ჩისკო: ტირილი არ მიყვარს - გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდი

AutoSharing Option
ფარერების "კლაკსვიკთან" ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე 1:6 განადგურების შემდეგ თბილისის "დინამოს" მწვრთნელმა ჩისკო მუნიოსმა პირველი კომენტარი თავის "ინსტაგრამზე" გააკეთა.

"ბოლო თამაშისთვის გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდი, მაგრამ მე ტირილი არ მიყვარს. ახალი კვირა და ახალი შანსი, ილუზიებით სავსე. ახლა ისე, როგორც არასდროს, ერთად დგომა გვჭირდება. ეროვნული ლიგა ბრუნდება".

მკითხველის კომენტარები / 12 /
ძალიან კი მოდაში შემოვიდა ეს ბოდიშები, მაგრამ უკვე კარგა ხანია ძალაცა და მნიშვნელობაც დაკარგა. ამ ბოდიშების ავტორები კი როგორც ჩანს კარგად ვერ ხვდებიან გულშემატკივრების გულისწყრომის მიზესს. ასეთი ბოდიში მაშინ იქნებოდა მისაღები საქმე მხოლოდ ერთ წაგებას რომ ეხებოდეს, როგორც ერთ უსიამოვნო შემთხვევითობას, მაგრამ როცა უმსგავსობა, თავსლაფის დასხმა და უძრაობა ათწლეულია გრძელდება და საქმეს განვითარების არაფერი უჩანს, ეს ბოდიშებიც უადგილო და უაზროა! ასე შეგიძლიათ, რომ მომავალი სეზონისთვის ან მომავალი სამი სეზონისთვის წინასწარ მოიხადოთ ბოდიში, რადგან, როგორც აცხადებთ თქვენ პროფესიონალები ხართ, გუნდს მაღალკვალიფიციური მენეჯერები მართავენ და ვითარდებით. ამ განვითარებით კი ოცი წელია ყოველი სეზონის ბოლოს საბოდიშოდ გაქვთ საქმე... ასე იქნება გაისად, ორი და სამი წლის მერეც. დიდი, დიდი მეორე ან მესამე საკვალიფიკაციომდე მივიდეთ ყარაულის გავარდნილი თოფივით და მერე საშუალო დონის რომელიმე გუნდთან დამარცხება ამაყად მივიღოთ _ აქამდე ხომ მოვედითო?! ნამდვილი განვითარება კი, აგერ, ფარერებზე შესძლებიათ და იქნებ არც ის ჰქონდეთ ჩვენი დასაცინი, თითოს მეორე პროფესიაც რომ აქვთ შეთავსებული.
მწყემსი
01:50 30-09-2020
2
ყველაზე ნაკლებად შენი ბრალია, სხვისი გაკეთებული „გუნდის„ მართვა გიწრვს. ფიფია და მისი მენეჯმენტია ყველაფრის თავი, ჩემპიონი გუნდი რო დაშალეს და იგივე შეცდომა მეასედ დაუშვეს. არ ჩერდებიან გუნდში კაი ფეხბურთელებიო, ვინ გაჩერდება უტვინო, უაზრო და ბლატნოი ხელმძღვანელობის გუნდში. გარსიას ცოდვას არ ქონდა გავლილი და მეორე იგივე არასწორი საქციელი ჩაიდინეთ! წარმატებები ჩისკოს
გიო
22:40 29-09-2020
4
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული