გვყავდა ფეხბურთის არწივები, დღეს კი უმეტესობა ინდაურია - ძოძუაშვილი თბილისის "დინამოს" განადგურებაზე

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ფარერების "კლაკსვიკთან" 1:6 წაგებაზე კომენტარი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის "დღის კურიერის" ეთერში ვეტერანმა დინამოელმა რევაზ ძოძუაშვილმა გააკეთა:

"ჩვენ ჯერ ვერ გაგვიგია, რა ფეხბურთი გვინდა ჩვენი სახელმწიფოსთვის. გვინდა პროფესიონალური ფეხბურთი ქალაქისთვის, კლუბისთვის, თუ მსოფლიო დონის ფეხბურთისთვის. გუშინ "დინამომ" მოყვარულთა ფეხბურთი აჩვენა. როდესაც ასეთ დონეზე ითამაშებ, ანუ მოწინააღმდეგის გუნდიდან მწყემსი სამ ბურთს გაიტანს, რა უნდა გაგვიკვირდეს.

ჩვენ საქართველოში ფეხბურთის არწივები გვყავდა და დღევანდელი ფეხბურთელების უმეტესობა კი, ინდაურია. არ არის გამორიცხული, რომ ამაზე მეტი დაგვემართოს, თუ ფეხბურთის
იმ სიბრძნის კანონებს არ გავაყვებით, რომელიც იყო საქართველოში".

მკითხველის კომენტარები / 23 /
ინდაურები კარგი იყოო ....))) ხოლო ბატები სათავეებში მომრავლდნენ... !!!
Mdaa
21:15 26-09-2020
1
ფიფიავ არ გინდათ 4 ნოემბრისთვის აშშ-ში წახვიდე და წაიყვანო ესენი ყველა ...?! უბრალოდ იქ მაგ დროს ინდაურებს მაგარი ფასი აქვს ....მადლიერების დღეზე მხოლოდ ინდაურებს მიირთმევენ და რა ვი აბა ცოტა ხარჯს შენაც ამოიღებ ჩვენც დავისვენებთ ...ისე აქ სადღაც კომენტებში წავიკითხე რომ ნუთუ არ რცხვენიაო დინამოს ისტორიის წინაშეო ....საიდან უნდა იცოდეს მაგან დინამოს ისტორია 1966 წელს დაბადებულს სადაც ეგ იზრდებოდა ( საქართველო-რუსეთის საზღვარზე)1989 წლამდე იმ დროისთვის ერდაერთ ქართულ ტელეარხს იქ ხალხი ვერ უყურებდა იმიტომ რომ სიგნალი არ სწვდებოდა ასე რომ მაგას არც 70-ბის და არც 80-ბის დინამოს 1-2 თამაშიც კი არ ექნება ნანახი და კი აქვს ეს იქნება მოსკოვის ცტვ როდესაც აჩვენებდნენ დინამოს თამაშს რამდენად ხშირად ეს ხდებოდა რა ვი ალბათ ერთხელ 3-5 წელიწადში ....ასე რომ ეგ დინამოდან ეგრევე შორს არის როგორც მე სატურნიდან ....!!!!! და თუ ვინმე დაიწყებს სარატოვის “სოკოლის” გახსენებას იქ ჯერ აიაცკოვმა ( გუბერნატორი სარატოვის) მერე და ბიუჯეტის ფულს ახარჯავდა და მთავარი არაფერი გუნდი არ იყო ის “სოკოლი” ასე რომ ეგ ფეხბურთიდანაც ძააან შორსააა უბრალოდ შემთხვევით მოხვდა ამ სფეროში ...!!!
Auee
22:11 26-09-2020
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული