მკვდრები, საზიზღრები, რაში დაიხარჯა 60 მილიონი? ვისთან წავაგეთ? - რუსები შოკში არიან

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "ლოკომოტივთან" მოსკოვის "დინამოს" 1:2 წაგება რუსებმა შეურაცხყოფად აღიქვეს. ისინი აღნიშნავენ, რომ ტურნირზე დარჩენილ ყველაზე დაბალრეიტინგიან გუნდთან დამარცხდნენ (1.150), მაშინ, როდესაც მათი რეიტინგი გაცილებით მაღალია (9.109).

მწვრთნელ კირილ ნოვიკოვს უკვე გადაყენებას უპირებენ და მის შემცვლელს ეძებენ.

აი, რა განცხადებები გააკეთეს რუსებმა:

იოვან ტანასიევიჩი ("დინამოს" ყოფილი მცველი): "ვერ ვიტყვი, რომ არ იბრძოლეს. უბრალოდ, მომენტები ვერ გამოიყენეს. სულ სხვა საკითხია, რატომ მოხდა ეს. შესაძლოა, ფავორიტის სტატუსი მათზე დიდ ზეწოლას ახდენდა".

ვასილი უტკინი (ჟურნალისტი): "ასეთი მატჩების ყურება აუცილებელი
სულაც არაა. "დინამოს" გულშემატკივრობა მძიმე ტვირთია. ამ შემთხვევაში ირონიული არ ვარ. ყველაფერ დანარჩენზე ანგარიში მეტყველებს. მოგება ნორმალურია, წაგება - კატასტროფა.

გინება გვიანია. არადა, გინდა. ადრე უნდა მოესმინათ ჭკვიანი ხალხისთვის.

- ავადმყოფმა გარდაცვალების წინ ოფლი მოიდინა?
- მოიდინა.
- ეს ძალიან, ძალიან კარგია!

მე ხომ ვამბობ, "დინამო" მუდამ ძველი ანეკდოტია".

სერგეი კირიაკოვი ("დინამოს" ყოფილი თავდამსხმელი): "სირცხვილი? ეს ყველაზე რბილი სიტყვაა. ქართული ფეხბურთისადმი ჩემი პატივისცემის მიუხედავად, ეს რუსეთის პირველი ლიგის დონის გუნდია".

იგორ ლებედევი (გოსდუმის დეპუტატი): "იმის შესახებ, თუ რა მოხდა, უამრავი არგუმენტი შეიძლება მოიყვანო. დაწყებული პოლიტიკური მომენტებიდან, რაც იმასთანაა დაკავშირებული, რომ ქართულ გუნდებთან პოლიტიკის გამო მრავალი წელია არ გვითამაშია და დასრულებული საშინელი ხარისხის მოედნით. ვერ წარმომიდგენია, ღმერთმა არ ქნას და "ლოკომოტივი" ჯგუფურ ეტაპზე გავიდეს, მატჩებს ასეთ გაზონზე ჩაატარებენ? სად იყურება უეფა?

"დინამომ" "ზენიტს" მოუგო და "ლოკომოტივთან" წააგო, რომელსაც 90 წუთის განმავლობაში არაფერი არ უჩვენებია. ეს ყველაფერი ჩვენი ფეხბურთელების მოუმზადებლობასა და ქართველების მაღალ ოსტოტობაზე მეტყველებს".

ალექსანდრ მოსტოვოი (რუსეთის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი): "გაოგნებული ვარ. გუნდი მრავალი წლის შემდეგ გადის ევროტურნირებზე. უკანასკნელ ხანს 60 მილიონამდე დაიხარჯა და თბილისის "ლოკომოტივი"... ვფიქრობ, ბევრმა არ იცის ამ გუნდის არსებობა. ყველამ იცის თბილისის "დინამო".

სტატისტიკაში "ლოკომოტივის" შემადგენლობა უნდა ვნახო, იქ ვინ თამაშობს. მათთვის ეს გმირობაა, "დინამოსთვის" - საზიზღრობა".

მკითხველის კომენტარები / 51 /
ქართულმა ფეხბურთმა ფსკერს დაკრა ფეხი.....
sake
18 სექტემბერი 2020 12:26
1
გუნდი კერძოა რა კობიაშვილი დდ ზოგს აზრები აწუხებს მაოს შეშურდებოდა.წარმატებები ლოკოს.
Zaza
18 სექტემბერი 2020 12:18
2
იმედია მას მაინც გამომიქვეყნებთ რაცხა ბოლო დროს ჩემსს კომენტარებს არ აქვეყნებთ მითუმეტეს ცენზურას ვიცავ, ამ რუსს რატო გონია ჯგუფურში რო გავიდეთ ისევ ამ სტადიონზე ვითამაშებთ? :) :) ან მარტო დინამოსთვის იყო ცუდი მოედანი? ან კიდევ საერთოდ ტექნიკური გუნდი კარგ სტადიონზე უკეთ თამაშობს ეს თამაში 2-1 კი არა 4-0 უნდა დამთავრებულიყო :) :) :) იყო კიდევ 100%-ი საგოლე მომენტები ჩვენსკენ მაგრამ ამ გოსტდუმის დეპუტატისგან სხვას რას მოისმენ შოვინისტი რუსი
გიორგი
18 სექტემბერი 2020 12:01
1
გამოიღეთ!!!
ლევან
18 სექტემბერი 2020 11:42
1
მე მაინტერესებს დინამო გრანადასაც აღემატება ბიუჯეტით?
grisha
18 სექტემბერი 2020 11:29
2
ბიუჯეტი არ ვიცი მაგრამ ტრანფერმარკეტის ღირებულებით დინამო 60 მილიონ ევროს უკაკუნებს. გრანადა 81 მილიონია
იაგო
18 სექტემბერი 2020 15:20
0
კი რამოდენიმე რუსული გუნდი ევრო გირავდება თუ არ ჩავთვლით ყველა ევროპულ გურანდა აღემატება კრასნოდარი ცეესკა ზენიტი ლოკომოტივი და სპარტაკი მემგონი ნუ ადრინდელ მახაჭკალის ანჟზე და რუბინზე არ ვიტყვი
გიორგი
18 სექტემბერი 2020 13:03
1
ეს ისეთი მომენტია როცა ფეხბურთით მხოლოდ ერთ დღეს კი არა ორი დღე რომ სიამოვნებას ღებულობ და უნდა დატკბე ამ მომენტით. რუსებო ბარემ ომი დაგვიწყეთ კიდევ ერთხელ ან საზღვარი გადმოწიეთ გამწარებულზე სხვა თქვენ ფეხბურთის თამაში არ იცით და სხვანაირად ჩვენ ვეღარ გაგვამწარეთ ბოლო 30 წელია. მადლობა ყველას ვინც ელემენტარილი წვლილი შეიტანა ამ გამარჯვებაში და ამ სიამოვნებაში.
roma bejanidze
18 სექტემბერი 2020 11:24
3
და რა გაუკვირდა ამ მამაძაღლს ვერ ვხვდები როგორ მოუგო დინამოსო ოეე დინამო რასია შეხედე ფეხბურთი ვითარდება საქართველოშიც კი მოდით ეხლა და იწუწუნეთ,
Gio
18 სექტემბერი 2020 11:07
2
იგორ ლებედევ(გოსდუმის დეპუტატი), იდი ნა ხუი! თურმე გაზონი არ გვივარგა და თქვენ რომ გივარგათ ხომ დაგატეხეს ფრთები? :)
პატრიოტი
18 სექტემბერი 2020 11:01
1
სულ ასე გაგვემწარებიოს რუსები,არა მარტო სპორტში.
zas.
18 სექტემბერი 2020 10:52
1
მართლაც რომ გმირობაა .ბიუჯეტი რო შევადარე ამ ორი გუნდიის სიცილით მოვკვდიი იმხელა სხვაობაა.დაახლოებით ისეთი სენსაციაა როგორც სნეგელმა მოუგო საფრანგეთს.გილოცავთ ბიჭებოო.ისე სადაც დინამოს მოვუგეთ გრანადას რატო ვერ უნდა მოვუგოოთ.
buxrika
18 სექტემბერი 2020 10:44
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული