მკვდრები, საზიზღრები, რაში დაიხარჯა 60 მილიონი? ვისთან წავაგეთ? - რუსები შოკში არიან

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "ლოკომოტივთან" მოსკოვის "დინამოს" 1:2 წაგება რუსებმა შეურაცხყოფად აღიქვეს. ისინი აღნიშნავენ, რომ ტურნირზე დარჩენილ ყველაზე დაბალრეიტინგიან გუნდთან დამარცხდნენ (1.150), მაშინ, როდესაც მათი რეიტინგი გაცილებით მაღალია (9.109).

მწვრთნელ კირილ ნოვიკოვს უკვე გადაყენებას უპირებენ და მის შემცვლელს ეძებენ.

აი, რა განცხადებები გააკეთეს რუსებმა:

იოვან ტანასიევიჩი ("დინამოს" ყოფილი მცველი): "ვერ ვიტყვი, რომ არ იბრძოლეს. უბრალოდ, მომენტები ვერ გამოიყენეს. სულ სხვა საკითხია, რატომ მოხდა ეს. შესაძლოა, ფავორიტის სტატუსი მათზე დიდ ზეწოლას ახდენდა".

ვასილი უტკინი (ჟურნალისტი): "ასეთი მატჩების ყურება აუცილებელი
სულაც არაა. "დინამოს" გულშემატკივრობა მძიმე ტვირთია. ამ შემთხვევაში ირონიული არ ვარ. ყველაფერ დანარჩენზე ანგარიში მეტყველებს. მოგება ნორმალურია, წაგება - კატასტროფა.

გინება გვიანია. არადა, გინდა. ადრე უნდა მოესმინათ ჭკვიანი ხალხისთვის.

- ავადმყოფმა გარდაცვალების წინ ოფლი მოიდინა?
- მოიდინა.
- ეს ძალიან, ძალიან კარგია!

მე ხომ ვამბობ, "დინამო" მუდამ ძველი ანეკდოტია".

სერგეი კირიაკოვი ("დინამოს" ყოფილი თავდამსხმელი): "სირცხვილი? ეს ყველაზე რბილი სიტყვაა. ქართული ფეხბურთისადმი ჩემი პატივისცემის მიუხედავად, ეს რუსეთის პირველი ლიგის დონის გუნდია".

იგორ ლებედევი (გოსდუმის დეპუტატი): "იმის შესახებ, თუ რა მოხდა, უამრავი არგუმენტი შეიძლება მოიყვანო. დაწყებული პოლიტიკური მომენტებიდან, რაც იმასთანაა დაკავშირებული, რომ ქართულ გუნდებთან პოლიტიკის გამო მრავალი წელია არ გვითამაშია და დასრულებული საშინელი ხარისხის მოედნით. ვერ წარმომიდგენია, ღმერთმა არ ქნას და "ლოკომოტივი" ჯგუფურ ეტაპზე გავიდეს, მატჩებს ასეთ გაზონზე ჩაატარებენ? სად იყურება უეფა?

"დინამომ" "ზენიტს" მოუგო და "ლოკომოტივთან" წააგო, რომელსაც 90 წუთის განმავლობაში არაფერი არ უჩვენებია. ეს ყველაფერი ჩვენი ფეხბურთელების მოუმზადებლობასა და ქართველების მაღალ ოსტოტობაზე მეტყველებს".

ალექსანდრ მოსტოვოი (რუსეთის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი): "გაოგნებული ვარ. გუნდი მრავალი წლის შემდეგ გადის ევროტურნირებზე. უკანასკნელ ხანს 60 მილიონამდე დაიხარჯა და თბილისის "ლოკომოტივი"... ვფიქრობ, ბევრმა არ იცის ამ გუნდის არსებობა. ყველამ იცის თბილისის "დინამო".

სტატისტიკაში "ლოკომოტივის" შემადგენლობა უნდა ვნახო, იქ ვინ თამაშობს. მათთვის ეს გმირობაა, "დინამოსთვის" - საზიზღრობა".

მკითხველის კომენტარები / 51 /
ღრუტ. ღრუტ. ღრუტ.
123
18 სექტემბერი 2020 08:36
1
ვულოცავ ლოკოს ფეხბურთელებს,მწვრთნელს,მენეჯმენტს და მთელ საქართველს ამ დიდებულ გამარჯვებას.რუსები კომენტარებში მარცხს ლეგიონერების ლიმიტს აბრალებენ,ანუ აღიარებენ,რომ თავისი ფეხბურთელებით ქართველებთან გამკლავება არ შეუძლიათ.ეს ადასტურებს,რომ ტექნიკით და საფეხბურთო აზროვნებით მაგათზე მაღლა ვიდექით და ვდგავართ.საჭირო იყო მონდომება, თავდადება და ბოლომდე ბრძოლა,რაც ბიჭებმა სრულად გამოავლინეს.ბრავო!გრანადა ბევრი არაფრით ჯობია მოსკოვის დინამოს,იგივე ძალისმიერ,"ბეი-ბეგი"ფეხბურთს თამაშობენ და სწორად და იგივე შემართებით თამაშით მათთანაც შეიძლება წარმატების მიღწევა.დიდი მადლობა ამ გამარჯვებისთვის.წარმატებები!!!
ნუკრი
18 სექტემბერი 2020 08:25
1
რუსებოოო გამოიღეეეთ!!! :))
ოთო
18 სექტემბერი 2020 08:25
1
მოედნის ხარისხზე ისე წუწუნებენ, თითქოს ძაან ტეხნარი გუნდი იყოს, კომბინაციური და სწრაფი ფეხბურთის მიმდევარი....
მადლობა თქვით ასეთი მოედანი რო იყო (ტელევიზორიდან მოედნის საფარს მაინცდამაინც ცუდი შთაბეჭდილება არ დაუტოვებია), თორე 2 გოლს არ დავჯერდებოდით :))

კიდევ ერთხელ მადლბა ლოკოს.
ჟორჟ სამპაიო
18 სექტემბერი 2020 08:15
1
დუმის დეპუტატს უნდა შევახსენო ერთი გამონათქვამი, плохому артисту яйца мешают, ეს წაგება მინდვრის ხარისხის დაბრალებისთვის.
მერაბ 1970
18 სექტემბერი 2020 07:59
1
თამაშის შემდეგ "მატც ტევეზე" ომარ თეთრაძემ და სხვა ყოფილმა მოსკოვის დინამოს ვეტერანებმა ისაუბეს. საკმაოდ კარგად ლოკომოტივზე, დაიმსახურესო მოგებაო თბილისელებმაო.
ისე სკარად შოკირებულები არიან. ისეთი სახით იჯდნენ სტუდიაში პოლიტბიუროს სხდომა მეგონა სსრკ-ს დროინდელი.
ეს მატში ფეხბურთის სახელმძღვანელოში უნდა შეიტანო, როგორც კლასიკური მაგალითი, არა იმიტომ, რომ რუსებს მოვუგეთ, არამედ თუ როგორ შიძლება მოიგო მილიონების და ვარსკვლავების გარეშე. თუ სწორად გაანაწილებ რესურსებს!
ქომაგი
18 სექტემბერი 2020 07:32
0
რას ამბობ, მართლა რო ,,დუმებს" ათამაშებთ,ახლა მაგენი ბარნაულში და კრივოი-ში რო დადიან, სულ ,,კამპ ნოუს" მინდორს ახვედრებენ .
თორნიკე ( რაჭა)
18 სექტემბერი 2020 05:09
5
დინამოს ჭაჭით დაათვრეს აბა გუშინ მოგების არაფერი ეტყობოდა. დააგემოვნა ხინკალი მწვადი ხაჭაპური .
მეორე ტაიმში ლოკომ ორი განსხვავებული ატაკა იმათმა ერთი ძლივს დალიეეს და ეგრევე სუფრიდან გაიტანეს.
ტეტე1234
18 სექტემბერი 2020 08:26
0
დუმის გოშია ვერხედავ იმის ღირსადაც არ ჩაგთვლეს ლოკომიტივის ცენტრალურზე გეთამაშათ:) ხო ხედავდი ტრიბუნებს უკან დიდი სტადიონის ბეტონებს:) :) :) იმენა დავითისა და გოლიათის ომი იყო. წარმატებები საქართველოს და ქართველებს ყველაფერში...
ჯიმა
18 სექტემბერი 2020 02:42
2
ლებედევმა მაინც გამოავლინა რუსული სული :დდდ მოედნის მდგომარეობაზე ისე ზრუნავს რას ამბობ ფეხბურთის გურუა. თავის ინფრასრუქტურას მიხედოს ბევრი სტადიონი გადათხრილს რომ ჰგავს.
Nick
18 სექტემბერი 2020 01:43
5
უკომენტაროდ... :))) რომ უნდა დატკბე ის მომენტია :))
აუ რას მოთქვამენ ტიპები :)))))
18 სექტემბერი 2020 01:29
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული