსკოვის დინამო არა კვახი. ეგრე მაგრები ხართ რუსებს სადაც გადავეყრებით სულ ცხვირში უნდა ვადინოთ სამაჩაბლო და აფხაზეთი. დიდი მადლობა ბიჭებო.
ზურა
00:48 18-09-2020
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული