რომან ფიფია: ყველაფერი გავაკეთე ევროპა ლიგის ჯგუფში მოსახვედრად...

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა და მფლობელმა რომან ფიფიამ ტელეკომპანია იმედის პირდაპირ ეთერში, გადაცემაში "სპორტი იმედზე" ფარერის კუნძულებზე განცდილი მარცხის შესახებ ისაუბრა.

"ნამდვილად, მე ვერც წარმომედგინა, რომ ფარერების გუნდი მოგვიგებდა. სამწუხაროდ, ასე მოხდა და ძალიან მტკივნეული მარცხი განვიცადეთ. ამას რა ახსნა უნდა ქონდეს? რა და შეხვედრა მოგვიგეს, ჩვენ წავაგეთ. შეიძლება ბევრი ვილაპარაკოთ, მაგრამ წაგებას გამართლება არ აქვს. მეც ჩვენი გულშემატკივრების მსგავსი განცდა მქონდა - როგორ წავაგეთ ასე ფარერების კლუბთან? მართალია, ამ კუნძულებზე ფეხბურთი ბოლო წლებში ძალიან განვითარდა, თუმცა მაინც... რა სიტყვებით ვანუგეშო
ფანები? მე ყველაზე მეტად მინდოდა ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა და ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერს ვაკეთებდი და მომავალშიც გავაკეთებ.

სპეციალურად ჩავედით 2 დღით ადრე, რათა ბიჭებს კარგად დაესვენათ, ჩარტერული რეისით და ა.შ. მატჩის წინ განწყობა გუნდში მშვენიერი იყო, ასეთ წაგებას ვერაფერი მოასწავებდა. წინ ბიჭებს ვუთხარი, რომ მათგან მხოლოდ მოგებას ველოდებოდი. ისიც ავუხსენი, რომ წაგებას არავინ გვაპატიებდა. ვფიქრობ, მეტოქე სათანადადოდ ვერ დააფასეს.

პასუხისმგებლობის აღება და გადაწყვეტილებების მიღება შემიძლია. დღეს მიმდინარეობს შიდა ჩემპიონატი და ბიჭებს დასამტკიცებელი აქვთ, რომ ღირსეული მოთამაშეები არიან და ფარერებზე მომხდარ ფაქტს პასუხი უნდა გასცენ. ცხადია, ჩვენ წილ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ, თუმცა ყველაფერს სეზონის ბოლოს შევაფასებთ.

იცით რა, საქართველოში კარგი ლეგიონერის ჩამოყვანა ადვილი ნამდვილად არ არის. გნებავთ, ციფრებით ვილაპარაკოთ? ჩისკო ხელფასის სახით 25 000 ევროს იღებდა, გიორგი ლორია - 20 000 დოლარს. ასეთი პერიოდიც გვქონდა, თუმცა ჯგუფურ ეტაპზე მაინც ვერ გავედით. ამ გუნდს მე ვაფინანსებ და რისი საშუალებაც არის, ისე ვაფინანსებ. პირდაპირ ვაცხადებ, რომ საკმარისი ბიუჯეტი არ გაგვაჩნია.

ქართველ ნიჭიერ ბიჭებს რაც შეეხებათ, ყველას წასვლა უნდა,  იქნება ეს რუსეთი თუ ევროპა - ყველას საქართველოდან წასვლის სურვილი გააჩნია.  ვერ ვაჩერებთ, არ ჩერდებიან, როგორც კი გამოჩნდებიან, მაშინვე წასვლისკენ აქვთ თვალყური მომართული - უკეთეს ჩემპიონატში, უკეთესი ხელფასის გამო. ამაზე ფეხბურთელებთანაც გვისაუბრია. არ არის მოთამაშე, ვისაც ეტყვი კიდევ ერთი წელი დარჩეს - შეიძლება უთხრა 3 თვე, 6 თვე, მაგრამ ერთი წელი გამორიცხულია. ჩვენი აკადემიის აღზრდილი ბიჭები ძირითად გუნდში თამაშობენ, ახლა გიორგი მამარდაშვილის დაბრუნებასაც ვაპირებთ.

ჩვენს ფანებს მინდა მივმართო, ჩისკო არსად მას 2 წელს ვაძლევთ. იქნება პროგრესი? გუნდში 5 წლით დარჩება!

ბოლოს მინდა ვთქვა, თუ გამოჩნდება ვინმე, ვინც ჩემს საქმეს გადაიბარებს, თანხებს დახარჯავს და საქმეს განაგრძობს, მოვიდეს, მე წინააღმდეგი არ ვიქნები,"- განაცხადა ფიფიამ.

მკითხველის კომენტარები / 83 /
რაის ჯგუფი ბატონო რომან? თქვენს ნახევარმცველებს შეხედეთ, საყრდენ ზონას, პაპავა, ქარდავა, მაინც ჯგუფი? გვატყუებთ თუ თავს იტყუებთ?? ათეული წლებია საქართველოს ჩემპიონატს ვადევნებ თვალს, საკმაოდ დეტალებში ვიცი თითოეული ფეხბურთელის შესაძლებლობა. პირდაპირ ვაცხადებ, თუ ეს დინამო წელს ჩემპიონი გახდება, თავს ვანებებ ქართული ფეხბურთისთვის თვალის დევნებას. ბატონო რომან, თქვენ ისეთი ხარბი ხართ, დინამო 2 იმიტომ შექმენით, რომ დაბალ ლიგებში არსებული სახელმწიფო დაფინანსებაც კი ჯიბეში ჩაიდოთ და სხვა გუნდებს განვითარების შესაძლებლობა მოუსპოთ, რეგიონალურ ლიგასაც კი ძირითადი დინამოს ნახევარი შემადგენლობით თამაშობთ. ეს ბოდიში და სიღორეა, მეტი არაფერი!!!
რომელუ
28 სექტემბერი 2020 00:07
0
ეგ გვეღადევება თუ დებილები ვგონივართ ....ჯერ პირველი თუ ადრე უხდიდა ჩისკოს 25000€ და ლორიას 20000$ ახლა რატომ არ ყავს გუნდში ეგეთი დონის ფეხბურთელები ვისაც ამხელა ხელფასები ეკუთვნის და მეორე ეს თუნდაც 15-20 ათასი დოლარი რომ გადაეხადა თავის დროზე ჩაკვეტაძეზე დავითაშვილზე კვარაცხელიაზე იმავე შენგელია და ნინუაზე ის ბავშვები იმ თინთილა ასაკში ხომ არ წავიდოდნენ ჯერ სხვა ქართულ კლუბებში და მერე რუსეთში თუ რა დავითაშვილს და კვარაცხელიას თავიდანვე ხელფასი ექნებოდათ 5-7 ათასი $ მაქსიმუმი და შეიძლება 15-20 ათასი არც ახლა ქონდეთ ....ანანიძეს კი ბატონო სპარტაკში ქონდა 120-150 ათასი ევრო მაგრამ მან როდესაც ეგ კონტაქტი გააფორმა ( როსტოვის არენდის შემდეგ) რუსეთში ტოპ ფეხბურთელად ითვლებოდა უფრო სწორად იმედი ქონდათ რომ გახდებოდა მაგრამ ტრამვები....და ახლა როტორში როდესაც მივიდა 1700000 რუბლი ექნებოდა ხელფასი რაც დოლარზე 22600 გამოდის და რაც არ უნდა იყოს ჯანო სახელი არის რუსეთის ჩემპიონატში ...ასე რომ ზღაპრებს ყვება კაპიკებს უხდის ფეხბურთელებს და ყავს გუნდში ისეთები ვინც მაგ კაპიკებზე კაპიკიან ფეხბურთს თამაშობს ....აბა 28 წელიწადია ემიგრაციაში ვარ და ვიცი რომ საქართველოში ნაშოვნი 1000$ უფრო მეტი ნოყიერია ვიდრე საზღვარგარეთ ნაშოვნი 3000 ....იმ 3000-დან სახლში შეიძლება 500-ის მეტი ვერ გამოგზავნო ....და რომელი მშობელი გაუშვებს თავის 16-17 წლის ბავშვს უცხო ქვეყანაში თუ ადგილზე ექნებოდა 10-15 ათასი დოლარი 2-3 წელს გააჩერებდნენ ადგილზე და 20-21 წლის ასაკში წავიდოდნენ უკვე სერიოზულ კონტრაქტებზე და არა რუსეთის ან ბელგიის საშუალო დონის კლუბების ახალგაზრდულ ( არა ძირითად) გუნდებში და ამ 2-3 წელიწადში ეს ახალგაზრდა ბავშვები ფიზიკურადაც მოძლიერდებოდნენ და თანაც ეგეთი წილისყრის დროს ევროლიგის ჯგუფშიც შევიდოდნენ და ჯგუფის თამაშების დროს უკეთესი გუნდები დაინტერესდებოდნენ ...ასე რომ ან ტვინი არ ყოფნის ან უბრალოდ არ უნდა რომ გარისკოს ...უბრალოდ წარმოიდგინეთ რომ ახლა აკადემიის შემდეგ მიეცა 2-3 წლიანი პროფესიული კონტრაქტი დავითაშვილზე და კვარაცხელიაზე 5-7 ათასი დოლარიანი და სხვა ნიჭიერი ბავშვებისთვის ესენი ხომ არ გაიქცეოდნენ რუბინის და მოსკ. ლოკომოტივის დუბლებში და იმ ფარერების კლასვიკს ხომ გახევდნენ და მერე შევიდოდნენ ჯგუფში აი მერე რამდენად გაყიდიდა კვარას ?! ეგრე გაუშვა უფასოდ ...და თუ დაახარჯავდა წელიწადში 60-70 ათას დოლარს ხელფასის სახით ანუ 2-3 წელიწადში 200 ათასს ჯგუფში მოხვედრის შემდეგ კვარას სულ მცირე 5 მილიონად ( თუ ახლა ღირს 15 მილიონი )ხომ გაყიდიდა პლიუს ამას იქ მარტო კვარა ხომ არა სხვა ახალგაზრდებიც ხომ იქნებოდა ამას პლიუს კიდევ უეფას ბონუსები ტელეპრემიები ....თავის დროზე ეგრე დაიწყო კიევის დინამომ და შახტიორმა ( მერე გადაერთვენ ახალგაზრდა ლეგიონერებზე და შახტიორმა 5 და 10 მილიონად ნაყიდი ვილიანი ფერნანდო და სხვა ბევრი სულ 50 და 60 მილიონად დაყიდა)უბრალოდ თვითონ არის მართლაც ბატი და გუნდში ყავს მართლაც ინდაურები ....!!!
Mdaa
27 სექტემბერი 2020 20:44
1
მართლა მაგდენს იღებდნენ ! გეუბნები იმას რაც ვიცი და რაც სიმართლეა !
კახაბერი
27 სექტემბერი 2020 22:02
0
ვარიანტად შემომაქვს "დინამოს" სააქციო საზ
გარდაქმნა, გაიყიდოს აქციები და მართვაში მხოლოდ ამ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ჩარევა, სხვა ყველაფერი ფუჭია, დღეს ის კერძო საკუთრებაა, კაი გაყიდა რომამ, იყიდა ჟორამ და რა შეიცცლება, საქველმოქმედო ორგ. მანდ არ მოვა და ამიტომ სააქციო საზოგადოება, საერთო კონცესუსით დანიშნული მენეჯმენტი არაა ურიგო ვარიანტი.
vaxo
27 სექტემბერი 2020 19:16
1
ვერ აკეთებ რაღაცას სწორად ეტყობა, დაგვანებე რა თავი ძმურად. ძალიან ცუდი მმართველი ხარ!!!
გიონატ
27 სექტემბერი 2020 17:09
2
წადი რა რუსეთში იყიდე რამე კლუბი მაგის მეტი რა არის, რა დაგვაწყვიტე ნერვები რას გვერჩი ხომ ხედავ არ გესმის ეს საქმე სირცხვილით თავს არ უნდა ყოფდე გარეთ და შენ კიდევ რეებს ბოდიალობ?!
!!!!!
28 სექტემბერი 2020 09:27
2
ეს კაცი დიდი თაღლითი ვინმე ჩანს, გასაგებია რომ ჰარი კეინი და ჩირო იმობილე აქ არ ჩამოვა სათამაშოდ მაგრამ ფარერების გუნდი რომ 6 - 1 გიგებს ნიშნავს რომ შენზე ათჯერ უკეთესი ფეხბურთელებია, ადექი და მაგ ფარერის ჩემპიონატიდან მოძებნე ფეხბურთელი, ისლანდიის ჩემპიონატიდან მოძებნე ფეხბურთელი რომლის ნაკრებიც ევროპის მაშტაბით უკვე ანგარიშ გასაწევი გუნდია, ვინ ითხოვს ლიგის მოგებას და ბავარიას თავზე ბურთი დაახიეთო უბრალოდ ამ ეტაპზე იმის გაკეთება როგორ არ შეიძლება რომ ისეთი გუნდი შექმნა რომ როცა ღმერთი წილისყრით ფარერების, უელსის, და ირლანდიის დონის კლუბებს შეგახვედრებს ეს შანსი გამოიყენო და ჯგუფში მაინც მოხვდე.
გიო
27 სექტემბერი 2020 22:46
0
უფულობაზე რო წუწუნებენ ვინაა მერე პასუხისმგებელი სპონსორების მოზიდვაზე? მეპატრონე რო ხარ გუნდის შენების ერთერთი შემადგენელი სპონსორების მოზიდვაა თორე ერთი კაცის ჯიბის ფულით გუნდი ვერ აშენდება, მოიზიდე სპონსორები დაახარჯინე ფული და გეყოლება გუნდიც
შოთა
27 სექტემბერი 2020 18:17
1
ფიფიასა და ყველა ქართული გუნდის მფლობელის საყურადღებოდ! თუ, რამდენადმე მაღალი შედეგის მიღწევა გსურთ, უცხოელ ფეხბურთელებს კი არა, ქართველ ნიჭიერ ფეხბურთელებს უნდა გადაუხადოთ ის ხელფასი, რასაც უცხოელები ითხოვენ (მგონი, იმის ნახევარსაც დაჯერდებიან) და გარკვეულ დრომდე (სანამ საშუალო ევროპული დონის ფეხბურთის თამაში არ შეეძლებათ) აღარ გაიქცევიან უცხოეთში. სხვა შემთხვევაში, უცხოელი დაბალი დონის ფეხბურთელებისათვის ასეთი მაღალი ხელფასების გადახდას, ფულის გათეთრების სუნი უდის!
გულშემატკივარი
27 სექტემბერი 2020 17:46
4
აჰა ხომ ამბობს "თუ გამოჩნდება ვინმე, ვინც ჩემს საქმეს გადაიბარებს, თანხებს დახარჯავს და საქმეს განაგრძობს, მოვიდეს, მე წინააღმდეგი არ ვიქნებიო"

კიდევ ერთხელ გთავაზობთ, დავაფუძნოთ "დინამო თბილისის გადარჩენის ფონდი" შევაგროვოთ ფული ვისაც ამ გუნდზე გული შეგვტკივა, გავაკეთებინოთ დინამოს ქონების აუდიტორული შეფასება თავის ბაზიან-აკადემიანად და გამოვისყიდოთ ფიფიასგან სააქციო საზოგადოების სახით.
ვისაც დინამო უყვარს არავინ დაინანებს ფულს, ვიღაც 10 ლარს ჩარიცხავს, ვიღაც 200 ლარს, ვიღაც 1500 და ა.შ. თითოეული დინამოს გადამრჩენელი შემოტანილი თანხის შესაბამის რაოდენობას მიიღებს აქციების სახით.

დარწმუნებული ვარ ბევრი ცნობადი სახე გამოჩნდება და ფინანსებსაც არ დაინანებენ, ზოგიერთი პოლიტიკოსი მარტო ხალხის თვალში ქულების დასაწერად 10-15 ათასს ისე ჩარიცხავს არც დაფიაქრდება.

სეზონის ბოლომდე თავისუფლად შეგროვდება საჭირო თანხა. მაინც ჩვენი ფული იხარჯება ჰაერში და არ ჯობია გონივრულად დაიახარჯოს და თან გავაკონტროლოთ სად იხარჯება?
უნივერსალი
28 სექტემბერი 2020 01:45
1
წადი შენი ! აფერისტი , ნაგლი ............/ რა არ ჩერდება, შენ კორონა ხომ არ გჭირს? რეეები გელანდება 20000 დოლარის ნახევარსაც ვერ იღებენ იმ ჭ კლასის გუნდებში შენ რომ დაყიდე წიწილებივით ეს ფეხბურთელები! მაგრამ შენ ქართველ ტალანტს რო გადაუხადო ხელფასი 10000 დოლარი თვეში დარჩება აბა რა სად წავა?! მაგრამ გენანება და მაგიტო , ყველა ვინც მიდის იცის რო შანსი არაა, რო ევროპაზე გუნდი გავიდეს , იმიტომ რომ პოლიტიკა გაქ ეგეთი, დაბალი ხელფასი! ევროპა ლიგის პერსპექტივა 0, და რატოღა გაჩერდება შენთან პერსპექტიული ფეხბურთელი ? ლოგიკურია რო უყურებს ამ ყველაფერს ახალგაზრდა ფეხბურთელი წავა აბა შენ ხო არ დაგიწყებს ყურებას? შენ ფული ღუნო და ამან კარიერა შემოგწიროს? შენ არ ხარ კაი კაცი, იმიტომ რო 10 წელია თავს იპრავებ, ყოველ წელს ერთიდაიგივე, ჟურნალისტებიც ენის მოჩლექვით გრლაპარაკებიან, გეგონება მესია იყო, მართალია ეკლესიაზე გამოგსახეს შარავდედით მარა შენ დინამოსთან ისეთი ცოდვები გაქ , არა მგონია გიშველოს მაგან! / რაც ჩვენ ალეკო კაკაურუძე ვაკრიტიკეთ გულშემატკივრებმა, თავის დროზე ყველას გვახსოვს, იმიტომ რო სხვა რაღაცას წერდა აფსურდულს მაგრამ მის მერე ეს კაცი მარტო იმას წერს რაც ჩვენ გვტკივა და გვაწუხებს! დანარჩენი ჟურნსლისტები გაყუჩებულები არიან და აკვირდებიან როგორ ფარჩაკდება დინამო, და არამარტო დინამო! ხმა ამოიღეთ თქვენი საქმე ეგააა! დაგვიდეგით გულშემატკივარს გვერძე და გაახმოვანეთ ჩვენი აზრები! აღარააა ქვის ხანა რო გამოვიდეთ და გადავკეტოთ რკინიგზა და წერეთლის გამზირი, დამწვარი საბურავებით!!! დროს ცივილურად, კანონიერად! მორალურად! ადამიანურ ენაზე ამ ყველაფრის კეთება! გაააკეთეთ თოკშოუები და მოიწვიეთ პროფესიონალები და გულშემატკივრები, ოღონდ ერთი პირობით ვიღაცის გამპრავებლები და ვაზელინი ჟურნალისტრბის და აფერისტი პროფესიონალების გარეშე !! ისეთი ხალხი რომელიც პირში მიახლის სიმართლეს ყველას ! ასეთი შინაარსის გადაცემებია საჭირო , ყოველ კვირას! ასე თუ გამოვაცოცხლებთ ამ მკვდრებს!
Vasil
27 სექტემბერი 2020 20:48
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული