წესითა და რიგით, შემდეგ ეტაპზე "გრანადა" უნდა გავიდეს, მაგრამ... - გიორგი ჭიაბრიშვილი

AutoSharing Option
თბილისის "ლოკომოტივის" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა ინტერვიუ მისცა ქართულ სპორტულ გაზეთ "ლელოს" და გუნდის შესახებ ისაუბრა.

"ლა ლიგის წინა სეზონში მე-6 ადგილზე გავიდა, წელს კი ორიდან ორი მოგება აქვს და როგორ შევპირდე გულშემატკივარს, რომ მოვიგებთ?!. ჯერ გუნდის შენება დაწყებულიც არ არის, ძალიან ბევრი ისეთი ფეხბურთელია, რომლებსაც მთელი კარიერა წინ აქვთ, მაგრამ შენებას წლები დასჭირდება. ამ ორ მოგებას არ მინდა ზედმეტი მოლოდინი მოჰყვეს. ჩვენზე ბევრად ძლიერ გუნდს ვხვდებით.

წინა ორი მეტოქე და ჩვენ რომ გავერთიანდეთ, შემსრულებლებით ერთი "გრანადა" მაინც არ გამოვა...
მაგრამ ჩვენ ვეცდებით, ყველანაირი მორიდების გარეშე ფეხბურთი ვითამაშოთ. რაც გამოვა, გამოვა... წესით და რიგით, შემდეგ ეტაპზე "გრანადა" უნდა გავიდეს. კი, ერთმატჩიანი თამაშია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ჩვენს სტადიონზე რომ ვთამაშობდეთ, კიდევ ვიტყოდი, რომ მეტი შანსი გვაქვს-მეთქი.

რაც უნდა უმაყურებლოდ ვიყოთ, მაინც სახლში ხარ და (იცინის)... ისე, ჩვენ უმაყურებლოდ თამაშს მიჩვეულები ვართ. უცხოელი რომ ჩამოდის, სხვა სტადიონი და გარემო ხვდება, მაყურებელი არ არის და განწყობაც იმდენად არ აქვთ. ამიტომ, აქ მეტი შანსი იქნებოდა... ჩვენ წელს პირველად გავედით ევროტურნირზე. მოთამაშეთა საშუალო ასაკი 23 წელია.

მივდივართ ესპანეთში, სადაც ყველაზე მაღალი დონის ჩემპიონატს თამაშობენ და იქაც ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდს ვეთამაშებით. ვნახოთ... ხალხმა ისე არ გაიგოს, რომ ვნერვიულობთ - არა, ყველანაირი სტრესი მოხსნილი გვაქვს. ბევრი გავაკეთეთ და კიდევ შეიძლება დავამატოთ, მაგრამ რეალობა არის ის, რაც არის..." - აღნიშნა ჭიაბრიშვილმა.

ინტერვიუს სრული ვერსიის ნახვა lelo.ge

მკითხველის კომენტარები / 32 /
კარგად წაიკითხეთ ინტერვიუ "ლელო" -ში წერია. ფეხბურთელები ემოციურად დაცლილები არიანო. ეს ძალიან ცუდია, გამოდის ჩათვალეს რომ თავიანთი საქმე უკვე გაკეთებულია. ამ გუნდის ფსიქოლოგიურად მომზადება თუ შეძლეს, მაშინ ჭია მართლა სუპერი ყოფილა. ეს დიდ მწვრთნელებსაც უჭირთ.
პ.ს. ჩემი მხრიდან ფეხბურთელებს მადლობას ვუხდი ერთი ოკუპანტის გაგორებისთვის და შევახსენებ რომ ესპანეთს ჩვენი ძმები ბასკები ყავთ "ოკუპირებული" და ხვალ უნდა ამოიღონ მაგათი "ბოღმა". მოკლედ, თქვენს უკან საქართველოა.
ჰაჰა
23 სექტემბერი 2020 12:38
5
ვფუქრობ, "ლოკომოტივს" მოეთხოვება ისევ და ისევ ის თამაში ითამაშოს, რაც შეუძლია. ყოველგვარი ფსიქოლოგიური წნეხის გარეშე - ლაღად და მონდომებით. მწვრთნელი რასაც საჯაროდ ამბობს - ძალიანაც სწორია. გუნდმა კი უნდა იცოდეს, რომ ბოლო-ბოლო ფეხბურთი უნდა ითამაშოს. არც ის უნდა დაივიწყონ ყმაწვლებმა, რომ პროფესიონალები არიან და არა მოყვარულები. დარწმუნებული ვარ, მოსკოვის "დინამოსთან" ჩვენ მომდევნო მოწინააღმდეგეს დაახლოებით თანაბარი შანსი ექნებოდა. ჩვენ კი ამ "დინამოს" სავსებით დამსახურებულად ვძლიეთ. უფრო თვითდაჯერებული რომ ვყოფლიყავით, ეს მოგენა შეიძლება საკმაოდ დამაჯერებელიც ყოფილიყო. მოკლედ, გავიმეორებ, შეუძლებელი არაფერი არ არის. მთავარია არაფრის არ გვეშინოდეს და რაც შეგვიძლია ის დავდოთ...
სიმართლის მოყვარული
23 სექტემბერი 2020 12:12
1
ყარაულის თოფივით გაუვარდა, ორ მატჩისნი ყოფილიყო განახებდა რუმინული გუნდიც შენს ადგილს,მის დღეში ვერ მოხვდება აწი ერევანის არარატთან გადარჩაკებული სადმე
ლორდი
23 სექტემბერი 2020 12:02
22
ჭკუათმყოფელი ადამიანი გამარჯვებას ვერ მოგთხოვთ,მაგრამ გრანადასთვის,ეს საერთოდ პირველი მატჩია ევროთასებზე,ეს კი ისეთი დიდი სტრესია,რომ აუცილებლად ექნებათ დაძაბულობა.თუ მშვიდად შევხვდებით მათ შეტევებს და დასაწყისში შევაკავებთ,მათი დაძაბულობა კიდევ უფრო გაიზრდება და შეცდომების დაშვებასაც დაიწყებენ.კონტრშეტევა რომ შეგიძლიათ წინა თამაშებმაც გაჩვენათ.თქვენ თქვენი თამაში ითამაშეთ და შანსი,აუცილებლად მოგეცემათ,მერე კი,ყველაფერი ღმერთის ნებაა.თუ აქამდე ჩვენს თხოვნას ისმენდა,ამის შემდეგ რატომ არ უნდა გვქონდეს, მისი იმედი?ასე რომ,ითამაშეთ თავისუფლად ბიჭებო.ითამაშეთ ღირსეულად და მიიღეთ სიამოვნება.კარგ თამაშს ყველა დააფასებს და დაგიფასებთ.
სოსო
23 სექტემბერი 2020 11:45
6
ალბანეთში მოიგეს 4-0.
gigla
23 სექტემბერი 2020 13:17
0
გრანადამ წინა ეტაპზეც ითამაშა ალბანეთში და მარტივად 4-0 მოუგო ტეუტას.
zaza
23 სექტემბერი 2020 12:34
0
ყველა გამოხმაურება
თქვენ ისეთი სიხარული მომანიჭეთ, სულ რომ ძალით გაუშვათ 10 გოლი, მაინც ვერ გავბრაზდები. მოეშვით და სიამოვნება მიიღეთ თამაშისგან
ლადო
23 სექტემბერი 2020 11:20
5

სიახლეები პოპულარული