თბილისის "ლოკომოტივის" თავდამსხმელმა ირაკლი სიხარულიძემ მოსკოვის "დინამოს" დამარცხების შემდეგ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
"პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ჟურნალისტს, მოედანზე თქვენ მხარდაჭერას ვგრძნობდით, უმაყურებლობა არ განგვიცდია.
ამ წარმატებისთვის დიდი შრომა ჩაიდო. ბევრმა ადამიანმა იმუშავა. ამ დონის გუნდის დამარცხება განსაკუთრებულია. ჩემი ასაკის მიუხედავად, ამ დონის კლუბთან არ მითამაშია, უფრო მეტად ახალგაზრდები არიან გუნდში. ამიტომაც, მატჩის წინა დღეებში მთავარი მწვრთნელი ბევრს გვესაუბრებოდა და მისმა მუშაობამ შედეგიც გამოიღო“, - აღნიშნა თბილისელთა ფორვარდმა.

ჯერ კარგად უნდა გაიგოთ ტრანსფერმარკეტის პოლიტიკა თუ როგორ დგება ფეხბურთელების ფასები.
მოსკოვის დინამოდან რომ ლოკოში გადმოიყვანო 5 მილიონიანი ფეხბურთელი, მისი ფასი 1 წელიწადში გახდება 500 000 ტუნდაც 20 გოლი გაიტანოს, რადგან რანგით და ქულებით სუსლ ლიგასადა კლუბში იქნება ...
არაფერი დიდი კლუბი ის არ არის და რაც არის ისედაც სჩანს ჩემპიონატშიც მისი ბოლო წლების მიღწევებშიც და თამაშშიც.
სულ სხვა საქმეა გრანადა , ის მუდამ ისეთივე გამოუცნობი და უცნაურია როგორც ჩვენი ლოკო, ასე რომ მათთან 2-3-0 მოგებაც არ გაგვიკვირდეს და არც მათგან 6-7-0 წაგებაც. გრანადა არის სუფთა სამხრეთული კლუბი, კარგი ორგანიზებულობით მაგრამ განწყობასაც მალე კარგავს თუ ბურთი მოულოდნელად გაუვიდა ან თუ მალევე ამოტენეს 2 ბურთში, ამიტომაც ლოკომ უნდა იფრინოს და გრანადაც დაიფრინოს.
გაიხარეთ, ბიჭებო-ლომებო