რომან ფიფია: ყველაფერი გავაკეთე ევროპა ლიგის ჯგუფში მოსახვედრად...

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა და მფლობელმა რომან ფიფიამ ტელეკომპანია იმედის პირდაპირ ეთერში, გადაცემაში "სპორტი იმედზე" ფარერის კუნძულებზე განცდილი მარცხის შესახებ ისაუბრა.

"ნამდვილად, მე ვერც წარმომედგინა, რომ ფარერების გუნდი მოგვიგებდა. სამწუხაროდ, ასე მოხდა და ძალიან მტკივნეული მარცხი განვიცადეთ. ამას რა ახსნა უნდა ქონდეს? რა და შეხვედრა მოგვიგეს, ჩვენ წავაგეთ. შეიძლება ბევრი ვილაპარაკოთ, მაგრამ წაგებას გამართლება არ აქვს. მეც ჩვენი გულშემატკივრების მსგავსი განცდა მქონდა - როგორ წავაგეთ ასე ფარერების კლუბთან? მართალია, ამ კუნძულებზე ფეხბურთი ბოლო წლებში ძალიან განვითარდა, თუმცა მაინც... რა სიტყვებით ვანუგეშო
ფანები? მე ყველაზე მეტად მინდოდა ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა და ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერს ვაკეთებდი და მომავალშიც გავაკეთებ.

სპეციალურად ჩავედით 2 დღით ადრე, რათა ბიჭებს კარგად დაესვენათ, ჩარტერული რეისით და ა.შ. მატჩის წინ განწყობა გუნდში მშვენიერი იყო, ასეთ წაგებას ვერაფერი მოასწავებდა. წინ ბიჭებს ვუთხარი, რომ მათგან მხოლოდ მოგებას ველოდებოდი. ისიც ავუხსენი, რომ წაგებას არავინ გვაპატიებდა. ვფიქრობ, მეტოქე სათანადადოდ ვერ დააფასეს.

პასუხისმგებლობის აღება და გადაწყვეტილებების მიღება შემიძლია. დღეს მიმდინარეობს შიდა ჩემპიონატი და ბიჭებს დასამტკიცებელი აქვთ, რომ ღირსეული მოთამაშეები არიან და ფარერებზე მომხდარ ფაქტს პასუხი უნდა გასცენ. ცხადია, ჩვენ წილ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ, თუმცა ყველაფერს სეზონის ბოლოს შევაფასებთ.

იცით რა, საქართველოში კარგი ლეგიონერის ჩამოყვანა ადვილი ნამდვილად არ არის. გნებავთ, ციფრებით ვილაპარაკოთ? ჩისკო ხელფასის სახით 25 000 ევროს იღებდა, გიორგი ლორია - 20 000 დოლარს. ასეთი პერიოდიც გვქონდა, თუმცა ჯგუფურ ეტაპზე მაინც ვერ გავედით. ამ გუნდს მე ვაფინანსებ და რისი საშუალებაც არის, ისე ვაფინანსებ. პირდაპირ ვაცხადებ, რომ საკმარისი ბიუჯეტი არ გაგვაჩნია.

ქართველ ნიჭიერ ბიჭებს რაც შეეხებათ, ყველას წასვლა უნდა,  იქნება ეს რუსეთი თუ ევროპა - ყველას საქართველოდან წასვლის სურვილი გააჩნია.  ვერ ვაჩერებთ, არ ჩერდებიან, როგორც კი გამოჩნდებიან, მაშინვე წასვლისკენ აქვთ თვალყური მომართული - უკეთეს ჩემპიონატში, უკეთესი ხელფასის გამო. ამაზე ფეხბურთელებთანაც გვისაუბრია. არ არის მოთამაშე, ვისაც ეტყვი კიდევ ერთი წელი დარჩეს - შეიძლება უთხრა 3 თვე, 6 თვე, მაგრამ ერთი წელი გამორიცხულია. ჩვენი აკადემიის აღზრდილი ბიჭები ძირითად გუნდში თამაშობენ, ახლა გიორგი მამარდაშვილის დაბრუნებასაც ვაპირებთ.

ჩვენს ფანებს მინდა მივმართო, ჩისკო არსად მას 2 წელს ვაძლევთ. იქნება პროგრესი? გუნდში 5 წლით დარჩება!

ბოლოს მინდა ვთქვა, თუ გამოჩნდება ვინმე, ვინც ჩემს საქმეს გადაიბარებს, თანხებს დახარჯავს და საქმეს განაგრძობს, მოვიდეს, მე წინააღმდეგი არ ვიქნები,"- განაცხადა ფიფიამ.

მკითხველის კომენტარები / 83 /
????? , არ ვიცი პრობლემის გადაწყვეტის გზა, შეიძლება მთავარი მაინც კონკურენციის გაძლიერებაა გუნდებს შორის, რაც აიძულებს მეპატრონეს უკეთესი გზები ეძებოს. ისევ გახდება ჩემპიონი და რა უნდა უთხრა? ფედერაცია არ ვარგა ჩემი აზრით.თუ მარტო ფულზეა ყველაფერი დამოკიდებული, მაშინ ტყუილად გვაქვს უკეთესობის იმედი. ძველ დროსთან და არწივებთან შედარება უადგილოა, შეიცვალა სახელმწიფო, არწივები ფაქტიურად საქართველოს ნაკრები იყო და ვერავინ მიდიოდა უცხოეთში სათამაშოდ. მოკლედ იცით ეს ყველაფერი ყველამ
თამაზი
27 სექტემბერი 2020 18:18
12
უფულობაზე რო წუწუნებენ ვინაა მერე პასუხისმგებელი სპონსორების მოზიდვაზე? მეპატრონე რო ხარ გუნდის შენების ერთერთი შემადგენელი სპონსორების მოზიდვაა თორე ერთი კაცის ჯიბის ფულით გუნდი ვერ აშენდება, მოიზიდე სპონსორები დაახარჯინე ფული და გეყოლება გუნდიც
შოთა
27 სექტემბერი 2020 18:17
1
ფიფიასა და ყველა ქართული გუნდის მფლობელის საყურადღებოდ! თუ, რამდენადმე მაღალი შედეგის მიღწევა გსურთ, უცხოელ ფეხბურთელებს კი არა, ქართველ ნიჭიერ ფეხბურთელებს უნდა გადაუხადოთ ის ხელფასი, რასაც უცხოელები ითხოვენ (მგონი, იმის ნახევარსაც დაჯერდებიან) და გარკვეულ დრომდე (სანამ საშუალო ევროპული დონის ფეხბურთის თამაში არ შეეძლებათ) აღარ გაიქცევიან უცხოეთში. სხვა შემთხვევაში, უცხოელი დაბალი დონის ფეხბურთელებისათვის ასეთი მაღალი ხელფასების გადახდას, ფულის გათეთრების სუნი უდის!
გულშემატკივარი
27 სექტემბერი 2020 17:46
4
დიმა ობოლაძე, სიმსივე და ყველა ჯურნალისტი ვინც ამ კაცს და მის გუნდს ბოიკოტს არ გამოუცხადებს პასუხისმგებელია დინამოს შედეგზე.
hhh
27 სექტემბერი 2020 17:45
4
სტატია ხომ კარგათ წაიკითხეთ ხალხნო, რა გინდათ ჯოკერი ხელში უკავია, ნახეთ რეები თქვა ბოლოს, რაც შემეძლო გავაკეთეო, უკეთეს გუნდს უფრო დიდი ფული უნდაო, უფრო მეტი ფული მე აღარა მაქვსო, თუ ვინმე იყიდის დინამოს და უფრო მეტს ფულს დახარჯავს მოვიდეს და მივყიდიო. აბა მეტი რა გვითხრას? სადაა მყიდველი, გეგულებათ სადმე?
dato
27 სექტემბერი 2020 17:45
5
მართალია, ამ კაცს არც ფული აქვს, არც ცოდნა და არც ალღო საფეხფურთო მენეჯერობის. მგონი აღარც სურვილი, ვაი რომ არც სხვა არ ჩანს სამწუხაროდ და თავის საკუთრებას ხომ არ გააჩუქებს?
ზურა
27 სექტემბერი 2020 20:03
1
თითქოს სანატრელი უნდა იყოს ნებისმიერი გუნდისათვის შენისთანა პატრონი, მაგრამ პირიქით გამოდის - საშინელ შედეგებს დებს გუნდი ევროსარბიელზე. ლეგიონერებმა, ჩისკოს და პერალესის გარდა ვერავინ გაამართლა. მოაშორეთ ეს უმაქნისი ლეგიონრები. მენჯმენტი აშკარად გასაუნჯობესებელია. გარედან რაც ჩანს, გითხარით. ნიჭიერი კაცი ხარ და რაღაც მოიფიქრე, ისეთი რაც გუნდს წაადგება.
თენგაბი
27 სექტემბერი 2020 17:44
7
"დინამო" არ არი ფიფიას გუნდი, ის მთელი საქართველოსია, ფიფიას ხელში ამ გუნდმა განიცადა სრული კრახი, მის ხელში თბილისის დინამო მოკვდა, გარდაიცვალა..
დამთავრდა, უნდა წავიდეს ყველა,შეეცვსლოს სახელი და შეიქმნას ახალი გუნდი...
თემური
27 სექტემბერი 2020 17:36
2
ხალხო გაიგეთ რა, ფუფიას ნაყიდი აქვს დინამო და ვერავინ წაართმევს. რასაც უნდა აკეთებს.ძლიერი ბიჭები გაყიდა რომ ფული ეშოვა და მასე იზევს ყოველთვის. გაზრდის და შემდეგ გაყიდის. მას ფეღბურთი კი არ აინტერედებს, არამედ $$$$$$$$$$
ლუკა
27 სექტემბერი 2020 17:27
3
რომან ფიფიას ფულის კეთების გარდა არაფერი აინტერესებს-და აი, შედეგიც.
გიგი
27 სექტემბერი 2020 17:18
1
ვერ აკეთებ რაღაცას სწორად ეტყობა, დაგვანებე რა თავი ძმურად. ძალიან ცუდი მმართველი ხარ!!!
გიონატ
27 სექტემბერი 2020 17:09
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული