თბილისის "დინამოს" სამარცხვინო მარცხი ფარერებზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამო" სტუმრად "კლაკსვიკთან" 1:6 განადგურდა.

თამაშის დაწყებისთანავე ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ თბილისელებს გადაწყვეტილი ჰქონდათ, ბურთზე კონტროლი დაემყარებინათ და პოზიციურად შეეტიათ, მაგრამ მასპინძლებისათვის ეს მოულოდნელი არ გამოდგა. ფარერელები ბევრად ორგანიზებულნი ჩანდნენ, დროულად კეტავდნენ ზონებს, ბურთიანი მეტოქე ხომ მჭიდროდ აჰყავდათ და შეტევის განვითარების მიმართულებებიც არ რჩებოდათ უყურადღებოდ.

ასე რომ, ქართველებმა ვერაფრით შეძლეს რაიმე სახის უპირატესობის მოპოვება. სამაგიეროდ, მასპინძლები გათამამდნენ და რამდენჯერმე კვასხვაძის საჯარიმოს მიუახლოვდნენ, ხოლო საჯარიმოში პირველივე ჩაწოდებისას, ჩვენი მეკარისა და მცველის შეუთანხმებლობა სერბი ლეგიონერის, პავლოვიჩის
გოლით დასრულდა.

ამ გოლს თამაშის სურათი იოტისოდენადაც არ შეუცვლია, მაგრამ ტაიმის ბოლო ხუთ წუთში უკვე თბილისელები დომინირებდნენ. მართალია, კარში ვერც ერთხელ ვერ მოარტყეს, მაგრამ სამჯერ კი დაარტყეს.

შესვენების შემდეგ ისევ „დინამო“ აქტიურობდა, მაგრამ რაიმე სახეირო ვერ შექმნეს. ჩასაფრებული „კლაკსვიკი“ თურმე თავის შანსს ელოდა და მალევე მიეცა, რაშიც მათ პირველი გოლის ჩვენთვის ანტიგმირი ბენიო დაეხმარათ, რომელმაც საჯარიმოში შეგდებულ დიაგონალურ პასზე იოჰანსენს ვერ დაასწრო და ფარერელები ორი ბურთით დაწინაურდნენ.

არ გაუვლია ორიოდ წუთს და ბენიო ბურთის უნახავივით მოიქცა და ანგარიში გამანადგურებელი გახდა.

დანარჩენზე რაღა გითხრათ? „დინამოსა“ და ჩვენი ცოდვით ფარერული ცივი ქვებიც კი დაიწვებოდნენ.

ტორსჰავნი. „ტორსვედლიური“
კლასკვიკი - დინამო (თბ) 6:1
გოლები: 0:1 პავლოვიჩი (22), 0:2 იოჰანსენი (58), 0:3 კლეტსკარო (60), 0:4 კლეტსტკარო (69), 1:4 პერნამბუკო (71), 1:5 კლეტსკარო (73), 1:6 იოჰანსენი (85)

კლაკსვიკი: იონსენი, კლატაკარდი, ფაერო, ვატნსდალი, ბრინჩი, ანდრეასენი, დანიელსენი, პავლოვიჩი (სკრბეცი 75), ბიარტალიო, პ. იოჰანსენი (დოშლიაკი 89), კლეტსკარო (ი. იოჰანსენი 85)

დინამო (თბ): კვასხვაძე, ქიმაძე, კობოური (კუხიანიძე 74), ბენიო, იაშვილი, ქარდავა, პაპავა, ქავთარაძე, ზარია (კუცია 61), ორშულა (პერნამბუკო 52), გაბედავა

მკითხველის კომენტარები / 228 /
მკვდარზე ან კარგს ამბობენ ან არაფერს!!!
baba
25 სექტემბერი 2020 02:08
0
უთავმოყვარეო და შემოგზავნილი ტორპედოელებით რომ გაავსწთ გუნდი აბა რა გეგონათ!
ლადო
25 სექტემბერი 2020 04:27
78
ოთარ გაბელია,თამაზ კოსტავა,თენგიზ სულაქველიძე,რამაზ შენგელია.ოთხივე,შემოგზავნილი და უთავმოყვარეო ტორპედოს გაზრდილი ბიჭები იყვნენ 1981 წლის დინამოში.მათ გარეშე,მაშინდელი დინამო იქნებოდა ისეთი ძლიერი?თან ახლანდელი ტორპედოდან გადმოსულ ბიჭებსაც აქვთ,კაცურად ნათამაშები თამაშები,ტორპედოში.სადაც მივიდნენ,იქ რა დახვდათ ის ვიკითხოთ,თორემ ეგენი სადაც მივიდნენ,იქაური ქუდები დაიხურეს.სამ თვეში ერთხელ მწვრთნელის და გუნდის 50%-ანი განახლება,გუნდს რომ ხეირს არ მისცემს,უკვე რამდენი წელია,თვითონ დინამოს პრაქტიკა გვიჩვენებს,მაგრამ ფიფია ყოველთვის გულზე მჯიღს იცემს და გვეფიცება,რომ ეს ბოლოა,ახლა მოიყვანს კარგ ლეგიონერებს და მწვრთნელებს,გააძლიერებს გუნდს და ყოველ ჯერზე,ტყუილი აღმოჩნდება ხოლმე. ეს გუნდი ფიფიასია და ვერ შევეხებით,მაგრამ მათ უკვე აღარ აქვთ დინამოს სახელის ტარების,უფრო კი შერცხვენის უფლება.დინამო ბრენდია,ხალხს ეკუთვნის და არავის აქვს ასე ლაფში თრევის უფლება.რაც უნდა დაარქვას თავის გუნდს,გინდა ბოზები,გინდა წაკუზულები,თუნდაც ლგპტ(როგორ ამაყად ჟღერს!),მაგრამ არა დინამო.მე რამდენადაც შევძელი,რბილად დავწერე.არ დაბლოკოთ,თორემ თქვენ მოგიკითხავთ,ახლობლებს.
სოსო
25 სექტემბერი 2020 12:25
0
თუ ტორპედოს დაშლა- დაქუცმაცებაში ფიფიას ხელი ურევია და ვინც ხელს უწყობდა ამაში, ეს იმათი საზღაურია, თუმცა ჩვენც დავიჩაგრეთ გულშემატკივრები.
ჭუმიკა
25 სექტემბერი 2020 12:57
0
ყველა გამოხმაურება
პორნოგრაფია
giorgi gorgadze
25 სექტემბერი 2020 00:42
0
ხალხოო რა ვერ გაიგეთ ფიფია ფულს ათეთრებს,სულ ფეხებზე კიდია თქვენი დინამო... არა არა და არა მშიერი ხალხის ფულით ფეხბურთის დაფინანსებას!!!
ქომაგი
25 სექტემბერი 2020 01:41
0
...არადა ვიღაც წერდა 4-0 წავაგებთო და 66 დისლაიქი ჰქონდა
მიშა
25 სექტემბერი 2020 00:22
1
მე ვიყავი ის ,,ვიღაც'' (((
რომელუ
25 სექტემბერი 2020 00:43
2
აგაშენა ღმერთმა,მეც მანდ ვარ.0-4 წავაგებთო,სულაც არ არმგონია ხუმრობით დაეწეროს.ეს ადამიანი რეალურად აფასებს დღევანდელი ქართული ფეხბურთის კატასტროფულ მდგომარეობას.არა ისე,როგორც იმ დიზლაიკების დამწერნი,ღრუბლებში რომ დაფრინავენ.
....
25 სექტემბერი 2020 07:30
0
ჩემ მეგობრებთან ერთად მეც, პირობას ვდებ, სანამ ფიფია იქნება დინამოში არც ერთ მატჩს არ დავესწრები და არ ვუყურებ. ს ა მ ა რ ც ხ ვ ი ნ ო
გადასარევი გიორგი
25 სექტემბერი 2020 02:04
0
საღოლ ლოკომოტივს.დინამო წადი რა "ჭ" ლიგაში.პირველად ვწერ ასეთ კომენტარს.უარესის ღირსები ხართ.თქვენ დამარხეთ ფეხბურთი
Picaso
25 სექტემბერი 2020 00:43
2
რა გჭირთ ტოო⚽ასე თქვენგან არ გამოვა პოლიტიკოსები
კახი კალაძე
25 სექტემბერი 2020 00:23
7
აბა სადახართ ვეტერანი დინამოელები, ფეხბურთის მამები, ყოფილი დინამოელები, ამოიღეთ ხმა!
პ.ს. რამდენმა მიყიდეთ ფიფიას სული.
გურჯაანი
25 სექტემბერი 2020 01:11
0
რომან, შე არასწორო! გუნდის მფლობელობა არ ნისშნავს რომ კარგი მენეჯერი ხარ. გაეშვი რა! ვუერთდები ყველას ვინც ითხოვს 0 თეთრი ბიუჯეტიდან უკლებლივ ყველას 0 თეთრი.
აწი ლოკოს ფანი
25 სექტემბერი 2020 01:10
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული