კახი კალაძემ "დინამოს" სამარცხვინო წაგებაზე ისაუბრა

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ფარერის კუნძულებზე სამარცხვინო წაგების შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "პოლიტ-ქალაქში" განაცხადა.

"ამხელა ისტორიის მქონე გუნდი ამხელა ანგარიშით აგებს, ეს არის სამარცხვინო. მე არ ვიცი, ფეხბურთელებს, ვინც ამ გუნდში თამაშობს, რა დამოკიდებულება აქვთ - ან ისტორიას გადახედონ, ან ვინ თამაშობდა ამ კლუბში, რომელი ფეხბურთელები!

ცოტა სხვა მიდგომებია საჭირო, სხვა დამოკიდებულებები. თან მხოლოდ "თბილისის დინამო" ხომ არ არის?! ქვეყანას წარმოადგენ და პირველი გუნდი ხარ საქართველოში.

არ ვიცი... რომან ფიფიასთან პიროვნულად არანაირი ურთიერთობა არ მაქვს და ფეხბურთიდან გამომდინარე ვამბობ,
რომ ძალიან სუსტი მენეჯერია", - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, 25 სექტემბერს ფარერის კუნძულებზე გამართულ მატჩში "დინამო თბილისმა" მასპინძელი ქვეყნის ჩემპიონთან, "კლაკსვიკთან" 1:6 წააგო.

წყარო: interpressnews

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 37 /
რაც დამოუკიდებლები ვართ დინამო გუნდი არასდროს ყოფილა და ეს შენისთანა ხალხის ბრალია. ფეხბურთელი ხარ და მერობაზე და ენერგეტიკის მინისტრობისკენ გარბიხარ.თუ ასე შეგტკიოდა გული ფეხბურთზე მიგეხედა.
lasha
29 სექტემბერი 2020 12:02
0
მერე მიაქციეთ ძმაო ყურადღება და აიღეთ პირად კონტროლზე! ან სუსტი მენეჯერია და ან უბრალოდ კიდია!
ლადო
29 სექტემბერი 2020 11:31
0
Gavedi memgoni romans da gveshvela
Toko
28 სექტემბერი 2020 18:11
1
0-2 რამეს ხომ არ გახსენებს ;)აი ჩვენ ისტორია გვახსენებს
ქართველი
29 სექტემბერი 2020 11:16
0

სიახლეები პოპულარული