მკვდრები, საზიზღრები, რაში დაიხარჯა 60 მილიონი? ვისთან წავაგეთ? - რუსები შოკში არიან

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "ლოკომოტივთან" მოსკოვის "დინამოს" 1:2 წაგება რუსებმა შეურაცხყოფად აღიქვეს. ისინი აღნიშნავენ, რომ ტურნირზე დარჩენილ ყველაზე დაბალრეიტინგიან გუნდთან დამარცხდნენ (1.150), მაშინ, როდესაც მათი რეიტინგი გაცილებით მაღალია (9.109).

მწვრთნელ კირილ ნოვიკოვს უკვე გადაყენებას უპირებენ და მის შემცვლელს ეძებენ.

აი, რა განცხადებები გააკეთეს რუსებმა:

იოვან ტანასიევიჩი ("დინამოს" ყოფილი მცველი): "ვერ ვიტყვი, რომ არ იბრძოლეს. უბრალოდ, მომენტები ვერ გამოიყენეს. სულ სხვა საკითხია, რატომ მოხდა ეს. შესაძლოა, ფავორიტის სტატუსი მათზე დიდ ზეწოლას ახდენდა".

ვასილი უტკინი (ჟურნალისტი): "ასეთი მატჩების ყურება აუცილებელი
სულაც არაა. "დინამოს" გულშემატკივრობა მძიმე ტვირთია. ამ შემთხვევაში ირონიული არ ვარ. ყველაფერ დანარჩენზე ანგარიში მეტყველებს. მოგება ნორმალურია, წაგება - კატასტროფა.

გინება გვიანია. არადა, გინდა. ადრე უნდა მოესმინათ ჭკვიანი ხალხისთვის.

- ავადმყოფმა გარდაცვალების წინ ოფლი მოიდინა?
- მოიდინა.
- ეს ძალიან, ძალიან კარგია!

მე ხომ ვამბობ, "დინამო" მუდამ ძველი ანეკდოტია".

სერგეი კირიაკოვი ("დინამოს" ყოფილი თავდამსხმელი): "სირცხვილი? ეს ყველაზე რბილი სიტყვაა. ქართული ფეხბურთისადმი ჩემი პატივისცემის მიუხედავად, ეს რუსეთის პირველი ლიგის დონის გუნდია".

იგორ ლებედევი (გოსდუმის დეპუტატი): "იმის შესახებ, თუ რა მოხდა, უამრავი არგუმენტი შეიძლება მოიყვანო. დაწყებული პოლიტიკური მომენტებიდან, რაც იმასთანაა დაკავშირებული, რომ ქართულ გუნდებთან პოლიტიკის გამო მრავალი წელია არ გვითამაშია და დასრულებული საშინელი ხარისხის მოედნით. ვერ წარმომიდგენია, ღმერთმა არ ქნას და "ლოკომოტივი" ჯგუფურ ეტაპზე გავიდეს, მატჩებს ასეთ გაზონზე ჩაატარებენ? სად იყურება უეფა?

"დინამომ" "ზენიტს" მოუგო და "ლოკომოტივთან" წააგო, რომელსაც 90 წუთის განმავლობაში არაფერი არ უჩვენებია. ეს ყველაფერი ჩვენი ფეხბურთელების მოუმზადებლობასა და ქართველების მაღალ ოსტოტობაზე მეტყველებს".

ალექსანდრ მოსტოვოი (რუსეთის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი): "გაოგნებული ვარ. გუნდი მრავალი წლის შემდეგ გადის ევროტურნირებზე. უკანასკნელ ხანს 60 მილიონამდე დაიხარჯა და თბილისის "ლოკომოტივი"... ვფიქრობ, ბევრმა არ იცის ამ გუნდის არსებობა. ყველამ იცის თბილისის "დინამო".

სტატისტიკაში "ლოკომოტივის" შემადგენლობა უნდა ვნახო, იქ ვინ თამაშობს. მათთვის ეს გმირობაა, "დინამოსთვის" - საზიზღრობა".

მკითხველის კომენტარები / 51 /
cdebit batono rusebo es dinamo moskovia saqartvelos meore an sulac mesame divizionis toli gundi dagenizlavebit dinamo moskovs tbilisi sitic mougebs. yoveltvis ase iyo dinamo tbilisi mxolod es erti gundi afarchakebda mtel rusetis chempionats da axla gikvirt rogor cavageto?
ucxo
22 სექტემბერი 2020 13:37
0
დასკვნა ერთია: ცუდ ფეხბურთს თამაშობს ქართული გუნდები.
წიტიანი მოსკოვის დინამო და მისი მესვ ეურები რომ ასე ყვიტყვიტებენ წაგების მერე, ესე იგი რაღაც უუზარმაზარი გაქვს გასასწორებელი.
მხოლოდ რუსებთან მოგება დიდი არაფერი შვილია. ფეხბურთი ითამაშეთ, ბურთს პატარა ბიჭებიც აგორავებენ მაგრამ არ იჩემებენ ფეხბურთელები ვართო
მომენატრა ლამაზი ფეხბურთი
ღმერთმა ქნას აწი რამე შევცალოN
კახა
19 სექტემბერი 2020 09:19
4
დააბრალეს რუსებმა ცუდ მინდორს :)

ამაზე ერთი ძველი კახური გამონათქვამი გამახსენდა - "მკუანა კაცი ქერის პურს აბრალებდაო"

")
თამაზი
18 სექტემბერი 2020 19:29
1
ქართველის აშენებულ ქვეყანაში,კამერუნელი ფეხბურტელი დიდ ფულს შოულობს,სირცხვილი რუსეთს მოსკოვის დინამოს ტრაგედიის გამო,
nikolozi
18 სექტემბერი 2020 18:10
7
დიდებულია! ვაშა ამ ახალ გამარჯვება, რწმენა მომავალს!
aburjga
18 სექტემბერი 2020 16:40
0
სამწუხაროდ ეს რეალობას დიდად არ ცვლის რადგან ისევ ფსკერთან ვართ. ქართული გუნდები ძირითადად კერძო მმართველობაში არ არიან და შესაბამისად ძალიან გაჭირვებულები არიან და ვისაც დამფინანსებელი ყავს ძალიან ცოტა ფულს აბანდებენ ამიტომაა რომ არასოდეს არ გვქონდა და არ გვაქვს ჯგუფში მოხვედრის შანსი. ახლა ლოკოს რამდენიმე ძლიერი ლეგიონერის საშუალება რომ ქონდეს ახლა გრანადასან კაი შანსი გვექნებოდა მაგრამ სულ ხომ საკუარი იმედის იმედზე ხომ ვერ იქნები... წარმატებები ბიჭებო ყველა შემთხვევაში ღმერთი თქვენკენ
Haaland
18 სექტემბერი 2020 15:55
4
ლოკომოტივს გრანადასთან დასაკარგი არაფერი აღარ აქვს. ბიჭებმა იციან,რომც წააგონ მათ არავინ არ დაძრახავს,რადგან ჩვენთვის პრინციპულ მატჩში რუსები დაამარცხეს! ასე რომ უფრო ლაღად და გახსნილად ითამაშებენ,ესპანელებს კი პირიქით მოსკოვის დინამოს მააგლითი თვალწინ აქვთ და ფავორიტის სტატუსი გასამართლებელი ექნებათ ყველა ვარიანტში გულშემატკივრების წინაშე( ტელევიზორთან ვინც იქნება :დ:დ ) ასევე ეს ჩვენებისთვის კარგი შანსია,კარიერული წინსვლისთვის. თუ რამდენიმემ შეძლო და დადებითად წარმოაჩინა შესაძლებლობები გრანადასთან,არაა გამორიცხული მათი კარიერის გაგრძელება სწორედ ამ კლუბში სამომავლოდ.. მაგალითად კირკიტაძე, სამურკასოვი, მამარდაშვილი და ა.შ. აქვე ვიტყვი,რომ დროა მამარდაშვილი მესამე მეკარედ განიხილოს ვაისმა კუპატაძის ნაცვლად! უფრო ძლიერი კლუბი და ლიგა ჭირდება ამ ბიჭს რომ განვიტარდეს და იმედია ამ ევრო სეზონის შემდეგ შეძლებს ამას! არის კიდევ 2-3 კაცი,ვინც შეიძლება ნაკრების კანდიდატად განიხილოს ვაისმა,დინამოს და საბურთალოს "კამანდის ნაცვლად". წარმატებები ბიჭებო ესპანეთშიც!!
გიორგი
18 სექტემბერი 2020 15:15
0
არა ვარ რუსი ხალხის მტერი და ბევრი კარგი ჯიგარი ხალხი ვიცი რუსები დზმაკაცებიც მკავს მაგარი ბიჰები მოკლედ ვაპასებ რუს ხალხს მაგრამ ეს ჰოვინისტი პოლიტიკოსები იმდენს აკეტებენ ერტმანეტს გვაზიზგებენ რუსები რო გაზონებს დაგიცუნებენ სად ტამაჰობენ პეხბურტი არის ტუ ხოკეი ვერ გაიგებ რა უნდატ ვერ გაიგებ სულ სხვას აბრალებენ ტავიანტ უუნარობას და სიჰტერეს კობიაჰვილი და კველა უნდა რა ვტკვა არ ვიგინები მარა საგინებელი კი არა დასაჰერებია კველა პედერაციაჰი ამ ჰოვინისტებს რო ალაპარაკებენ მილიონებს იპარავენ ....
lekso kutaisi
18 სექტემბერი 2020 14:58
3
ბიჭებს მადლობა, მაგრამ ჭიაბრიშვილის წვლილიც ძალიან დიდია ამ გამარჯვებაში.
უცნობი
18 სექტემბერი 2020 13:39
0
ჩვენი დროც მოვიდა
ავთო
18 სექტემბერი 2020 12:56
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული