"გრანადამ" კაცნაკლული "ლოკომოტივი" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "ლოკომოტივი" სტუმრად "გრანადასთან" 0:2 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

ორი ეტაპის სენსაციურად გადალახვის შემდეგ „ლოკომოტივის“ „გრანადასთან“ მატჩმა, რა გასაკვირია, რომ ქართველი გულშემატკივრების უდიდესი ინტერესი გამოიწვია. მასპინძლები თავიდანვე უპირატესობას დაეუფლნენ, თუმცა სტუმრები მშვიდად ეთამაშებოდნენ, ზონებს უკეტავდნენ და სახიფათო მომენტები არ იქმნებოდა. მეტოქე თავადაც თამაშობდა და „ლოკოსაც“ აძლევდა თამაშის საშუალებას.

პირველი მომენტი 30-ე წუთზე შეიქმნა, როდესაც მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი მილამ დაუმუშავებლად დაარტყა და მამარდაშვილის ადვილი ნადავლი შეიქნა. 42-ე წუთზე მაჩისი გავიდა მამარდაშვილთან პირისპირ და მეკარე კვლავ
მოწოდების სიმაღლეზე იდგა.

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. თბილისური გუნდი კარგად ირჯებოდა, მაგრამ ტურნირზე ჩატარებული წინა ორი შეხვედრისგან განსხვავებით, კონტრიერიშებს ვერ ახორციელებდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში აქტიურმა მაჩისმა შორიდან დარტყმით დააწინაურა „გრანადა“. შემდეგ გაბაძემ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო. ჩვენი გუნდი რიცხობრივ უმცირესობასა და მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა. დარჩენილ დროში ანდალუსიელები გამუდმებით უტევდნენ: შეცვლაზე შესულმა სორომ 67-ე წუთზე თავურით ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს. 76-ეზე მილამ ბურთი ძელს გაარტყა. 85-ე წუთზე მამარდაშვილმა სოროს არ დაანება გატანა, კომპენსირებულ დროში კი მოლინამ გაიტანა.

მოკლედ, კლასმა თავისი გაიტანა, თუმცა ტურნირზე „ლოკომოტივის“ ასპარეზობა მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს.

გრანადა. „კარმენესი“
გრანადა - ლოკომოტივი 2:0
გოლები: 1:0 მაჩისი (49), 2:0 მოლინა (90+1)
გაძევება: გაბაძე (59)

გრანადა: რუი სილვა, დიასი, სანჩესი, ვალეხო, ნევა, მილა, გონალონსი, კენედი (სორო 62), მონტორო, მაჩისი (პუერტასი 79), სოლდადო (მოლინა 67)

ლოკომოტივი: მამარდაშვილი, უბილავა, გურეშიძე, სანდოხაძე, გაბაძე, დარცმელია, შონია, სამურკასოვი (მჭედლიშვილი 60), იმრანი (კობახიძე 71), კირკიტაძე (გავაშელიშვილი 75), სიხარულიძე

მკითხველის კომენტარები / 76 /
Gtxovt protests Nishant aikrzalos yvela sportul saitze dinamos shesaxeb statiebi sanam ar gamoswordeba situacia es ra sircxvilia.lokos madloba dinamos magivrat to yofiliyo jgufshi moxvdeboda
Toko
25 სექტემბერი 2020 00:02
1
Rato aq aqveynebt chem momentarss ro viginebi?aba gaxarebuli unda vito dinamos exeba tore lokoos madloba yvelapristvis ibrzoles bolomde
Toko
25 სექტემბერი 2020 00:05
2
მადლობა "ლოკომოტივს" შემდგომი წარმატებები!!!
tngh
25 სექტემბერი 2020 16:58
3
გაბაძე გასაგდებია გუნდიდან!
ზურა
25 სექტემბერი 2020 00:11
7
მამარდაშვილი ცალკე თემაა, ამ ახალგაზრდა მეკარის თამაშით ნასიამოვნები ვარ,საერთოდ ლოკომოტივის ყველა წევრს მინდა მადლობა მოუხადო და ვუსურვო კიდევ ბევრი გამარჯვებები!
dato jibuti
25 სექტემბერი 2020 10:55
3
90 წუთი გუნდს კარში არ დაურტყავს რომელ ღირსეულ წაგებაზე ლაპარაკობთ. მხოლოდ მეკარის დამსახურებაა საერთოდ რომ არ გავფარჩაკდით
??????
25 სექტემბერი 2020 11:51
4
დღეს ლოკომოტივი მოყვარულთა დონეს ვერ აკმაყოფილებდა,მწვრთნელი აშკარად შორსაა ფეხბურთისგან,ხოლო ლოკომოტივის ხელმძღვანელობა ფეხბურთისგან,სამარცხვინო გუნდი
იკა
25 სექტემბერი 2020 00:03
38
"გრანადას" ფეხბურთელები უფრო სწრაფები იყვნენ და ერთი შეხებით უფრო კარგად თამაშობდნენ.
მენტალური მომზადების ცენტრი
25 სექტემბერი 2020 12:59
0
Lokomotive keba da madloba. Madlobt personalurad dima topuridzes. mravali celi udides sakmianobas eceva sacvrtnelo kutxit clubshi taobata agzrdashi da ziritad gundshi dacinaurebashi, ise, rom misi saxeli arsad chans, moridebuli kacia. Sircxvili da tavis mochra dinamos.
Goga
25 სექტემბერი 2020 00:03
4
ნამდვილად თავს ზემოთ ძალა არ არის, მაგრამ ერთი კითხვა დამებადა: გრანადას ყველა ფეხბურთელი რატომ დარბოდა უფორ სწრაფად ყველა ლოკომოტივის ფეხბურთელთან შედარებით, თუ მე მომეჩვენა ასე?:)(ერთადერთი კირკიტაძე უწევდა ამ კომპონენტში კონკურენციას). ეს ხომ კლასთან არაფერ შუაშია.
გულშემატკივარი
25 სექტემბერი 2020 10:08
0
რაც ფეხბურთის თამაშში მონაწილეობს,ყველაფერი კლასის ნაწილია.ესპანეთის პირველობაზე რომ ჩვენზე უკეთესი მონაცემების ფეხბურთელები ითამაშებენ,ამას კითხვა უნდა?საქართველოში სააკაშვილმა რომ სპორტის აკადემია დაშალა და გაყიდა,ფიზმომზადების სპეციალისტების გარეშე,მძლეოსნურ უნარებს ვინ განავითარებს?რუსი კომენტატორი,გენადი ორლოვი,გაგიჟებული იყო,ლოკომოტივის ფეხბურთელებმა,სწორად სირბილიც კი არ იციან,ფეხს სწორად არ ადგავენ და ამათთან როგორ წავაგეთო.ქვეყანაში მძლეოსნობის მწვრთნელები რომ აღარ გვყავს,იმიტომ ვეღარ დარბიან სწრაფად ქართველი ფეხბურთელები.ნაცებს გადაუხადეთ ამის გამო მადლობა.კარგ მომზადებას,კიდევ კარგი სამედიცინო მომსახურება,ფიზიოთერაპევტი,სწორი კვება და ვარჯიშის მეთოდიკა სჭირდება.გვაქვს ეს ყველაფერი?პასუხიც ეს არის.რამდენი ხანი,ფიფიამ ჩისკო ისე ამუშავა,რომ მუშაობის უფლება არ ჰქონდა და სხვა ჰყავდა გაფორმებული,მერე იძულებით გაუშვეს,ახლა ისევ ჩამოიყვანეს და აღმოჩნდა,რომ ის სერტიფიკატი,ისევ არა აქვს აღებული.ჩისკოსთან პრეტენზია არა მაქვს,ერთ კვირაში ვერაფერს შეცვლიდა გუნდში,დიდოსტატიც რომ ყოფილიყო,მაგრამ ფიფიას საქმისადმი მიდგომაა ,მნიშვნელოვანი და საგულისხმო.სიყალბე,მისთვის მიუღებელი არ არის.სხვა უამრავი ცრუ დაპირებაც გვიმტკიცებს,რომ მისი დამახასიათებელი თვისებაა სიყალბე.წელიწადში სულ ცოტა ორჯერ,ცვლის მწვრთნელს,ნახევარ გუნდს და საზეიმოდ გვპირდება,ხვალიდან ყველაფერი სხვანაირად იქნებაო.ჩვენც ვიცით,რომ ყველაფერი სხვანაირად და სულ უფრო უარესად იქნება.ასეთი მიდგომით,სხვა რამე გამორიცხულია.თვითონ ფიფიაც დარწმუნებული ვარ,რომ ამას ხვდება,მაგრამ რატომღაც ასე რჩეულობს და ჩვენ არაფრის შეცვლა არ შეგვიძლია.გუნდი მისია.ვერც ბოიკოტით ან აქციებით ვიზავთ რამეს,მაყურებელი არასდროს დადიოდა მისი დინამოს თამაშებზე და ხალხის ბოიკოტით,ის არაფერს ჰკარგავს.ის სულ სხვა წყაროებიდან საზრდოობს და ინახავს დინამოს.ამიტომ ხალხის განწყობა,არაფერში ენაღვლება.ეგ კი არა,სულ რომ წავიდეს ფეხბურთიდან,დინამოც ტორპედოს დღეში ჩავარდება და აკადემიაც გაჩერდება,ეს კი მართლაც უარესია,დღევანდელ მდგომარეობასთან შედარებით.ჩემი ერთადერთი სურვილია,დინამოს სახელი შეუცვალოს და ნუღარ გვირცხვენს მის სახელს.დაარქვას რაიმე სხვა სახელი და ღმერთმა ხელი მოუმართოს,გაზარდოს ფეხბურთელები,გაყიდოს,გააკეთოს ბიზნესი,თუნდაც იზარალოს,მაგრამ ჩვენ სიამაყეს შეეშვას და ავი თუ კარგი,ყველაფერი მისი იყოს.
სოსო
25 სექტემბერი 2020 20:38
0

სიახლეები პოპულარული