
ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "ლოკომოტივთან" დამარცხების (1:2) და გათამაშებიდან გამოვარდნის გამო მოსკოვის "დინამოს" საკუთარმა ქომაგებმაც დასცინეს.
რუსეთის ჩემპიონატის მე-8 ტურში "ახმატთან" მატჩის დაწყებამდე სტადიონის ტრიბუნაზე უზარმაზარი ბანერები გამოფინეს წარწერით - "მოლოდინი და რეალობა" და "მადლობა ევროსეზონისათვის!".