ირაკლი სიხარულიძე: ამ დონის გუნდის დამარცხება განსაკუთრებულია

AutoSharing Option
თბილისის "ლოკომოტივის" თავდამსხმელმა ირაკლი სიხარულიძემ მოსკოვის "დინამოს" დამარცხების შემდეგ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

"პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ჟურნალისტს, მოედანზე თქვენ მხარდაჭერას ვგრძნობდით, უმაყურებლობა არ განგვიცდია.

ამ წარმატებისთვის დიდი შრომა ჩაიდო. ბევრმა ადამიანმა იმუშავა. ამ დონის გუნდის დამარცხება განსაკუთრებულია. ჩემი ასაკის მიუხედავად, ამ დონის კლუბთან არ მითამაშია, უფრო მეტად ახალგაზრდები არიან გუნდში. ამიტომაც, მატჩის წინა დღეებში მთავარი მწვრთნელი ბევრს გვესაუბრებოდა და მისმა მუშაობამ შედეგიც გამოიღო“, - აღნიშნა თბილისელთა ფორვარდმა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
rusebs tu ar moeconat eg gasakviri sulac ar aris ai qartvelebs rom ar moeconat lokos gamarjveba da rusebis damarcxeba baia pataraias saxit eg ki didi sircxvilia.
ucxo
19 სექტემბერი 2020 11:05
0
რა დონის იყო ??
სახიჩარი
18 სექტემბერი 2020 16:30
0
არაფერი მაღალი დონის გუნდი არ არის მოსკოვის დინამო. 1963 წლის შემდეგ არც სსრკ-ს და არც რუსეთის ჩემპიონი არ გამხდარა, 1976 წელს გახდა ნახევარ ჩემპიონი(გაზაფხული). მანამდე კი სსრკ-ს პოლიტიკური ხელმძღვანელობა სულ ,,ქაჩავდა" ისევე, როგორც სხვა მოსკოვურ კლუბებს. ახლა რუსები მისტირიან დახარჯულ მილიონებს. რომელი ლეგიონერი მოგეწონათ. თვითონ რუსი ფეხბურთელების დონე კი კარგად ვიცით. ამხელა სახელმწიფოში 7-8 კარგ ფეხბურთელს , თუ მოძებნი. სჯობს იმ ლეგიონერების ხელფასებიდან ,,ატკატებს" მიხედონ. მარტო კარგი სტადიონი არ არის ფეხბურთის გუნდი. უკვე პოლიტიკაც ჩართეს. ვიღაცას ჩვენი დროშის ფრიალი არ მოეწონა, ვიღაცას სათამაშო მინდორი. კიდევ კარგი რაკეტებით და ტანკებით არ დაგვემუქრნენ.
mvx
18 სექტემბერი 2020 14:33
0
მოსკოვიას დინამოს თუ ტრანსფერმარკეტებით აფასებთ კარგად ყოფილა თქვენი საქმე, ან იგივე რუმინულ კლუბსაც.
ჯერ კარგად უნდა გაიგოთ ტრანსფერმარკეტის პოლიტიკა თუ როგორ დგება ფეხბურთელების ფასები.
მოსკოვის დინამოდან რომ ლოკოში გადმოიყვანო 5 მილიონიანი ფეხბურთელი, მისი ფასი 1 წელიწადში გახდება 500 000 ტუნდაც 20 გოლი გაიტანოს, რადგან რანგით და ქულებით სუსლ ლიგასადა კლუბში იქნება ...
არაფერი დიდი კლუბი ის არ არის და რაც არის ისედაც სჩანს ჩემპიონატშიც მისი ბოლო წლების მიღწევებშიც და თამაშშიც.

სულ სხვა საქმეა გრანადა , ის მუდამ ისეთივე გამოუცნობი და უცნაურია როგორც ჩვენი ლოკო, ასე რომ მათთან 2-3-0 მოგებაც არ გაგვიკვირდეს და არც მათგან 6-7-0 წაგებაც. გრანადა არის სუფთა სამხრეთული კლუბი, კარგი ორგანიზებულობით მაგრამ განწყობასაც მალე კარგავს თუ ბურთი მოულოდნელად გაუვიდა ან თუ მალევე ამოტენეს 2 ბურთში, ამიტომაც ლოკომ უნდა იფრინოს და გრანადაც დაიფრინოს.
jango
18 სექტემბერი 2020 14:21
0
შეიძლება ვარსკვლავებს ვერ წყვეტს მოსკოვის დონამო მაგრამ ტრანსფერ მარკეტზე 60 მილიონი ევროა მისი ღირებულება. ეროვნული ლიგის მთლიან ღირებულებაზე 1.5 ჯერ მეტი . ასევე საქართველოს ნაკრების რირებულებაზეც დაახლოებით 1.5 ჯერ მეტი.
იაგო
18 სექტემბერი 2020 12:31
0
ჰა
და რა დონის გუნდი იყო ვერ გავიგე
18 სექტემბერი 2020 09:51
1
იქნებ გრანადამ წაიყუმაროს
ნახალოვკელი. ისე რა მაგის პასუხია და
18 სექტემბერი 2020 01:28
1
გილოცავთ სულით და გულით . მოსკოვის დინამო არა კვახი. ეგრე მაგრები ხართ რუსებს სადაც გადავეყრებით სულ ცხვირში უნდა ვადინოთ სამაჩაბლო და აფხაზეთი. დიდი მადლობა ბიჭებო.
ზურა
18 სექტემბერი 2020 00:48
3
შენზე გაბრაზებული ვარ, შენ გამო ხმა ჩამეხლიჩა ეს რა გამიკეთე? შეგიძლია გრანადასთანაც იგივე გააკეთო და მე კიდევ მოგწერ რომ ხმა ჩამეხლიჩა. იმდენი ვიყვირე სამუშაოზე ვიყავი და დაცვა მომვარდა რა ხდებაო. ყოჩაღ ბიჭებო. სიხარულისგან უბრალოდ არ ვიცი რა დავწერო სიტყვებს აზრს ვერ ვატან და უბრალოდ ჯიგრები და გმირები ხართ. გილოცავთ მთელ საქართველოს ამ მონატრებულ გამარჯვებას.
roma bejanidze
18 სექტემბერი 2020 00:12
2
კაცო, ამათმა მოუგონ გრანადასა და მე ვიყვირებ ოროვეს მაგივრათა..

გაიხარეთ, ბიჭებო-ლომებო
alex
18 სექტემბერი 2020 00:44
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული