თბილისის "დინამოს" სამარცხვინო მარცხი ფარერებზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამო" სტუმრად "კლაკსვიკთან" 1:6 განადგურდა.

თამაშის დაწყებისთანავე ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ თბილისელებს გადაწყვეტილი ჰქონდათ, ბურთზე კონტროლი დაემყარებინათ და პოზიციურად შეეტიათ, მაგრამ მასპინძლებისათვის ეს მოულოდნელი არ გამოდგა. ფარერელები ბევრად ორგანიზებულნი ჩანდნენ, დროულად კეტავდნენ ზონებს, ბურთიანი მეტოქე ხომ მჭიდროდ აჰყავდათ და შეტევის განვითარების მიმართულებებიც არ რჩებოდათ უყურადღებოდ.

ასე რომ, ქართველებმა ვერაფრით შეძლეს რაიმე სახის უპირატესობის მოპოვება. სამაგიეროდ, მასპინძლები გათამამდნენ და რამდენჯერმე კვასხვაძის საჯარიმოს მიუახლოვდნენ, ხოლო საჯარიმოში პირველივე ჩაწოდებისას, ჩვენი მეკარისა და მცველის შეუთანხმებლობა სერბი ლეგიონერის, პავლოვიჩის
გოლით დასრულდა.

ამ გოლს თამაშის სურათი იოტისოდენადაც არ შეუცვლია, მაგრამ ტაიმის ბოლო ხუთ წუთში უკვე თბილისელები დომინირებდნენ. მართალია, კარში ვერც ერთხელ ვერ მოარტყეს, მაგრამ სამჯერ კი დაარტყეს.

შესვენების შემდეგ ისევ „დინამო“ აქტიურობდა, მაგრამ რაიმე სახეირო ვერ შექმნეს. ჩასაფრებული „კლაკსვიკი“ თურმე თავის შანსს ელოდა და მალევე მიეცა, რაშიც მათ პირველი გოლის ჩვენთვის ანტიგმირი ბენიო დაეხმარათ, რომელმაც საჯარიმოში შეგდებულ დიაგონალურ პასზე იოჰანსენს ვერ დაასწრო და ფარერელები ორი ბურთით დაწინაურდნენ.

არ გაუვლია ორიოდ წუთს და ბენიო ბურთის უნახავივით მოიქცა და ანგარიში გამანადგურებელი გახდა.

დანარჩენზე რაღა გითხრათ? „დინამოსა“ და ჩვენი ცოდვით ფარერული ცივი ქვებიც კი დაიწვებოდნენ.

ტორსჰავნი. „ტორსვედლიური“
კლასკვიკი - დინამო (თბ) 6:1
გოლები: 0:1 პავლოვიჩი (22), 0:2 იოჰანსენი (58), 0:3 კლეტსკარო (60), 0:4 კლეტსტკარო (69), 1:4 პერნამბუკო (71), 1:5 კლეტსკარო (73), 1:6 იოჰანსენი (85)

კლაკსვიკი: იონსენი, კლატაკარდი, ფაერო, ვატნსდალი, ბრინჩი, ანდრეასენი, დანიელსენი, პავლოვიჩი (სკრბეცი 75), ბიარტალიო, პ. იოჰანსენი (დოშლიაკი 89), კლეტსკარო (ი. იოჰანსენი 85)

დინამო (თბ): კვასხვაძე, ქიმაძე, კობოური (კუხიანიძე 74), ბენიო, იაშვილი, ქარდავა, პაპავა, ქავთარაძე, ზარია (კუცია 61), ორშულა (პერნამბუკო 52), გაბედავა

მკითხველის კომენტარები / 228 /
აბა სადახართ ვეტერანი დინამოელები, ფეხბურთის მამები, ყოფილი დინამოელები, ამოიღეთ ხმა!
პ.ს. რამდენმა მიყიდეთ ფიფიას სული.
გურჯაანი
25 სექტემბერი 2020 01:11
0
ნეტავ ხევისბერი გოჩას შვილები იყოთ.
ელგუჯა
25 სექტემბერი 2020 01:11
0
ჩამოერთვას ამ ფიფიას დინამოს სახელის გამოყენების უფლება, და ჩამოერთვას ეროვნულ სტადიონზე თამაშის უფლება!! მერე ადგეს და წავიდეს თავის სტაფიან ფეხბურთელებიანად სადაც უნდა იქ, და რა სახელიც უნდა ის დააარქვას თავის გუნდს!! / თბ.დინამო გარდაიცვალა ხალხო დიდი ხანია უკვე!!! და ჯობია პატივით მოვიხსენიოთ და შევინახოთ ის ლამაზი ისტორიები ამ ჩვენთვის ლეგენდარულ გუნდზე../ფიფია კიდე დაისაჯოს მკაცრად! თბ.დინამოს შეურაცყოფის მიყენებისთვის!!!!
Vasili
25 სექტემბერი 2020 01:11
0
რომან, შე არასწორო! გუნდის მფლობელობა არ ნისშნავს რომ კარგი მენეჯერი ხარ. გაეშვი რა! ვუერთდები ყველას ვინც ითხოვს 0 თეთრი ბიუჯეტიდან უკლებლივ ყველას 0 თეთრი.
აწი ლოკოს ფანი
25 სექტემბერი 2020 01:10
0
სანამ ფიფიაა ასე იქნება. გაანადგურა დინამოს იმიჯი. წადი ფიფო თავი დაანებე დინამოს.
კოტე
25 სექტემბერი 2020 01:10
0
ყველამ მაპატიოს და იცით რა გრძნობა მაქვს, შინაური რომ მოგიკვდება და ჯერ ვერ აცნობიერებ. არა და ისტორია დაიწერა. ხტფუ !!!
100%
25 სექტემბერი 2020 01:10
0
თქვენ რომ კაცობა გაგაჩნდეთ, ხარაკირი უნდა გაიკეთოთ, მაგრამ ამაშიც არ უქნიხართ ღმერთს. ასეთ სამარცხვინო სიცოცხლეს როგორ შეეგუებით, არ ვიცით. თქვენ არასოდეს არავის არ გაახსენდებით.
ელგუჯა
25 სექტემბერი 2020 01:08
0
მოაშორეთ ფიფია,
სარა
25 სექტემბერი 2020 01:06
0
კობი, გლდანის საარჩევნო ოლქში როგორ არის საქმე?
llcl
25 სექტემბერი 2020 01:05
10
სამარცხვინო ამათმა როგორ უნდა თქვენ ბეხბურთელები ვართო,ვაბშე უნდა დას დალიო და ბავშთა ლიგაზე უნდა ათამაშო სამარცხვინოები ყველანი მენეჯმენტი დაწყებული ფეხბურთელებით დამთავრებული წადით რა სხვა პროფესია ნახეთ ქომაგებს რო დავცინით
გიორგა
25 სექტემბერი 2020 00:44
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული