კახი კალაძემ "დინამოს" სამარცხვინო წაგებაზე ისაუბრა

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ფარერის კუნძულებზე სამარცხვინო წაგების შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "პოლიტ-ქალაქში" განაცხადა.

"ამხელა ისტორიის მქონე გუნდი ამხელა ანგარიშით აგებს, ეს არის სამარცხვინო. მე არ ვიცი, ფეხბურთელებს, ვინც ამ გუნდში თამაშობს, რა დამოკიდებულება აქვთ - ან ისტორიას გადახედონ, ან ვინ თამაშობდა ამ კლუბში, რომელი ფეხბურთელები!

ცოტა სხვა მიდგომებია საჭირო, სხვა დამოკიდებულებები. თან მხოლოდ "თბილისის დინამო" ხომ არ არის?! ქვეყანას წარმოადგენ და პირველი გუნდი ხარ საქართველოში.

არ ვიცი... რომან ფიფიასთან პიროვნულად არანაირი ურთიერთობა არ მაქვს და ფეხბურთიდან გამომდინარე ვამბობ,
რომ ძალიან სუსტი მენეჯერია", - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, 25 სექტემბერს ფარერის კუნძულებზე გამართულ მატჩში "დინამო თბილისმა" მასპინძელი ქვეყნის ჩემპიონთან, "კლაკსვიკთან" 1:6 წააგო.

წყარო: interpressnews

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 37 /
კალაძეს უადვიდლება სიმართლის თქმა, იმიტომ რომ სხვა "ვეტერანები"- დან განსხვავებით გადაგდებული ლუკმის იმედზე არ არის...
დინამო
28 სექტემბერი 2020 18:05
4
იყიდე დინამო და დაუბრუნე მას დიდი სახელი, დაანებე პოლიტიკას თავი რა! არადა დიდ დონეზე გითამაშია! არაა ფეხბურთელის საქმე პილიტიკა, ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს!
Geo
28 სექტემბერი 2020 18:34
10
ამხ.კალაძე! ვინმე ფიფიამ,არა მარტო თბილისის დინამოს და მის ერთ დროს სახელოვან წარსულს მიაყენა შეურაცყოფა, არამედ უკვე კარგა ხანია მთელი ქვეყანა, სრულიად ქართველი ხლხი და ქართულ ფეხბურთი ჰყავს ფეხქვეშ გაგდებული და მასხრად აგდებული.გუნდი, მისი ბაზა და აკადემია თუ მისი საკუთრებაა, ეროვნული სტადიონი მას იჯარით აქვს აღებული და საიჯარო ხელშეკრულებას უხეშად არღვევს: არ უვლის მოედნის საფარს(ყველამ დაინახა,თუ რადღეში იყო მინდორი ნაზევარსაათიანი წვიმის შემდეგ),საინფორმაციო ტაბლოები წლებია უფუნქციოდაა დარჩენილი,სტადიონის სულელი დიქტორის გამო, ბევრ გულშემატკივარს სულაც გაუქრა თამაშებზე დასწრების სურვილი და ბოლოს ისიც კი გაბედა, რომ ეროვნულ სტადიონზე გეების და ნარკომანების კლუბი გახსნა! თქვენი, როგორც ქალაქის მერის პირდაპირი მოვალეობაა,გააუქმოთ ამხ. ფიფიასთნ დადებული საიჯარო ხელშეკრულება,აუკრძალოთ მის გუნდს იქ თამაში,ხელი შეუწყოთ ქართული დასახელების ახალი საფეხბურთო კლუბის დაარსებას და იმ ახალ კლუბს გადასცეთ იჯარით სტადიონით სარგებლობის უფლება.სამწუხაროდ,უფრო მართებულად საუბედუროდ, იმ ბნელი ძალების მიერ საიდანღაც "გამოთხრილმა",ყოვლად უსახურმა და მათსავით უბნელესმა არსებამ დაამთავრა "დინამო". ყოველივე ზემოთ თქმული, ჩემი სუევილი კი არა, არამედ თქვენი ვალდებულებაა!
დ.დ.
28 სექტემბერი 2020 20:27
6
კალაძე როგორც პოლიტიკოსი ჩემთვის არ არსებობს!!! მაგრამ როგორც ფეხბურთელი ერთი ერთი ტიტულოვანი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც მსგავსი არ გვყოლია და არც გვყავს!! და ის ორი გოლი რო ამოგიჩემებიათ , ეგ იმას ნიშნავს რო ფეხბურთი შალვა ნათელაშვილივით გესმის!! სპორტში ხდება უარესებიც, რომელი ერთი ჩამოვთვალო !/ რაც შეეხება კომენტარს ძაან შერბილებული კრიტიკა იყო, კახი ფული შენ გაქ, და შენ გარემოცვას , მაშინ იყიდეთ დინამო შენ და შენმა სამეგობრომ, იგივე ბერამ, მაგ ივანიშვილებს როგორ არცერთს არ შეუყვარდა ფეხბურთი, რითი ერთობიან ? კრიკეტით ინდუსებთან ერთაად? ფული გაქვთ და არ იცით სად დახარჯოთ,/ ზოგს ლენინს ყიდვა უნდა ! ზოგი ხეებს დაათრევს, ზოგი უბრალოდ აგროვებს!!! რა ჯანდაბად გინდათ ამხელა კუში? თუ არ დახარჯე.
Vasili
28 სექტემბერი 2020 22:30
4
ხალხო, რომან ფიფია ცუდი მენჯერია თუ კარგი მენეჯერია - ფარერებთან 6:1 წააგო არა უბრალოდ ფიფიას გუნმდა , არამედ საქართველოს ჩემპიონმა, ანუ იმ ჩემიონატის და იმ ფეხბურთის ლიდერმა რომელსაც სათავეში წლებია უდგას კახა კალაძეს ძმაკაცი ლევან კობიაშვილი, თუ ფიფია ცუდი მენეჯერია (ამაზე დავას არც ვაპირებ) მაშინ ლოგიკურად კობიაშვილი როგორი პრეზიდენტია ??? ამაზე რატომა არაფერს იძახის ბატონი ქალაქის მერი - სახლემწიფოს მიერ ქართულ ჩემიონატებზე დახარჯულმა მილიონებით კობიაშვილის ფედერაციამ რა გააკეთა - შექმნა ჩემპიონატი რომლის ჩემიონიც ფარერებთან 6-1 აგებს... კალაძე ჩუმად იყავი მაინც , ნამუსი არ გაქვს ????
ქართველი ადამიანი
28 სექტემბერი 2020 17:33
23
რა შუაშია თბილისის დინამოსთან კობიაშვილი,ბიჭო გაერკვიეთ ფეხბურთში,იურიდიულ საკითხებში და შემდეგ წერეთ. მე რომ ეკონომიკის მინისტრი ვარ და ვიღაც მარკეტის ცუდი მეპატრონე თავის მარკეტს ვერ მართავს,ჩემი ბრალია?კერძოა ბატონო ეს მარკეტი და მე რა დავაშავე. ესეთივე კერძოა დინამო და კობიმ ფეზბურთელები ურჩიოს სათითაოდ ყველა კერძო კლუბს თუ ბალახი გაუთიბოს სტადიონზე?! შედით ფედერაციის საიტზე,გადაიკითხეთ პრეზიდენტის უფლება-მოვალეობები,მაგრამ მაგას დრო უნდა და ჭკუა, ესე კიდე მარტივია,ენას ძვალი არ აქვს,მითუმეტეს კლავიატურას ;-)იჭორავეთ რაზეც გინდათ არავინ დაგიშლით.ეხლა კობის დამცველობას დამაბრალებენ,სულ ერთხელ მაქვს ხელი ჩამორთმეული,მეტად არ მქონია შეხება,მაგასაც თავის ცოდვები აქვს,მაგრამ სხვისას ნუღარ დაუმატებთ,ტეხავს,თან ცილისწამება დიდი ცოდვააო ამბობენ
საზოგადოება
28 სექტემბერი 2020 19:42
19
შენი შედარებაც არასწორია და დიდ ჩახედულობაზე არ მიანიშნებს: დინამო თუ "ფორმალურად" კერძოა, ეს არ ნიშნავს, რომ ფედერაციას ხელი არ მიუწვდება, და ამაზე ნუ ვიდავებთ. ასაკობრივი ჩემპიონატები ხომ არის ფედერაციის საქმე, ერთი შეხედეთ და ნახეთ, რა პირობებში უწევთ თამაში და ვარჯიში გუნდების უმრავლესობას. დინამო კიდევ ყველაზე მეტად "პატრონობს" თავის აღსაზრდელებს, სხვებმა რა თქვან, 5 საათის ნამგზავრ გუნდს რომ იმავე დღის 2-ის ნახევარზე, 40 გრადუს სიცხეში დაუნიშნავ თამაშს, ვინმეს ფედერაციაში მოეკითხება ჭკუა და ნამუსი??? კრიმინალია ეს და მეტი არაფერი!!! აღარაფერს ვიტყვი ანტისანიტარიაზე გასახდელებში, და ესეც დისციპლინაა და ესეც აისახება თამაშის ხარისხზე, და რა ევალება ფედერაციის ხელმძღვანელობას, თუ არა ზედამხედველობა და კონტროლი, მოდური შარვლებით სიაული, ეზოს სტადიონის გახსნა და კოკა კოლას ტურნირის ჩატარება?
საზოგადოება-ს
29 სექტემბერი 2020 12:01
0
ძალიან სუსტი მენეჯერი!? ხუმრობთ!? ფიფიას მოღვაწეობა უკვე მავნებლობაა! გუშინ ვნახეთ კიდე ერთი მავნებელი გვერდზე ეჯდა ეთერში...
გულშემატკივარი
28 სექტემბერი 2020 17:24
2
ეს იმის ბრალია დახეული ჯინსებით და ტატუებით სიარული რომ გონიათ ფებურთელობა!
კახა
28 სექტემბერი 2020 23:28
1
ბიჯო იტალიასთან საქართველოს ნაკრებს როგორც კაპიტანმა ორი გოლი გაუტანე, ვის სირცხვილზე ლაპარაკობს ერთი. გამოვიდეს პოლიტიკიდან, განათლება მაგას არ გააჩნია და ნამუსი და მიხედოს ფეხბურთს. ეყიდა დინამო და დაეყენებინა გუნდი, გადაეხადა კარგი ხელფასები რომ რუსეთში არ იყურებოდეს ვინც კი კენწვლა ისწავლა და ბურთზე ფეხის გადატარება
niko
28 სექტემბერი 2020 19:56
47
ნაცი რო ხარ არ გიტყდება?!რა შუაშია აქ იტალიის ნაკრებთან 2 გოლი,მითი რო შექმენით ძალად გაიტანა....დინამოსთან მიმართ მართალია,ცოტა თუ არ შეუტიეს ფიფიას არაფერი გამოვა,ოღონდ ფიფომ დაახვიოს და გულშემატკივრებიდ 75 % თანახმა ვართ თუნდ ნაცების ხერხით მოიშორონ
Nikos
28 სექტემბერი 2020 20:34
13
ბიძიკო ნაზი რა შუაშია, 70-იანი წლებიდან დინამოს ვგულშემატკივრობ და ფეხბურთიც მითამაშია და სხვა სპორტიც პროფესიულ დონეზე დიდი ხანი. სიმართლე რატომ არ მოგწონთ? ჯერ ერთი ნაცებსაც და ქოცებსაც... ქართველი აღარ დარჩა მანდ ალბათ რომ ქართულ ფეხბურთზე და სხვა ბევრ ქვეყნის სარგის საქმეზე რომ სულით და გულით იბერძოდეს? საკუთარი სახელის სახელის დაწერაც იუკადრისე მაგრამ თითების კაკუნი კომპიუტერის კლავიატურაზედა დანომენკლატურება უცოდინრად გეხერხება ალბათ? რა პოლიტიკოსია კალაძე ანდა რა ესაქმებოდა პოლიტიკაში? ფეხბურთისთვის მიეხედა არ აჯობებდა თუ ამხელა ფეხბურთელი იყო?
niko
29 სექტემბერი 2020 02:44
1
ყველა გამოხმაურება
ამ კაცს 8 წელია რაც ვუსმენთ და ასეთი ჭკვიანური ჯერ არაფელი უთქვამს, ალბათ ესეც წინასარჩევნოდ თქვა თორემ ჩვენ გუნდებს, მრავალი წლებია ყველა უგებს.
გოგა
28 სექტემბერი 2020 22:08
1
სად ხართ ის ხალხი რომ ამბობდით,კალა და კობი ხელს აფარებენ ფიფიასო. ყველაფერი 100% სიმართლე თქვა კალაძემ,განსაკუთრებით ის რომ ფიფია ძალიან სუსტი მენეჯერია და ისიც კი ვერ მოახერხა რომ ვინმე მცოდნე დაიყენოს გვერდში.
სამწუხაროდ
28 სექტემბერი 2020 17:04
6
თუ არ აფარებს, მაშინ შეუწყვიტონ მილიონობით უაზრო დახმარება ფეხბურთს, რომელიც წყალში იყრება! ის ფული მოხმარდეს თავდაცვასა და შეიარაღებას... თუმცა ოცნების ხალხი რუსეთს ხომ არ აწყენინებს!
ბასა
28 სექტემბერი 2020 21:58
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული