პრიმერას ლიდერის მწვრთნელი: თბილისის "ლოკომოტივთან" ძალიან საინტერესო თამაში გველის

AutoSharing Option
თბილისის "ლოკომოტივმა" ევროპა ლიგაზე ორი საკვალიფიკაციო ეტაპის გადალახვით ნამდვილი სიურპრიზი შემოგვთავაზა და მესამე რაუნდში სტუმრად "გრანადას" დაუპირისპირდება. ამ გუნდმა ლა ლიგის სტარტზე ორივე მატჩი მოიგო და გალიდერდა. "ლოკოსთან" შეხვედრის წინ "გრანადას" მწვრთნელმა დიეგო მარტინესმა ისაუბრა.

"საქმისადმი გუნდის დამოკიდებულებით ძალიან კმაყოფილი ვარ. რთული კვირა მაჟორულ ნოტზე დავასრულეთ.
"ალავესთან" პირველი ტაიმი მეორეზე უკეთ ჩავატარეთ. შეცდომები დავუშვით და მეკარე რუი სილვამ ორჯერ გადაგვარჩინა. ასეა, ფეხბურთი შეცდომებისგან შედგება.

"გრანადა" მოკრძალებული და მშრომელი გუნდია, მატჩებისას ბოლომდე იხარჯება.

ახლა ევროპა ლიგაზე უნდა ვიფიქროთ. გულშემატკივრები თამაშის სახლებში
საყურებლად მოემზადონ. იქიდან გამოგვიგზავნონ ენერგია. ფეხბურთელები ძალიან მოტივირებულები არიან. "კარმენესზე" პირველად ვატარებთ ასეთ მატჩს. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რადგან ძალიან საინტერესო თამაში გველის", - ციტირებს მარტინესს კლუბის საიტი.

მკითხველის კომენტარები / 9 /
გახსოვთ დამოუკიდებელი საქართველოს ნაკრების პირველი თამაში,მოლდავეთის წინააღმდეგ?უდიდესი უპირატესობა გვქონდა,რეალურადაც მათზე გაცილებით ძლიერები ვიყავით,მაგრამ მაინც წავაგეთ.პირველ თამაშს,ყოველთვის დიდი დაძაბულობა სდევს და შესაბამისად შეცდომებიც.ჩვენ ეს სტადია უკვე გავლილი გვაქვს,ორი თამაში ვითამაშეთ,მათთვის კი,ეს დებიუტია.ვფიქრობ ეს ჩვენი შანსია.მთავარია ბიჭებმა დაწყებამდე,ფსიქოლოგიურად არ წააგონ თამაში.ჩვენ თავისუფლად უნდა ვითამაშოთ,სანერვიულო,მეტოქეს აქვს და ყველაფერი შეიძლება მოხდეს.ღმერთი თქვენსკენ ბიჭებო
სოსო
20:44 22-09-2020
1
რაც ჩემი თავი მახსოვს ფეხბურთს , ვუყურებ და ეს გრანადა როდიდან გახდა , გრანდი და უძლეველი, მისდღემში მაჩანჩანჩალა გუნდი იყო ესპანეთში. / რათქმაუნდა ფავორიტია და პრიმერას გუნდია, გამოცდილებაც მეტი აქვთ და ჩვენზე მდიდრებიც არიან, მაგრამ მაინც გრანადა და არა ატლეტიკო ან ვალენსია , რო რაღაც იმედი გვქონდეს გადაწურული, არარეულარ დიდი კოეფიციეტი გვაქ, შეურაცყოფა უფროა ვიდრე რეალობა , ჩვენი ყოფილი მოწინააღმდეგები რომ გაგვცდენოდნენ საინტერესოა იმათ რა კოეფიციენტი ექნებოდათ? 3.5 ან 4.0 , ეს რაც ჩვენ გვაქ რავიცი, მართლა მოყვარულები ხომ არ ვართ?? ახალგაზრდა ბიჭები გვყავს და მგონი მაგარი შანსი აქვთ რო თავი გამოიჩინონ!!! გრანადა რომც გაგვცდეს ხომ ყველამ ვიცით რო მაქსიმუმ ჯგუფში თუ მოხვდა ბოლოდან მეორეზე გავიდეს და ვერაფერი კვალი დატოვოს, ევროპის ერთი ჩვეულებრივი ჭ კლასის გუნდია, / ჩვენ რა ლევეზეც ვართ კარგად ვიცი მარა, გრანადას გამო ეს გადაზედმეტებული ეიფორია სისულელეა!
Vasili
01:51 23-09-2020
2

სიახლეები პოპულარული