თბილისის "დინამოს" სამარცხვინო მარცხი ფარერებზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამო" სტუმრად "კლაკსვიკთან" 1:6 განადგურდა.

თამაშის დაწყებისთანავე ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ თბილისელებს გადაწყვეტილი ჰქონდათ, ბურთზე კონტროლი დაემყარებინათ და პოზიციურად შეეტიათ, მაგრამ მასპინძლებისათვის ეს მოულოდნელი არ გამოდგა. ფარერელები ბევრად ორგანიზებულნი ჩანდნენ, დროულად კეტავდნენ ზონებს, ბურთიანი მეტოქე ხომ მჭიდროდ აჰყავდათ და შეტევის განვითარების მიმართულებებიც არ რჩებოდათ უყურადღებოდ.

ასე რომ, ქართველებმა ვერაფრით შეძლეს რაიმე სახის უპირატესობის მოპოვება. სამაგიეროდ, მასპინძლები გათამამდნენ და რამდენჯერმე კვასხვაძის საჯარიმოს მიუახლოვდნენ, ხოლო საჯარიმოში პირველივე ჩაწოდებისას, ჩვენი მეკარისა და მცველის შეუთანხმებლობა სერბი ლეგიონერის, პავლოვიჩის
გოლით დასრულდა.

ამ გოლს თამაშის სურათი იოტისოდენადაც არ შეუცვლია, მაგრამ ტაიმის ბოლო ხუთ წუთში უკვე თბილისელები დომინირებდნენ. მართალია, კარში ვერც ერთხელ ვერ მოარტყეს, მაგრამ სამჯერ კი დაარტყეს.

შესვენების შემდეგ ისევ „დინამო“ აქტიურობდა, მაგრამ რაიმე სახეირო ვერ შექმნეს. ჩასაფრებული „კლაკსვიკი“ თურმე თავის შანსს ელოდა და მალევე მიეცა, რაშიც მათ პირველი გოლის ჩვენთვის ანტიგმირი ბენიო დაეხმარათ, რომელმაც საჯარიმოში შეგდებულ დიაგონალურ პასზე იოჰანსენს ვერ დაასწრო და ფარერელები ორი ბურთით დაწინაურდნენ.

არ გაუვლია ორიოდ წუთს და ბენიო ბურთის უნახავივით მოიქცა და ანგარიში გამანადგურებელი გახდა.

დანარჩენზე რაღა გითხრათ? „დინამოსა“ და ჩვენი ცოდვით ფარერული ცივი ქვებიც კი დაიწვებოდნენ.

ტორსჰავნი. „ტორსვედლიური“
კლასკვიკი - დინამო (თბ) 6:1
გოლები: 0:1 პავლოვიჩი (22), 0:2 იოჰანსენი (58), 0:3 კლეტსკარო (60), 0:4 კლეტსტკარო (69), 1:4 პერნამბუკო (71), 1:5 კლეტსკარო (73), 1:6 იოჰანსენი (85)

კლაკსვიკი: იონსენი, კლატაკარდი, ფაერო, ვატნსდალი, ბრინჩი, ანდრეასენი, დანიელსენი, პავლოვიჩი (სკრბეცი 75), ბიარტალიო, პ. იოჰანსენი (დოშლიაკი 89), კლეტსკარო (ი. იოჰანსენი 85)

დინამო (თბ): კვასხვაძე, ქიმაძე, კობოური (კუხიანიძე 74), ბენიო, იაშვილი, ქარდავა, პაპავა, ქავთარაძე, ზარია (კუცია 61), ორშულა (პერნამბუკო 52), გაბედავა

მკითხველის კომენტარები / 228 /
ვინ მისცა ფიფიას იმის უფლება რომ დინამო, რომლითაც მთელი თაობები ამაყობდნნენ გააბანძა და მასხრად ასაგდები გახადა
ალეკსანდრე
25 სექტემბერი 2020 15:09
0
გუშინდელ თამაშში ვინ იყვნენ მწყემსები და მცხობელები და ვინ "პროფესიონალი" ფეხბურთელები ეგ კიდევ მოსაკითხია... თუნდაც ის ბენიო ფეხბურთის გარდა რით ირჩენს თავს.....
გიორგი ბათუმი 97
25 სექტემბერი 2020 15:06
0
ძლივს მოვისმინე საღი აზრი, კლუბები (და არა მარტო) უნდა გადავაქციოთ სააქციო საზოგადოებებად, სხვანაირად საშველი არ იქნება. სამწუხაროდ საქართველოში ფული ნამდვილ საქმოსნებს და პატრიოტებს არ აქვთ, ჩვენთან ფული სხვანაირად აქვთ ნაშოვნი და არა საქმის ცოდნით და გონებით.
როკო
25 სექტემბერი 2020 15:00
0
ამათ თავმოყვარეობა რომ ქონდეთ, ჯერ გულშემატკივარს უნდა მოუხადონ ბოდიში მერე ავიდნენ დავით ყიფიანის სლავა მეტრეველის მიხეილ მესხის ბორის პაიჭაძის გივი ჩოხელის ვიტალი დარასელიას რამაზ შენგელიას და სხვა ლეგენდარული დინამოელების საფლავებზე იმათ მოუხადონ ბოდიში დატოვონ დინამოს მაისურები ჩაკიდონ ფიფიას ხელი და წავიდნენ!!!
pirlo
25 სექტემბერი 2020 14:53
0
უბრალოდ წარმოდგენაც არ მინდა კენჭისყრას ცოტა რომ არ დავენდეთ და მილანი ტოტენჰემი ვოლფსბურგი რეინჯერში ან სპორტინგი რომ შეგხვედროდა რა ციფრები იქნებოდა....... თქვენ რომ თავმოყვარეობა გქონდეთ ჯერ გულშემატკივარს ბოდიში უნდა მოუხადოთ მერე ახვიდეთ ლეგენდარული დინამოელების დავით ყიფიანის სლავა მეტრეველის მიხეილ მესხის რამამაზ შენგელიას ბორის პაიჭაძის ვიტალი დარასელიას გივი ჩოხელის და სხვების საფლავებთან, იმათ მოუხადოთ ბოდიში და ბოლოს დატოვოთ დინამოს მაისურები ჩაკიდოთ ფიფიას ხელი და წახვიდეთ!!!!
pirlo
25 სექტემბერი 2020 14:20
1
ვიდრე ფიფიას და ჩაჩავას კლანი იქნება ქართულ ფეხბურთში და ასეთი ადამიანები დაფასებულები იქნებიან სახელმწიფოს მიერ, ვიდრე თითოეული კლუბის სატკივარი არ გახდება სრულიად საფეხბურთო საზოგადოების სატკივარი - მანამ არავითარი წინსვლა არ ექნება ქართულ საკლუბო ფეხბურთს!
ბასკი
25 სექტემბერი 2020 13:55
0
მართლა Class-ვიკი გუნდი ყოფილა =D
nika
25 სექტემბერი 2020 13:52
2
დინამო მარტო კერძო კლუბი არაა, ეს ეროვნული სიამაყეა მისი წარსულით, იმდენს ნუ იზამთ ბტ ფიფია რომ ხალხი გარეთ გამოვიდეს და ერთი დიდი აქცია მოგიწყოთ, დროა საქმეს სერიოზულად მოკიდოთ ხელი და ეს ფარჩაკი გუნდი დაამსგავსოთ ღირსეულ გუნდს, თორე აქციის ორგანიზება არ დამეზარება, და კიდე (დიდი მადლობა ინფრასტრუქტურისთვის რაც გააკეთეთ)
სირცხვილია :(
25 სექტემბერი 2020 13:51
1
კერძო საკუთრებაა და სამართლებრივ ქვეყანაში თუ გვინდა ცხოვრება ეგრეა
სირცხვილია :(
25 სექტემბერი 2020 17:22
1
შენ თუ ამ თამაშის მერე კიდე ფიფიას მოუწოდებ რამეს და იმის იმედი გაქ, რომ იგი რამეს გამოასწორებს საღოლ შენ ოპტიმიზმს რა.DD
jjj
25 სექტემბერი 2020 16:43
0
adrec vidzaxdi da exlac gavimeoreb dinamo gundi ar ari sanam fifias ar moashoreb tan suyvela unda gaushva. sircxvili ki arari tavis mochraa
davit
25 სექტემბერი 2020 13:48
1
ძველი დინამოს მეპატრონეებმა სასამართლო მოიგეს და ფიფიას მალე უსიამოვნებრბი ელის, მაგრამ ცუდი ისაა ძველი პატრონები დღეს არაფერს წარმოადგენენ და უფრო ფულის გამო აქვთ დავა, ანუ დასკვნა - გამოსავალი არაა და ისევ ასე გაგრძელდება... :(
idiknamo
25 სექტემბერი 2020 13:38
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული