თბილისის "დინამოს" სამარცხვინო მარცხი ფარერებზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამო" სტუმრად "კლაკსვიკთან" 1:6 განადგურდა.

თამაშის დაწყებისთანავე ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ თბილისელებს გადაწყვეტილი ჰქონდათ, ბურთზე კონტროლი დაემყარებინათ და პოზიციურად შეეტიათ, მაგრამ მასპინძლებისათვის ეს მოულოდნელი არ გამოდგა. ფარერელები ბევრად ორგანიზებულნი ჩანდნენ, დროულად კეტავდნენ ზონებს, ბურთიანი მეტოქე ხომ მჭიდროდ აჰყავდათ და შეტევის განვითარების მიმართულებებიც არ რჩებოდათ უყურადღებოდ.

ასე რომ, ქართველებმა ვერაფრით შეძლეს რაიმე სახის უპირატესობის მოპოვება. სამაგიეროდ, მასპინძლები გათამამდნენ და რამდენჯერმე კვასხვაძის საჯარიმოს მიუახლოვდნენ, ხოლო საჯარიმოში პირველივე ჩაწოდებისას, ჩვენი მეკარისა და მცველის შეუთანხმებლობა სერბი ლეგიონერის, პავლოვიჩის
გოლით დასრულდა.

ამ გოლს თამაშის სურათი იოტისოდენადაც არ შეუცვლია, მაგრამ ტაიმის ბოლო ხუთ წუთში უკვე თბილისელები დომინირებდნენ. მართალია, კარში ვერც ერთხელ ვერ მოარტყეს, მაგრამ სამჯერ კი დაარტყეს.

შესვენების შემდეგ ისევ „დინამო“ აქტიურობდა, მაგრამ რაიმე სახეირო ვერ შექმნეს. ჩასაფრებული „კლაკსვიკი“ თურმე თავის შანსს ელოდა და მალევე მიეცა, რაშიც მათ პირველი გოლის ჩვენთვის ანტიგმირი ბენიო დაეხმარათ, რომელმაც საჯარიმოში შეგდებულ დიაგონალურ პასზე იოჰანსენს ვერ დაასწრო და ფარერელები ორი ბურთით დაწინაურდნენ.

არ გაუვლია ორიოდ წუთს და ბენიო ბურთის უნახავივით მოიქცა და ანგარიში გამანადგურებელი გახდა.

დანარჩენზე რაღა გითხრათ? „დინამოსა“ და ჩვენი ცოდვით ფარერული ცივი ქვებიც კი დაიწვებოდნენ.

ტორსჰავნი. „ტორსვედლიური“
კლასკვიკი - დინამო (თბ) 6:1
გოლები: 0:1 პავლოვიჩი (22), 0:2 იოჰანსენი (58), 0:3 კლეტსკარო (60), 0:4 კლეტსტკარო (69), 1:4 პერნამბუკო (71), 1:5 კლეტსკარო (73), 1:6 იოჰანსენი (85)

კლაკსვიკი: იონსენი, კლატაკარდი, ფაერო, ვატნსდალი, ბრინჩი, ანდრეასენი, დანიელსენი, პავლოვიჩი (სკრბეცი 75), ბიარტალიო, პ. იოჰანსენი (დოშლიაკი 89), კლეტსკარო (ი. იოჰანსენი 85)

დინამო (თბ): კვასხვაძე, ქიმაძე, კობოური (კუხიანიძე 74), ბენიო, იაშვილი, ქარდავა, პაპავა, ქავთარაძე, ზარია (კუცია 61), ორშულა (პერნამბუკო 52), გაბედავა

მკითხველის კომენტარები / 228 /
გახადეთ კიდე ჩემპიონი დინამო თბილისი !! კიდე იყვირეთ დინამო ქართული ფეხბურთის ფლაგმანიაო !! სირცხვილია, ამაზე მეტი რა უნდა მოხდე, სასწრაფოდ წავიდეს ფიფია და ყველა არსებული ფეხბურთელი.. მოიყვანეთ ნიჭიერი აკადემიელები, თუ გსურთ 3-4 წელიწადში ნორმალური ფეხბურთი ითამაშოთ.
ავთო
25 სექტემბერი 2020 09:55
1
დავაი ნა@უი, ყველა ფეხბურთელი სახლში გაუშვით
ბთუმის ფანი
25 სექტემბერი 2020 09:53
1
Რომ გგონია მეტი უარესი რა უნდა მოხდეს და ...
Irakli
25 სექტემბერი 2020 09:34
0
ამათ ნაცვლად რომ 17-18 წლის ბიჭები ათამაშონ დინამოს და სხვა გუნდების ასაკობრივი გუნდებიდან შერჩეული რატო არ ჯობია ვერ ვხვდები. გულით ითამაშებდნენ და თუ წააგებდნენ თუნდაც 8:0-ს რა განსხვავება იქნებოდა. გამოცდილებას მიიღებდნენ მაინც და გაიზრდებოდნენ, ამათ კიდე თავი ისე მოქვთ მესი და როლანდინიოზე ნაკლები არ იყვნენ თითქოს და ხელფასებზე ხო არაფერს ვამბობ. რომ ჩამოეტრევიან ტრაპზევე უნდა მისცე გათავისუფლების ფურცელი და ფეხბურთს არ უნდა გააკარო არცერთი უთავმოყვარეოები და უსინდისოები უჯიგროები .
arkadi
25 სექტემბერი 2020 09:31
0
მალადეც ფიფიაა
rezi
25 სექტემბერი 2020 09:28
0
ზოგადად როდესაც ოჯახში რაღაც არ არის წესრიგში ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა ოჯახის უფროსს ეკისრება!!! ბატონო ლევან, სად არის ბიუჯეტიდან დახარჯული მილიონების მთავარი შედეგი, სპორტული?! ისეთი დალაგებულია ფეხბურთი რომ ფედერაციის პრეზიდენტობის გარდა პარლამენტის დეპუტატობის გარდა საკრებულოს დეპუტატაც უნდა იყრიდეთ კენჭს!!!!! ამას სირცხვილიც აღარ ჰქვია რაც გუშინ მოხდა და ხმას რატომ არ იღებთ სახელოვანო დინამოელებო რატომ!!!!
????
25 სექტემბერი 2020 09:26
1
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია შეშფოთებულია და უკიდურესად გმობს ფარელის კუნძულებზე თბილისის "დინამოს" ფეხბურთელების ჯგუფური გაუპატიურების ფაქტს. ჩვენ როგორც ყოველთვის მივიღებთ უმკაცრეს ზომებს, რათა ანალოგიური აღარასოდეს განმეორდეს.
მარეკ შჩიგელი
25 სექტემბერი 2020 09:22
1
ეს თამაში რომ გამაზული ქონდათ ამაში ვინმეს ეპარება ეჭვი?
უბრალოდ ეს მაინტერესებს დინამოს პრეზიდენტის დონეზე განაწილდა თანხები თუ ფედერაციის და პარლამენტარების :)
las
25 სექტემბერი 2020 09:22
2
ყოველ დღე საზღვარს გვიწევენ და სამშობლოს მიწას გვართმევენ, ლარი გარბის და ძვირდება ყველაფერი, თანამდებობას იყენებენ მაყუთის საჭრელად, ყოველ არჩევნებზე თვალში გვაყრიან ნაცარს და მიგვათრევენ უარესისკენ, აღარ დავწვრილმანდები კიდე რა უბედურებაც ხდება ჩვენს თავს და გარშემო. დინამოს წაგებაზე ვართ აღშფოთებული.
პ.ს. გავარტყი მიშასაც, გიგასაც, მამუკასაც, ბიძინასაც, ირმასაც და ფიფიასაც ზემოდან. პუტინი და ტრამპიც ზემოდან ზემოდან
25 სექტემბერი 2020 09:21
2
ვატყობ, ზოგიერთების სურვილს, კობიაშვილს გადააბრალონ... ეს სირცხვილი. ფიფიასია ეს გუნდი უკვე 15 წელია... მას ფეხბურთს "ნაცობა" ურჩევნია
Teimurazi
25 სექტემბერი 2020 09:15
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული