ჩისკო: რთულ მატჩში გავიმარჯვეთ - "ლოკომოტივს" მოგებას ვულოცავ

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე "ქონას ქი ნომედსის" დამარცხების (1:0) შემდეგ კლუბის საიტთან კომენტარი თბილისის "დინამოს" მწვრთნელმა ჩისკო მუნიოსმა გააკეთა.

"ვიცოდით, ძლიერ გუნდს ვხვდებოდით და რთული მატჩის მოლოდინი გვქონდა. მეტოქე მთელ მოედანზე პრესინგს მიმართავდა. ძნელია თამაში, როდესაც სივრცე არ გაქვს. მინდა ბიჭებს მივულოცო, მათ რაც დავავალე, ყველაფერი გაითავისეს. მთელი მატჩის განმავლობაში ვუტევდით, ბოლოს პენალტიც დავიმსახურეთ და გავიმარჯვეთ. ახლა უკვე თასის შეხვედრაზე ვფიქრობ, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია.

ბიჭებმა კარგად ითამაშეს. ბედნიერი ვარ. იციან, სად თამაშობენ და ესმით, რას ვითხოვ მათგან. რთული შეხვედრა
მოიგეს.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ მეორე ქართულმა გუნდმაც გაიმარჯვა. ვულოცავ "ლოკომოტივს". ეს ქართული ფეხბურთისთვის მნიშვნელოვანია", - განუცხადა ჩისკომ "დინამოს" საიტს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
რამე არასწორი თქვა? დინამოს ახლანდელი დონისთვის საკმაოდ ძლიერი გუნდი იყო
ზორბეგი
00:04 19-09-2020
0
ჩისკო რა შუაშია აწყობილი გუნდიდან გაუშვეს. მერე დააბრუნეს გუნდში რომელიც დაუშალეს და რომელი ზიდანი ჩუსკოა შედეგი რო მოვთხივოთ ირ კვირაში?
bokinio
22:22 18-09-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული