თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა და მფლობელმა რომან ფიფიამ ტელეკომპანია იმედის პირდაპირ ეთერში, გადაცემაში "სპორტი იმედზე" ფარერის კუნძულებზე განცდილი მარცხის შესახებ ისაუბრა.
"ნამდვილად, მე ვერც წარმომედგინა, რომ ფარერების გუნდი მოგვიგებდა. სამწუხაროდ, ასე მოხდა და ძალიან მტკივნეული მარცხი განვიცადეთ. ამას რა ახსნა უნდა ქონდეს? რა და შეხვედრა მოგვიგეს, ჩვენ წავაგეთ. შეიძლება ბევრი ვილაპარაკოთ, მაგრამ წაგებას გამართლება არ აქვს. მეც ჩვენი გულშემატკივრების მსგავსი განცდა მქონდა - როგორ წავაგეთ ასე ფარერების კლუბთან? მართალია, ამ კუნძულებზე ფეხბურთი ბოლო წლებში ძალიან განვითარდა, თუმცა მაინც... რა სიტყვებით ვანუგეშო
ფანები? მე ყველაზე მეტად მინდოდა ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა და ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერს ვაკეთებდი და მომავალშიც გავაკეთებ.
სპეციალურად ჩავედით 2 დღით ადრე, რათა ბიჭებს კარგად დაესვენათ, ჩარტერული რეისით და ა.შ. მატჩის წინ განწყობა გუნდში მშვენიერი იყო, ასეთ წაგებას ვერაფერი მოასწავებდა. წინ ბიჭებს ვუთხარი, რომ მათგან მხოლოდ მოგებას ველოდებოდი. ისიც ავუხსენი, რომ წაგებას არავინ გვაპატიებდა. ვფიქრობ, მეტოქე სათანადადოდ ვერ დააფასეს.
პასუხისმგებლობის აღება და გადაწყვეტილებების მიღება შემიძლია. დღეს მიმდინარეობს შიდა ჩემპიონატი და ბიჭებს დასამტკიცებელი აქვთ, რომ ღირსეული მოთამაშეები არიან და ფარერებზე მომხდარ ფაქტს პასუხი უნდა გასცენ. ცხადია, ჩვენ წილ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ, თუმცა ყველაფერს სეზონის ბოლოს შევაფასებთ.
იცით რა, საქართველოში კარგი ლეგიონერის ჩამოყვანა ადვილი ნამდვილად არ არის. გნებავთ, ციფრებით ვილაპარაკოთ? ჩისკო ხელფასის სახით 25 000 ევროს იღებდა, გიორგი ლორია - 20 000 დოლარს. ასეთი პერიოდიც გვქონდა, თუმცა ჯგუფურ ეტაპზე მაინც ვერ გავედით. ამ გუნდს მე ვაფინანსებ და რისი საშუალებაც არის, ისე ვაფინანსებ. პირდაპირ ვაცხადებ, რომ საკმარისი ბიუჯეტი არ გაგვაჩნია.
ქართველ ნიჭიერ ბიჭებს რაც შეეხებათ, ყველას წასვლა უნდა, იქნება ეს რუსეთი თუ ევროპა - ყველას საქართველოდან წასვლის სურვილი გააჩნია. ვერ ვაჩერებთ, არ ჩერდებიან, როგორც კი გამოჩნდებიან, მაშინვე წასვლისკენ აქვთ თვალყური მომართული - უკეთეს ჩემპიონატში, უკეთესი ხელფასის გამო. ამაზე ფეხბურთელებთანაც გვისაუბრია. არ არის მოთამაშე, ვისაც ეტყვი კიდევ ერთი წელი დარჩეს - შეიძლება უთხრა 3 თვე, 6 თვე, მაგრამ ერთი წელი გამორიცხულია. ჩვენი აკადემიის აღზრდილი ბიჭები ძირითად გუნდში თამაშობენ, ახლა გიორგი მამარდაშვილის დაბრუნებასაც ვაპირებთ.
ჩვენს ფანებს მინდა მივმართო, ჩისკო არსად მას 2 წელს ვაძლევთ. იქნება პროგრესი? გუნდში 5 წლით დარჩება!
ბოლოს მინდა ვთქვა, თუ გამოჩნდება ვინმე, ვინც ჩემს საქმეს გადაიბარებს, თანხებს დახარჯავს და საქმეს განაგრძობს, მოვიდეს, მე წინააღმდეგი არ ვიქნები,"- განაცხადა ფიფიამ.
აქმდე ამ წაგებაზე ხმა არ ამომიღია! გულშემატკივარმა მიწაში ჩადო დინამოს ახალგაზრდული შემადგენლობა და მწვრთნელი, გუნდის მეპატრონე (მფლობელი)... აგერ ბატონმა რეზო ძოძუაშვილმა სულ ინდაურები ეძახა ფეხბურთელებს, არ უთქვამს მაგრამ იქგულისხმებოდა, ჩვენ არწივები ვიყავით და თქვენ ინდაურები ხართო! არა და 1973 წელია, მაშინდელი თბილისის დინამო საქართველოს ნაკრებია. ნახეთ შემადგენლობა - 1. მეკარე გოგია. 2. ძოძუაშვილი 3. ვ. ჭელიძე 4. ხურცილავა 5. ხინჩაგაშვილი 6. ებრალიძე. 7. მაჩაიძე 8. ასათიანი 9. გუცაევი 10. გ.ნოდია 11. ყიფიანი!!!! რაც კი საქართველოში ძლიერი ფეხბურთელი დაბადებულა ყველა ამ გუნდში თამაშობს. ხალხმა, გულშემატკივარმა ზეპირად იცის მათი სახელები, ის კი არა ძილში გვაბოდებდა! სწორედ იმ 1973 -ს ესპანეთში კარაველას თასი გვაქვს მოგებული. ფინალში ატლეტიკოსთან დავით გოგიამ 2 პენალტი მოიგერია!!! ჰოდა ამ არწივებმა ლონდონის ტოტენჰემთან 5:1 წააგეს!!!
1976 წელი, დინამოს არწივებმა სახლში, თბილისში მტკ ბუდაპეშტთან 1;4 წააგეს, გასვლაზე 0:1!
1978 წელი შვეიცარიაში გრასჰოპერსთან 0:4! კი მახსოვს მსაჯი მიუდგა, მაგრამ მაინც!
ახლა მეტყვით ის ტოტენეჰემი იყოო... ის თუ ტოტენჰემი იყო ჩვენ მაშინ საქართველოს ნაკრები ვიყავით და ყველა ფეხბურთელი ვარსკვლავი იყო. ანდა ის თუ ტოტენჰენი იყო ეს მტკ, ან გრასჰოპერსი ვიღა ჩემი ..... იყვნენ?! შვეიცარიამ აგერ 21-ე საუკუნეში ისწავლა ფეხბურთი, ისიც ასე თუ ისე! 1978 წელს შვეიცარია მსოფლიო საფეხბურთო რუკაზე უდაბნოს ფერში იყო შეღებილი!
ამ ახლბედა ბიჭებისაგან რაღას ითხოვთ, ვინ არიან, საიდან მოვიდნენ, სახელი და გვარიც არ ვიცი არცერთის?! მწვრთნელი?! მგონი სულ მე-3 მატჩია რაც მწვრთნელობა დაიწყო და რა უნდა ექნა?! ან გუნდის მფლობელმა გუნდი როგორ დააკომპლექტოს, პერსპექტიული ფეხბურთელი თბილისის დინამოში როგორ გააჩეროს, რით გააჩეროს?! ეს კაცი არის ფიფია, არც აბრამოვიჩია და არც უორენ ბაფეტი, მაგდენი ფული სუპერ კლუბი რომ გააკეთოს და შეინახოს საიდან უნდა ჰქონდეს?! ნერვიულობისაგან რომ გული არ გაგვისკდეს საჭიროა სიმართლეს თვალებში შევხედოთ! დღეს მსოფლიო ფეხბურთში ისეთი მდგომარეობაა, იმხელა ფული ტრიალებს, 10 გუნდიანი ექსტრა კლასისი გუნდებით დაკომპლექტებული ჩემპიონატის შენახვას საქართველოს მთელი ბიუჯეტი ვერ გაწვდება! ერთი ძლიერი გუნდი რომ გაკეთდეს, ისეთი ადრე სსრკს დროს თბილისის დინამო რომ იყო, იმ გუნდმა ვის, რომელ გუნდებს უნდა ეთამაშოს?! ჩიხური სიტუაციაა, პრეტენზიები დიდია, შესაძლებლობები 10 000 ათი ათასჯერ მწირი!
გარდაქმნა, გაიყიდოს აქციები და მართვაში მხოლოდ ამ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ჩარევა, სხვა ყველაფერი ფუჭია, დღეს ის კერძო საკუთრებაა, კაი გაყიდა რომამ, იყიდა ჟორამ და რა შეიცცლება, საქველმოქმედო ორგ. მანდ არ მოვა და ამიტომ სააქციო საზოგადოება, საერთო კონცესუსით დანიშნული მენეჯმენტი არაა ურიგო ვარიანტი.
გარდაქმნა, გაიყიდოს აქციები და მართვაში მხოლოდ ამ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ჩარევა, სხვა ყველაფერი ფუჭია, დღეს ის კერძო საკუთრებაა, კაი გაყიდა რომამ, იყიდა ჟორამ და რა შეიცცლება, საქველმოქმედო ორგ. მანდ არ მოვა და ამიტომ სააქციო საზოგადოება, საერთო კონცესუსით დანიშნული მენეჯმენტი არაა ურიგო ვარიანტი.