"გრანადამ" კაცნაკლული "ლოკომოტივი" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "ლოკომოტივი" სტუმრად "გრანადასთან" 0:2 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

ორი ეტაპის სენსაციურად გადალახვის შემდეგ „ლოკომოტივის“ „გრანადასთან“ მატჩმა, რა გასაკვირია, რომ ქართველი გულშემატკივრების უდიდესი ინტერესი გამოიწვია. მასპინძლები თავიდანვე უპირატესობას დაეუფლნენ, თუმცა სტუმრები მშვიდად ეთამაშებოდნენ, ზონებს უკეტავდნენ და სახიფათო მომენტები არ იქმნებოდა. მეტოქე თავადაც თამაშობდა და „ლოკოსაც“ აძლევდა თამაშის საშუალებას.

პირველი მომენტი 30-ე წუთზე შეიქმნა, როდესაც მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი მილამ დაუმუშავებლად დაარტყა და მამარდაშვილის ადვილი ნადავლი შეიქნა. 42-ე წუთზე მაჩისი გავიდა მამარდაშვილთან პირისპირ და მეკარე კვლავ
მოწოდების სიმაღლეზე იდგა.

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. თბილისური გუნდი კარგად ირჯებოდა, მაგრამ ტურნირზე ჩატარებული წინა ორი შეხვედრისგან განსხვავებით, კონტრიერიშებს ვერ ახორციელებდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში აქტიურმა მაჩისმა შორიდან დარტყმით დააწინაურა „გრანადა“. შემდეგ გაბაძემ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო. ჩვენი გუნდი რიცხობრივ უმცირესობასა და მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა. დარჩენილ დროში ანდალუსიელები გამუდმებით უტევდნენ: შეცვლაზე შესულმა სორომ 67-ე წუთზე თავურით ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს. 76-ეზე მილამ ბურთი ძელს გაარტყა. 85-ე წუთზე მამარდაშვილმა სოროს არ დაანება გატანა, კომპენსირებულ დროში კი მოლინამ გაიტანა.

მოკლედ, კლასმა თავისი გაიტანა, თუმცა ტურნირზე „ლოკომოტივის“ ასპარეზობა მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს.

გრანადა. „კარმენესი“
გრანადა - ლოკომოტივი 2:0
გოლები: 1:0 მაჩისი (49), 2:0 მოლინა (90+1)
გაძევება: გაბაძე (59)

გრანადა: რუი სილვა, დიასი, სანჩესი, ვალეხო, ნევა, მილა, გონალონსი, კენედი (სორო 62), მონტორო, მაჩისი (პუერტასი 79), სოლდადო (მოლინა 67)

ლოკომოტივი: მამარდაშვილი, უბილავა, გურეშიძე, სანდოხაძე, გაბაძე, დარცმელია, შონია, სამურკასოვი (მჭედლიშვილი 60), იმრანი (კობახიძე 71), კირკიტაძე (გავაშელიშვილი 75), სიხარულიძე

მკითხველის კომენტარები / 76 /
ჩვენი ბრალია ყველაფერი რო ამდენს ბედავენ ფიფიები და ფეხბურთელები! სად არიან ვეტერანები რომლებმაც თავის ოფლით მოიტანეს ჩვენამდე დინამოს დიდება?
giorgi
25 სექტემბერი 2020 00:08
2
გული დამწყდა. მაგრამ ქების მეტი არაფერი მეთქმის ლოკოზე. დინამოს უნდა აეკრძალოს ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება!
სვანიძე
25 სექტემბერი 2020 00:05
1
ნახეთ ესპანური პრესა რას წერს ამ მოყვარულთა გუნდზე,დღეს ფეხბურთელები არ იყვნენ,6-ნომერი გინ არის საიდან მოიყვანეს,ანტიფეხბურთელი,ან თავდასხმელი ვიღაც სიხარულიძე
აკადემია
25 სექტემბერი 2020 00:05
17
Rato aq aqveynebt chem momentarss ro viginebi?aba gaxarebuli unda vito dinamos exeba tore lokoos madloba yvelapristvis ibrzoles bolomde
Toko
25 სექტემბერი 2020 00:05
2
Lokomotive keba da madloba. Madlobt personalurad dima topuridzes. mravali celi udides sakmianobas eceva sacvrtnelo kutxit clubshi taobata agzrdashi da ziritad gundshi dacinaurebashi, ise, rom misi saxeli arsad chans, moridebuli kacia. Sircxvili da tavis mochra dinamos.
Goga
25 სექტემბერი 2020 00:03
4
დღეს ლოკომოტივი მოყვარულთა დონეს ვერ აკმაყოფილებდა,მწვრთნელი აშკარად შორსაა ფეხბურთისგან,ხოლო ლოკომოტივის ხელმძღვანელობა ფეხბურთისგან,სამარცხვინო გუნდი
იკა
25 სექტემბერი 2020 00:03
38
Ეჰ დინამომ რა ქნა ჯერ არ დაგიწერიათ!
Irakli
25 სექტემბერი 2020 00:02
1
Gtxovt protests Nishant aikrzalos yvela sportul saitze dinamos shesaxeb statiebi sanam ar gamoswordeba situacia es ra sircxvilia.lokos madloba dinamos magivrat to yofiliyo jgufshi moxvdeboda
Toko
25 სექტემბერი 2020 00:02
1
ფიფნამომ რა ქნა რატომ არ წერთ ...ხალხი გეცოდებათ თუ ის .......კასრი ?! ან სახელი გადაარქვით მაგ გუნდს ან მკიდია უკვე იმ სამურტალოსთან ერთად ორი სეზონი ორი სირცხვილი !!!! ლოკოს კი მადლობა ბიჭებოოო!!! ამათგან განსხვავებით თქვენ ყველაფერი წინ გაქვთ !!!( მაგათ კი უკვე შიგ ...)
ai moswrebac
25 სექტემბერი 2020 00:01
1
გურეშიძე სანდოხაძე მამარდაშვილი ნაკრებში.
ლელო
25 სექტემბერი 2020 00:00
8

სიახლეები პოპულარული