სფფ ქუთაისში საფეხბურთო აკადემიას ააშენებს

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ქუთაისში საფეხბურთო აკადემიის მშენებლობას იწყებს.

პროექტის მიხედვით ადგილზე ორი ხელოვნური და ორი ბუნებრივსაფარიანი მოედანი მოეწყობა ხელოვნური განათებით. ორი მოედნისთვის კი, ტრიბუნა და ელექტრონული ტაბლო დამონტაჟდება. საფეხბურთო ინფრასტრუქტურასთან ერთად აკადემიის ტერიტორიაზე საცხოვრებელი და ადმინისტრაციული კორპუსები აშენდება.

​პროექტის დასრულების შემდეგ აღნიშნული ინფრასტრუქტურით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის იმერეთის აკადემიის 14 და 15-წლამდე გუნდები ისარგებლებენ. აკადემიის აღსაზრდელების გარდა, კომპლექსის გამოყენება ადგილობრივ საფეხბურთო სკოლებს, მოყვარულთა და ქალთა გუნდებს შეეძლებათ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მიწა აკადემიის ასაშენებლად ეკონომიკის სამინისტროს ქონების ეროვნული სააგენტოსგან შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის
ვალდებულებით გადაეცა. აღნიშნული პროექტი ფეხბურთის ფედერაციის, ფიფას და უეფას დაფინანსებით განხორციელდება. ქუთაისის საფეხბურთო აკადემიის მშენებლობის დასრულება 2021 წლის ბოლოს იგეგმება.

წყარო: gff.ge


მკითხველის კომენტარები / 5 /
ძლივს ეღირსა იმერეთს და ქუთაისს.გაიხარეთ ამ ქალაქმა რამდენი ტალანტი გამოზარდა და კიდევ ბევრს გამოჩეკავს ესეთი იმფრასტრუქტურა თუ ექნა.ეხლა კიდე ერთი უნდა ქუთაისს თანამედროვე საფეხბურთო არენა როგორიც ბათუმში გაკეთდა და თლა დახატავს
თემური
22:35 18-09-2020
0
იხარე ჭერო, თვალი დაგეფსოს მტერო :) მაგარია და საჭირო ძალიან.
DAVE
20:41 18-09-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული