თბილისის "დინამოს" სამარცხვინო მარცხი ფარერებზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამო" სტუმრად "კლაკსვიკთან" 1:6 განადგურდა.

თამაშის დაწყებისთანავე ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ თბილისელებს გადაწყვეტილი ჰქონდათ, ბურთზე კონტროლი დაემყარებინათ და პოზიციურად შეეტიათ, მაგრამ მასპინძლებისათვის ეს მოულოდნელი არ გამოდგა. ფარერელები ბევრად ორგანიზებულნი ჩანდნენ, დროულად კეტავდნენ ზონებს, ბურთიანი მეტოქე ხომ მჭიდროდ აჰყავდათ და შეტევის განვითარების მიმართულებებიც არ რჩებოდათ უყურადღებოდ.

ასე რომ, ქართველებმა ვერაფრით შეძლეს რაიმე სახის უპირატესობის მოპოვება. სამაგიეროდ, მასპინძლები გათამამდნენ და რამდენჯერმე კვასხვაძის საჯარიმოს მიუახლოვდნენ, ხოლო საჯარიმოში პირველივე ჩაწოდებისას, ჩვენი მეკარისა და მცველის შეუთანხმებლობა სერბი ლეგიონერის, პავლოვიჩის
გოლით დასრულდა.

ამ გოლს თამაშის სურათი იოტისოდენადაც არ შეუცვლია, მაგრამ ტაიმის ბოლო ხუთ წუთში უკვე თბილისელები დომინირებდნენ. მართალია, კარში ვერც ერთხელ ვერ მოარტყეს, მაგრამ სამჯერ კი დაარტყეს.

შესვენების შემდეგ ისევ „დინამო“ აქტიურობდა, მაგრამ რაიმე სახეირო ვერ შექმნეს. ჩასაფრებული „კლაკსვიკი“ თურმე თავის შანსს ელოდა და მალევე მიეცა, რაშიც მათ პირველი გოლის ჩვენთვის ანტიგმირი ბენიო დაეხმარათ, რომელმაც საჯარიმოში შეგდებულ დიაგონალურ პასზე იოჰანსენს ვერ დაასწრო და ფარერელები ორი ბურთით დაწინაურდნენ.

არ გაუვლია ორიოდ წუთს და ბენიო ბურთის უნახავივით მოიქცა და ანგარიში გამანადგურებელი გახდა.

დანარჩენზე რაღა გითხრათ? „დინამოსა“ და ჩვენი ცოდვით ფარერული ცივი ქვებიც კი დაიწვებოდნენ.

ტორსჰავნი. „ტორსვედლიური“
კლასკვიკი - დინამო (თბ) 6:1
გოლები: 0:1 პავლოვიჩი (22), 0:2 იოჰანსენი (58), 0:3 კლეტსკარო (60), 0:4 კლეტსტკარო (69), 1:4 პერნამბუკო (71), 1:5 კლეტსკარო (73), 1:6 იოჰანსენი (85)

კლაკსვიკი: იონსენი, კლატაკარდი, ფაერო, ვატნსდალი, ბრინჩი, ანდრეასენი, დანიელსენი, პავლოვიჩი (სკრბეცი 75), ბიარტალიო, პ. იოჰანსენი (დოშლიაკი 89), კლეტსკარო (ი. იოჰანსენი 85)

დინამო (თბ): კვასხვაძე, ქიმაძე, კობოური (კუხიანიძე 74), ბენიო, იაშვილი, ქარდავა, პაპავა, ქავთარაძე, ზარია (კუცია 61), ორშულა (პერნამბუკო 52), გაბედავა

მკითხველის კომენტარები / 228 /
პაპავა რო გუნდში იქნება და თან კაპიტანი დდდდ......
kvara gg
25 სექტემბერი 2020 02:15
2
მკვდარზე ან კარგს ამბობენ ან არაფერს!!!
baba
25 სექტემბერი 2020 02:08
0
ძალიან უნდოდათ ფარერისტებს მეშვიდე გოლის გატანა, მაგრამ ყ.. ვერ მოჭამეს ამხ. ფიფიას!
დ.დ.
25 სექტემბერი 2020 02:06
0
ამ ყველაფრის მერე, თუ გამეცინებოდა, ვერ წარმოვიდგენდი. საღოლ !
100%
25 სექტემბერი 2020 07:21
0
ხალხო ვისაც მართლა შეგტკივათ გული შევიკრობოთ სადმე ხმა ამოვიღოთ ეს უკვე მეტისმეტია ამდენს ვითმენთ და ეს უკვე მართლაც პიკია წაგება წაგებაა მარა 6:1 წაგება ფარერებთან... შევიკრიბოთ და ყველაფერი ვქნათ რომ ფიფია წავიდეს!!!
KA
25 სექტემბერი 2020 02:06
0
მეც ეგ უნდა დამეწერა; ფიფიას თვითონ თუ არ ეყო ნამუსი და არ წავიდა გულშემატკივრებმა უნდა მოვუწყოთ აქციები და გადავაყენოთ! ამის შემდეგ კი ბიძინამ აიღოს სადავეები ხელში და გააკეთოს საშუალო ევროპული დონის კლუბი, რით ვერ დავიმსახურეთ 81 წლის მერე ერთი ნორმალური ქართული კლუბი!
ლევანი
25 სექტემბერი 2020 03:25
11
მე მაინტერესებს რა უნდა თქვან, როგორ უნდა ჩამოვიდნენ?... ალბათ ყველაზე ადეკვატური ყველას წასვლაა ხო საერთოდ?..
Irakli Apkhaidze
25 სექტემბერი 2020 02:06
0
ჩემ მეგობრებთან ერთად მეც, პირობას ვდებ, სანამ ფიფია იქნება დინამოში არც ერთ მატჩს არ დავესწრები და არ ვუყურებ. ს ა მ ა რ ც ხ ვ ი ნ ო
გადასარევი გიორგი
25 სექტემბერი 2020 02:04
0
ვაიი თქვენს პატროოონსს?!
ემიგრანტი
25 სექტემბერი 2020 01:51
1
ჩისკოს რა ესაქმება საქართველოში, კვასხვაძეს კარებში და ბენიოს - დაცვაში, არ მესმის. ნაკრების მეკარე რომ გქვია და 3 თამაშში 3 ბურთი რომ შენს ნამუსზეა, რა გინდა საერთოდ პროფესიონალურ ფეხბურთში?! თავზე უნდა ჩამოახიო ამათ დინამოს ფორმა და დინამო არენაზე ფეხი არ შეადგმევინო! რა კლუბს და რა ისტორიას არცხვენენ ესენი, ასეთ ნეხვში თუ აღმოვჩნდებოდით, როგორ ვიფიქრებდი?! აი რა უნდა გააკეთონ ამათმა ისეთი, ამათ თამაშზე რომ მივიდე?
Lasha
25 სექტემბერი 2020 01:43
1
ხალხოო რა ვერ გაიგეთ ფიფია ფულს ათეთრებს,სულ ფეხებზე კიდია თქვენი დინამო... არა არა და არა მშიერი ხალხის ფულით ფეხბურთის დაფინანსებას!!!
ქომაგი
25 სექტემბერი 2020 01:41
0
ისე მჯეროდა თბილისის დინამოს გასვლა რო ლოკომოტივის თამაშზე უფრო ვიყავი გადართული და.... თურმე აქეთ რა ამბები ყოფილა... ლოკოს მალადეც...კაცი როარ გაეგდოთ მინიმუმ ნიჩია იქნებოდა...
ეუუუფ...
25 სექტემბერი 2020 01:37
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული