რომან ფიფია: ყველაფერი გავაკეთე ევროპა ლიგის ჯგუფში მოსახვედრად...

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა და მფლობელმა რომან ფიფიამ ტელეკომპანია იმედის პირდაპირ ეთერში, გადაცემაში "სპორტი იმედზე" ფარერის კუნძულებზე განცდილი მარცხის შესახებ ისაუბრა.

"ნამდვილად, მე ვერც წარმომედგინა, რომ ფარერების გუნდი მოგვიგებდა. სამწუხაროდ, ასე მოხდა და ძალიან მტკივნეული მარცხი განვიცადეთ. ამას რა ახსნა უნდა ქონდეს? რა და შეხვედრა მოგვიგეს, ჩვენ წავაგეთ. შეიძლება ბევრი ვილაპარაკოთ, მაგრამ წაგებას გამართლება არ აქვს. მეც ჩვენი გულშემატკივრების მსგავსი განცდა მქონდა - როგორ წავაგეთ ასე ფარერების კლუბთან? მართალია, ამ კუნძულებზე ფეხბურთი ბოლო წლებში ძალიან განვითარდა, თუმცა მაინც... რა სიტყვებით ვანუგეშო
ფანები? მე ყველაზე მეტად მინდოდა ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა და ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერს ვაკეთებდი და მომავალშიც გავაკეთებ.

სპეციალურად ჩავედით 2 დღით ადრე, რათა ბიჭებს კარგად დაესვენათ, ჩარტერული რეისით და ა.შ. მატჩის წინ განწყობა გუნდში მშვენიერი იყო, ასეთ წაგებას ვერაფერი მოასწავებდა. წინ ბიჭებს ვუთხარი, რომ მათგან მხოლოდ მოგებას ველოდებოდი. ისიც ავუხსენი, რომ წაგებას არავინ გვაპატიებდა. ვფიქრობ, მეტოქე სათანადადოდ ვერ დააფასეს.

პასუხისმგებლობის აღება და გადაწყვეტილებების მიღება შემიძლია. დღეს მიმდინარეობს შიდა ჩემპიონატი და ბიჭებს დასამტკიცებელი აქვთ, რომ ღირსეული მოთამაშეები არიან და ფარერებზე მომხდარ ფაქტს პასუხი უნდა გასცენ. ცხადია, ჩვენ წილ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ, თუმცა ყველაფერს სეზონის ბოლოს შევაფასებთ.

იცით რა, საქართველოში კარგი ლეგიონერის ჩამოყვანა ადვილი ნამდვილად არ არის. გნებავთ, ციფრებით ვილაპარაკოთ? ჩისკო ხელფასის სახით 25 000 ევროს იღებდა, გიორგი ლორია - 20 000 დოლარს. ასეთი პერიოდიც გვქონდა, თუმცა ჯგუფურ ეტაპზე მაინც ვერ გავედით. ამ გუნდს მე ვაფინანსებ და რისი საშუალებაც არის, ისე ვაფინანსებ. პირდაპირ ვაცხადებ, რომ საკმარისი ბიუჯეტი არ გაგვაჩნია.

ქართველ ნიჭიერ ბიჭებს რაც შეეხებათ, ყველას წასვლა უნდა,  იქნება ეს რუსეთი თუ ევროპა - ყველას საქართველოდან წასვლის სურვილი გააჩნია.  ვერ ვაჩერებთ, არ ჩერდებიან, როგორც კი გამოჩნდებიან, მაშინვე წასვლისკენ აქვთ თვალყური მომართული - უკეთეს ჩემპიონატში, უკეთესი ხელფასის გამო. ამაზე ფეხბურთელებთანაც გვისაუბრია. არ არის მოთამაშე, ვისაც ეტყვი კიდევ ერთი წელი დარჩეს - შეიძლება უთხრა 3 თვე, 6 თვე, მაგრამ ერთი წელი გამორიცხულია. ჩვენი აკადემიის აღზრდილი ბიჭები ძირითად გუნდში თამაშობენ, ახლა გიორგი მამარდაშვილის დაბრუნებასაც ვაპირებთ.

ჩვენს ფანებს მინდა მივმართო, ჩისკო არსად მას 2 წელს ვაძლევთ. იქნება პროგრესი? გუნდში 5 წლით დარჩება!

ბოლოს მინდა ვთქვა, თუ გამოჩნდება ვინმე, ვინც ჩემს საქმეს გადაიბარებს, თანხებს დახარჯავს და საქმეს განაგრძობს, მოვიდეს, მე წინააღმდეგი არ ვიქნები,"- განაცხადა ფიფიამ.

მკითხველის კომენტარები / 83 /
მარტო ფულს აკეთებ კი,მესმის ბიზნესია მაგრამ შენი ფულის კეთების გამო კლუბს ესე სახელი და ესე მოკლა გუნდი მიუღებელია..და დროზე დატოვე კლუბი ამდენი წელია და პროგრესი 0 ...მარტო ფეხბურთელების გაყიდვაში ხარ დაკავებული და ფულის კეთებაში
Smouk
27 სექტემბერი 2020 16:58
0
ამაზე მეტს თუ ვერ აკეთებ..რამე მელკი ბიზნესი მოგეძებნა...დინამო მარტო შენი საკუთრება არაა..მთელი ქვეყნის საკუთრებააა..ათწლოულობის ისტორიით ..შრომით..ბრძოლით.მოტანილი შენამდე და პასუხისმგებლობა არა მარტო საკუთარი შემოსავლების გამო უნდა გაგანჩნდეს..იმ წარსული და ასიათასობით გულშემატკივარის მიმართ პირველ რიგში...შენ ეტყობა კარგად არც გაქვს გათავისებული რომ არც ქარხანა და არც წარმოება არ შეგიძინია...არავინ გიკარგავს რაც გაგიკეთებია...მადლობელი ვართ ბევრი კარგი საქმისთვის...მაგრამ გუნდის ასე დაცემა არა მგონია მხოლოდ ფეხბურთელების დაბალი დონის გამო ხდებოდეს..
ბუჯანგა
27 სექტემბერი 2020 16:53
3
ფიფია შე გარეწარო წაეთრიე დაგვანებე თავი!
Geoachi
27 სექტემბერი 2020 16:49
2
როგორ შე დალოცვილო,კიდე თავს იმართლებ?დაასახელე ერთი მაინც ლეგიონერი წლების განმავლობაში,რომელმაც გაამართლა.15000$ უხდი (ღმერთმა ბევრი მოგცეს,ფული შენია,მაგრამ დინამო მარტო შენი არ გეგონოს)ბრაზილიელს რომელიც გონზე არაა მინდორზე რა აკეთოს,მაგ ანაზღაურებით ბრაზილიიდან (და მარტო იქიდან არა)ათჯერ მაგარი ფეხბურთელის ჩამოყვანა შეიძლება.ამაში არაერთი დამეთანხმება.
sake
27 სექტემბერი 2020 16:44
1
მოვითხოვოთ გაყიდოს გუნდი და წავიდეს, გინდ აფინანსოს და გინდ არა, შედეგი რა? ამაზე უარესი შედეგი გაკოტრებულ და ბაზა დაკარგულ დინამოს არ ქონია. არაადეკვატურია ეს კაცი...
ზურა
27 სექტემბერი 2020 16:43
1
mevaxshe xar she garewaro fulis mona. vinc ar unda movides dinamoshi magnair sircxvils aravin ar gvachmevs mteli evropa dagvcinis.
goga8004
27 სექტემბერი 2020 16:40
1
Magari unamuso adamiania
Zura
27 სექტემბერი 2020 16:37
1
ყველაფერს აკეთებ რომ ჯიბე გაისქელო, უსირცხვილო ხარ, რაც დინამოს მფლობელი ხარ რა შედეგზე გახვედი ჩამოთვალე აბა?? წააგე ყველა ქვეყნის მაჩანჩალა გუნდთან.
გიორგი
27 სექტემბერი 2020 16:37
1
კერძო კლუბი რომელსაც კიდევ სახელმწიფო აფინანსებს მაინც ასე აგებს. სჯობს დინამოს სახელმწიფოს დაფინანსება რეგიონებზე გადანწილდეს
Nick
27 სექტემბერი 2020 16:34
1
ამ არსების დანახვა ავტომატურად უარყოფით რეაქციას რომ გამოიწვევს, კარგად მოგეხსენებათ და მაინც ამის უნამუსოდ მოყოლილ ზღაპრებს აქვეყნებთ??? კაცი ტიპიური ვაჭრუკანა და აფერისტია, გუნდი მიწასთან გაასწორა და კიდევ ბეჭდავს და ხმას იღებს! არც ვაპირებ მისი სისულელეების წაკითხვას, მაგრამ საზღვარი აღარა აქვს???? იმედია ,კომენტარს არ დაბლოკავთ და გამოაქვეყნებთ
????
27 სექტემბერი 2020 16:33
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული