რომან ფიფია: ყველაფერი გავაკეთე ევროპა ლიგის ჯგუფში მოსახვედრად...

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა და მფლობელმა რომან ფიფიამ ტელეკომპანია იმედის პირდაპირ ეთერში, გადაცემაში "სპორტი იმედზე" ფარერის კუნძულებზე განცდილი მარცხის შესახებ ისაუბრა.

"ნამდვილად, მე ვერც წარმომედგინა, რომ ფარერების გუნდი მოგვიგებდა. სამწუხაროდ, ასე მოხდა და ძალიან მტკივნეული მარცხი განვიცადეთ. ამას რა ახსნა უნდა ქონდეს? რა და შეხვედრა მოგვიგეს, ჩვენ წავაგეთ. შეიძლება ბევრი ვილაპარაკოთ, მაგრამ წაგებას გამართლება არ აქვს. მეც ჩვენი გულშემატკივრების მსგავსი განცდა მქონდა - როგორ წავაგეთ ასე ფარერების კლუბთან? მართალია, ამ კუნძულებზე ფეხბურთი ბოლო წლებში ძალიან განვითარდა, თუმცა მაინც... რა სიტყვებით ვანუგეშო
ფანები? მე ყველაზე მეტად მინდოდა ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა და ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერს ვაკეთებდი და მომავალშიც გავაკეთებ.

სპეციალურად ჩავედით 2 დღით ადრე, რათა ბიჭებს კარგად დაესვენათ, ჩარტერული რეისით და ა.შ. მატჩის წინ განწყობა გუნდში მშვენიერი იყო, ასეთ წაგებას ვერაფერი მოასწავებდა. წინ ბიჭებს ვუთხარი, რომ მათგან მხოლოდ მოგებას ველოდებოდი. ისიც ავუხსენი, რომ წაგებას არავინ გვაპატიებდა. ვფიქრობ, მეტოქე სათანადადოდ ვერ დააფასეს.

პასუხისმგებლობის აღება და გადაწყვეტილებების მიღება შემიძლია. დღეს მიმდინარეობს შიდა ჩემპიონატი და ბიჭებს დასამტკიცებელი აქვთ, რომ ღირსეული მოთამაშეები არიან და ფარერებზე მომხდარ ფაქტს პასუხი უნდა გასცენ. ცხადია, ჩვენ წილ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ, თუმცა ყველაფერს სეზონის ბოლოს შევაფასებთ.

იცით რა, საქართველოში კარგი ლეგიონერის ჩამოყვანა ადვილი ნამდვილად არ არის. გნებავთ, ციფრებით ვილაპარაკოთ? ჩისკო ხელფასის სახით 25 000 ევროს იღებდა, გიორგი ლორია - 20 000 დოლარს. ასეთი პერიოდიც გვქონდა, თუმცა ჯგუფურ ეტაპზე მაინც ვერ გავედით. ამ გუნდს მე ვაფინანსებ და რისი საშუალებაც არის, ისე ვაფინანსებ. პირდაპირ ვაცხადებ, რომ საკმარისი ბიუჯეტი არ გაგვაჩნია.

ქართველ ნიჭიერ ბიჭებს რაც შეეხებათ, ყველას წასვლა უნდა,  იქნება ეს რუსეთი თუ ევროპა - ყველას საქართველოდან წასვლის სურვილი გააჩნია.  ვერ ვაჩერებთ, არ ჩერდებიან, როგორც კი გამოჩნდებიან, მაშინვე წასვლისკენ აქვთ თვალყური მომართული - უკეთეს ჩემპიონატში, უკეთესი ხელფასის გამო. ამაზე ფეხბურთელებთანაც გვისაუბრია. არ არის მოთამაშე, ვისაც ეტყვი კიდევ ერთი წელი დარჩეს - შეიძლება უთხრა 3 თვე, 6 თვე, მაგრამ ერთი წელი გამორიცხულია. ჩვენი აკადემიის აღზრდილი ბიჭები ძირითად გუნდში თამაშობენ, ახლა გიორგი მამარდაშვილის დაბრუნებასაც ვაპირებთ.

ჩვენს ფანებს მინდა მივმართო, ჩისკო არსად მას 2 წელს ვაძლევთ. იქნება პროგრესი? გუნდში 5 წლით დარჩება!

ბოლოს მინდა ვთქვა, თუ გამოჩნდება ვინმე, ვინც ჩემს საქმეს გადაიბარებს, თანხებს დახარჯავს და საქმეს განაგრძობს, მოვიდეს, მე წინააღმდეგი არ ვიქნები,"- განაცხადა ფიფიამ.

მკითხველის კომენტარები / 83 /
აი გადასარევია პირდაპირ რა!!! ბატონი რეზო ძოძუაშვილის გარდა არცერთი ყოფილი დიდი და პატივცემული, მაღალი ავტორიტეტის მქონე დინამოელი არ გამოსულა საზოგადოების წინაშე თავისი აზრის სათქმელად!!! საბოლოვოდ დაღუპავს ისედაც თითქმის დაღუპულ ქართულ ფეხბურთს ეს მიდგომა !!! რა ჩემი საქმეა?! რამე რომ ვთქვა ვინმეს არ ეწყინოს?! ჩემი საუბრით მაინც არაფერი გამოვა და ა.შ. რას გაჩუმებულხართ საერთოდ არ გიყვართ დინამო?! ამის იქით არის კიდევ რამე , ღუპავს ეს კაცი ამ სახელოვან კლუბს ვერ ხედავთ?! არარატ-არმენიას მერე თუ კიდევ არსებობდა რამე უფრო შეურაცხმყოფელი გულშემატკივრისთვის ძნელად სავარუდო იყო მაგრამ..... ცდებს ატარებთ სადამდე შეიძლება დაცემა თუ რა ხდება?! რატომ ხართ გაჩუმებული?!
SOS
28 სექტემბერი 2020 17:15
0
ეგ შენ გგონია, რომ გააკწეთწ; ფეხბურთი ისე გესმის, როგორც მე ვიეტნამური ენის გრამატიკა. მოშორდი!
იროდი
28 სექტემბერი 2020 15:52
0
15-16-17 წლის ბიჭებს სანამ ძირითად გუნდში ითამაშებენ ყველას 5-6 წლიან კონტრაქტი გაუფორმეთ, წინასწარ რომ ეცოდინებათ (კონტრაქტიდან გამომდინარე) წასვლაზე აღარ იფიქრებენ.
22-23 წლის ასაკში რომ წავიდნენ არაფერი მოუათ. თუ წინააღმდეგი იქნებიან ასეთები აკადემიაშიც არ უნდა აიყვანოთ.
მგრამ საქმე იმაშია თქვენ თვითონ გაწყოფთ რომ გაყიდოთ და ფული გააკეთოთ, ბიჭები არაფერ შუაშია...
ქომაგი
28 სექტემბერი 2020 15:49
0
აკადემიას მეტად უნდა დაეყრდნონ როცა ნორმალური ლეგიონერი ვერ ჩამოგყავს. დინამოს ჭირდება კარგი მწვრთნელი ,ასევე დინამოს ჭირდება კარგი სელექციონერები რომლებიც ქვეყნის შიგნით და გარეთ სწორად შეარჩევს ფეხბურთელებს,ყველა ნორმალურ კლუბს ყავს სელექციონერები, ვითუმეტეს ასეთი სახელის მქონე გუნდს აუცილებლად ჭირდება,ახლა ალბათ საერთოდ არ ყავთ.მაგალითად ბენიო,ორშულა,ტრუბოჩკინი ვინ შეარჩია რა მოეწონათ ამათი თუ გინდათ კიდევ მონხილი,კაცი ინდოეთში თამაშობდა და ამათმა დინამოში მოიყვანეს, ალბათ იქ ცეკვას ისწავლიდა აბა იქ ფეხბურთი როგორ უნდა ისწავლო ვერ ვხდები. ვხვდები,ეს
ziko
28 სექტემბერი 2020 15:37
0
თუ ყველაფერი გააკეთე და მაინც ვერ გავედით ესეიგი ამოწურე შენი თავი და წადი!!! რაც შეეხება ჩისკოზე ვეთანხმები ისეთი ნაგავი შემადგენლობა დახვდა ასეთ მცირე დროში ვერაფერს შეცვლიდა. და ზოგადად ფეხბურთელებს თვალი წასვლაზე უჭირავთო რატომ მერე? იმიტომ რომ გუნდს გეგმა არ აქვს რაღაც გეგმა ხო უნდა იყოს რომ ფეხბურთელს მოტივაცია ჰქონდეს გუნდში დიდი ხნით თამაშის მაგრამ ყოველ წელს ნახევარ გუნდს უშვებთ და მწვრთნელებს ნასკებივით იცვლით აი მერე მიდი და მოსთხოვე ფეხბურთელს დარჩიო.. ბერამ ხო თქვა გუნდს ვიყიდიო და იყიდოს დინამო იქნება მაგან მაინც უშველოს აბა ფიფია ისე ლაპარაკობს მგონი დარჩენას აპირებს და რავიცი
კა
28 სექტემბერი 2020 15:08
0
"კლაკსვიკის" ფეხბურთელები უფრო სწრაფები იყვნენ და ერთი შეხებით უფრო კარგად თამაშობდნენ. მოიწვიეთ მწვრთნელი, რომელსაც ამის სწავლება შეუძლია და არ რომელსაც მხოლოდ სახელი აქვს და ჯგუფში გასვლა ენატრება. ჩვენი ფეხბურთელების კლასიც აიწევს, შედეგიც გაუმჯობესდება, ფეხბურთელების ფასიც გაიზრდება და ნაწილს აქ დაიტოვებთ და ნაწილს უკეთეს ჩემპიონატებში გაუშვებთ!
მენტალური მომზადების ცენტრი
28 სექტემბერი 2020 14:25
1
"ქართველი ხალხის თავმოყვარეობა" რომ გადავარქვათ დინამოს არ ჯობია? უფრო ადეკვატური იქნება სახელი და რეალობასაც უფრო ასახავს. თქვე კაი ხალხო - ამას იმედში მოწვევა კი არ უნდა, უნდა გადაყენება. კერძო მფლობელი რომაა ამიტომ იყო აქ ბევრჯერ კარგი იდეა, რომ გამოვისყიდოთ დინამო, ყველამ. დინამოზეა დამოკიდებული მთელი ქართული ფეხბურთის მომავალი. ძლიერი დინამო ძლიერი ჩემპიონატის საწინდარია და ნაკრების ხერხემალი. ეს კიდევ გადავიდეს სადმე პატარა კლუბში და იგივე იქ გააკეთოს. რაც დინამოში დამღუპველია , იმ პატარა კლუბში იდეალური იქნება და იქიდან ყიდოს ეს ფეხბურთელები.
გადასარევი გიორგი
28 სექტემბერი 2020 14:23
0
რომან ფიფია აფერისტი და მატყუარაა. 1993 წლიდან ქართული გუნდები გადიან ევროთასებზე და მხოლდ 2019 წელს და 2020 წელს გაგვიმართლა კენჭისყრით. 3 წელს აძლევს ულიცენზიო ჩისკოს ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად. (ჩისკოს სამწვრთნელო კარიერაში დინამო პირველი გუნდია) 3 წელიწადში ჩისკომ მწვრთნელობაც უნდა ისწავლოს და ფარერებთან 1:6-ის წამგები გუნდიდან ევროპის ლიგის ჯგური ეტაპი უნდა დადოს + კენჭისყრაშიც უნდა გაგვიმართლოს. თვითონ ფიფია უკვე მეათე წელია გუნდის ხელმძღვანელი და თავის თავს რამდენ წელს აძლევს?
daT
28 სექტემბერი 2020 14:03
0
მოდით ფედერაციასაც დავუსვათ ერთი შეკითხვა და კეთილი ინებონ გაგვცენ პასუხი, კაცი, ომელმაც ჩვენი საამაყო და საყვარელი გუნდი ასეთ დღეში ჩააგდო, რატომ არის ფედერაციის პრეზიდიუმში გამოჯგიმული. გვიპასუხეთ, თუ ფიფიასთან არ გაქვთ ვასვასი. ფედერაციას აქვს თავის წილი პასუხისმგებლობა, ტყუილად ნუ გაიმართლებენ თავს, რომ კლუბი კერძოა, არ ვჭამთ მასეთ პასუხს.
მერაბი
28 სექტემბერი 2020 13:58
0
წადიიიიიიიიიიიიი!!!!!!!!!
ლევანი
28 სექტემბერი 2020 13:57
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული