თბილისის "დინამოს" სამარცხვინო მარცხი ფარერებზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამო" სტუმრად "კლაკსვიკთან" 1:6 განადგურდა.

თამაშის დაწყებისთანავე ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ თბილისელებს გადაწყვეტილი ჰქონდათ, ბურთზე კონტროლი დაემყარებინათ და პოზიციურად შეეტიათ, მაგრამ მასპინძლებისათვის ეს მოულოდნელი არ გამოდგა. ფარერელები ბევრად ორგანიზებულნი ჩანდნენ, დროულად კეტავდნენ ზონებს, ბურთიანი მეტოქე ხომ მჭიდროდ აჰყავდათ და შეტევის განვითარების მიმართულებებიც არ რჩებოდათ უყურადღებოდ.

ასე რომ, ქართველებმა ვერაფრით შეძლეს რაიმე სახის უპირატესობის მოპოვება. სამაგიეროდ, მასპინძლები გათამამდნენ და რამდენჯერმე კვასხვაძის საჯარიმოს მიუახლოვდნენ, ხოლო საჯარიმოში პირველივე ჩაწოდებისას, ჩვენი მეკარისა და მცველის შეუთანხმებლობა სერბი ლეგიონერის, პავლოვიჩის
გოლით დასრულდა.

ამ გოლს თამაშის სურათი იოტისოდენადაც არ შეუცვლია, მაგრამ ტაიმის ბოლო ხუთ წუთში უკვე თბილისელები დომინირებდნენ. მართალია, კარში ვერც ერთხელ ვერ მოარტყეს, მაგრამ სამჯერ კი დაარტყეს.

შესვენების შემდეგ ისევ „დინამო“ აქტიურობდა, მაგრამ რაიმე სახეირო ვერ შექმნეს. ჩასაფრებული „კლაკსვიკი“ თურმე თავის შანსს ელოდა და მალევე მიეცა, რაშიც მათ პირველი გოლის ჩვენთვის ანტიგმირი ბენიო დაეხმარათ, რომელმაც საჯარიმოში შეგდებულ დიაგონალურ პასზე იოჰანსენს ვერ დაასწრო და ფარერელები ორი ბურთით დაწინაურდნენ.

არ გაუვლია ორიოდ წუთს და ბენიო ბურთის უნახავივით მოიქცა და ანგარიში გამანადგურებელი გახდა.

დანარჩენზე რაღა გითხრათ? „დინამოსა“ და ჩვენი ცოდვით ფარერული ცივი ქვებიც კი დაიწვებოდნენ.

ტორსჰავნი. „ტორსვედლიური“
კლასკვიკი - დინამო (თბ) 6:1
გოლები: 0:1 პავლოვიჩი (22), 0:2 იოჰანსენი (58), 0:3 კლეტსკარო (60), 0:4 კლეტსტკარო (69), 1:4 პერნამბუკო (71), 1:5 კლეტსკარო (73), 1:6 იოჰანსენი (85)

კლაკსვიკი: იონსენი, კლატაკარდი, ფაერო, ვატნსდალი, ბრინჩი, ანდრეასენი, დანიელსენი, პავლოვიჩი (სკრბეცი 75), ბიარტალიო, პ. იოჰანსენი (დოშლიაკი 89), კლეტსკარო (ი. იოჰანსენი 85)

დინამო (თბ): კვასხვაძე, ქიმაძე, კობოური (კუხიანიძე 74), ბენიო, იაშვილი, ქარდავა, პაპავა, ქავთარაძე, ზარია (კუცია 61), ორშულა (პერნამბუკო 52), გაბედავა

მკითხველის კომენტარები / 228 /
ერთი წინადადება მაქვს ქართული ფეხბურთის ნამდვილ გულშემატკივრებთან: დავაფუძნოთ დინამოს გადარჩენის ფონდი, შევაგროვოთ ფული და გამოვისყიდოთ თბილისის დინამო ფიფიასგან სააქციო საზოგადოების სახით. ფონდში შემოტანილი თანხის შესაბამისი აქციების რაოდენობა მივცეთ ყველას.
დინამო თბილისი უნდა იყოს მხოლოდ ქართველი ხალხის!
უნივერსალი
25 სექტემბერი 2020 02:52
2
კარგი აზრია და ორგანიზება გაუკეთეთ
შოკირებული გულშემატკივარი
25 სექტემბერი 2020 10:54
0
გეთანხმები.
100%
25 სექტემბერი 2020 07:26
0
რას გავს ქართული ფეხბურთი!!! რაში იხარჯება ჩვენი გადახდილი გადასახადებიდან წასული ფული, სირცხვილია!!! კობიაშვილი სახლში, ფიფია გაყიდე დინამო და იმის იქით წასულხარ
Gia
25 სექტემბერი 2020 02:19
2
წაით ბიძიაა სახლში
მეტრევე
25 სექტემბერი 2020 00:20
0
ჩამოერთვას ამ ფიფიას დინამოს სახელის გამოყენების უფლება, და ჩამოერთვას ეროვნულ სტადიონზე თამაშის უფლება!! მერე ადგეს და წავიდეს თავის სტაფიან ფეხბურთელებიანად სადაც უნდა იქ, და რა სახელიც უნდა ის დააარქვას თავის გუნდს!! / თბ.დინამო გარდაიცვალა ხალხო დიდი ხანია უკვე!!! და ჯობია პატივით მოვიხსენიოთ და შევინახოთ ის ლამაზი ისტორიები ამ ჩვენთვის ლეგენდარულ გუნდზე../ფიფია კიდე დაისაჯოს მკაცრად! თბ.დინამოს შეურაცყოფის მიყენებისთვის!!!!
Vasili
25 სექტემბერი 2020 01:11
0
ჩისკოს რა ესაქმება საქართველოში, კვასხვაძეს კარებში და ბენიოს - დაცვაში, არ მესმის. ნაკრების მეკარე რომ გქვია და 3 თამაშში 3 ბურთი რომ შენს ნამუსზეა, რა გინდა საერთოდ პროფესიონალურ ფეხბურთში?! თავზე უნდა ჩამოახიო ამათ დინამოს ფორმა და დინამო არენაზე ფეხი არ შეადგმევინო! რა კლუბს და რა ისტორიას არცხვენენ ესენი, ასეთ ნეხვში თუ აღმოვჩნდებოდით, როგორ ვიფიქრებდი?! აი რა უნდა გააკეთონ ამათმა ისეთი, ამათ თამაშზე რომ მივიდე?
Lasha
25 სექტემბერი 2020 01:43
1
ვაიი თქვენს პატროოონსს?!
ემიგრანტი
25 სექტემბერი 2020 01:51
1
იმედია ფიფიას რომანი თბილისის დინამოსთან დასრულდა!
გადასარევი გიორგი
25 სექტემბერი 2020 16:13
1
დიდი ხანია მაგას ვნატრობ. ცოტა უნდა დავეხმაროთ კიდეც.
გიზოგ
25 სექტემბერი 2020 17:13
0
ფიფია მერე ბართოლომეა, არც სინდისი არც ნამუსი აქვს,გუნდი გაანადგურა და ფეხებზე კიდია.
დავიდუსი
25 სექტემბერი 2020 22:02
1
ამაზეც თუ ვინმე იტყვის არ ყომარობენო არ ვიცი,4-5 ბურთით წაგებას 100 კუში ქონდა დადებდა ფიფია მილიონს და თითქმის მილიარდელი გახდება,იგივეა რაც საბურთალომ გააკეთა შარშან
ზაალი
25 სექტემბერი 2020 01:29
1
ბოდიში მოიხადონ ყველამ!!

და წავიდნენ შორს, ძალიან შორს, ფორთოხლების საკრეფად კოსოვოში, ან სირაქლემების ფერმაში კონგოში!
მაგათ ფეხბურთის თამაში ოფიციალურად უნდა ავკრძალოთ.
უბრალოდ შეეშვან ამ სპორტის.
გთხოვთ ბურთს აღარ გაეკაროთ.
გეხვეწებით.... თუ ნამუსი დაგრჩენიათ!








დიდგორელი
25 სექტემბერი 2020 01:12
0
ვიდრე ფიფიას და ჩაჩავას კლანი იქნება ქართულ ფეხბურთში და ასეთი ადამიანები დაფასებულები იქნებიან სახელმწიფოს მიერ, ვიდრე თითოეული კლუბის სატკივარი არ გახდება სრულიად საფეხბურთო საზოგადოების სატკივარი - მანამ არავითარი წინსვლა არ ექნება ქართულ საკლუბო ფეხბურთს!
ბასკი
25 სექტემბერი 2020 13:55
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული