"ვიცოდით, ძლიერ გუნდს ვხვდებოდით და რთული მატჩის მოლოდინი გვქონდა. მეტოქე მთელ მოედანზე პრესინგს მიმართავდა. ძნელია თამაში, როდესაც სივრცე არ გაქვს. მინდა ბიჭებს მივულოცო, მათ რაც დავავალე, ყველაფერი გაითავისეს. მთელი მატჩის განმავლობაში ვუტევდით, ბოლოს პენალტიც დავიმსახურეთ და გავიმარჯვეთ. ახლა უკვე თასის შეხვედრაზე ვფიქრობ, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია.
ბიჭებმა კარგად ითამაშეს. ბედნიერი ვარ. იციან, სად თამაშობენ და ესმით, რას ვითხოვ მათგან. რთული შეხვედრა
ასევე მნიშვნელოვანია, რომ მეორე ქართულმა გუნდმაც გაიმარჯვა. ვულოცავ "ლოკომოტივს". ეს ქართული ფეხბურთისთვის მნიშვნელოვანია", - განუცხადა ჩისკომ "დინამოს" საიტს.