"ბოდიში და ჩისკოს დედა არ ვატირე?! ეს არის ფსკერი და ნაგავი" - მერაბ ჟორდანიამ "დინამოს" გამოსვლა სკანდალურად შეაფასა

AutoSharing Option
საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემა "ტაიმაუტის" სტუმარი სფფ-ის და "დინამო თბილისის" ყოფილი პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია გახლდათ. 

მან "დინამოსა" და "კლაკსვიკის" დაპირისპირებაზე ისაუბრა, სადაც თბილისური გუნდი 1:6 განადგურდა. 

"რაც ქართულ ფეხბურთსა და "დინამო თბილისს" დაემართა იმის იქით უკვე აღარაფერი აღარ არსებობს. ეს არის ყველა იმ ადამიანის შეურაცხყოფა, ვისაც ამ გუნდში უმუშავია, უთამაშია და ა.შ.

ეს არის ფსკერი და კატასტროფა, რომლის იქითაც არაფერი არ არის. რომან ფიფიასთან ნორმალური ურთიერთობა მაქვს და ადეკვატურ ადამიანად მიმაჩნია, მაგრამ აშკარაა, რომ ეს საქმე არ იცის. "დინამოს" გადარჩენის
რაიმე გეგმა, რომ შეიქმნას, არამგონია ეს კაცი ამის წინააღმდეგი წავიდეს. 

იმდღეს დიმა ობოლაძის გადაცემას ვუყურებდი და ზის ერთი ადამიანი და უტიფრად ამბობს (გულისხმობს კლუბის დირექტორ ზაზა დოლიძეს), ჩისკოს კიდევ 3 წლით ვუცხადებთ ნდობასო... ბოდიში და ჩისკოს დედა არ ვატირე?!

არ მინდა ახლა რასიზმში დამადანაშაულონ, მაგრამ ეს ფერადკანიანი მცველი, რომ ჰყავს "დინამოს" (საიმონ ბენინო), იმას საქართველოში ცხოვრება თუ უნდა წავიყვანოთ აჭარაში მანდარინის კრეფა იწყება, ან თხილის კრეფაზე ვამუშავოთ... ან წავიყვანოთ და სადმე მშენებლობაზე ვამუშაოთ. სირცხვილი არ არის, რომ იმას მურთაზის და საშას მაისური აცვია?!

რა არის გამოსავალი? უნდა შევთანხმდეთ, რომ ამის იქით არაფერი არაა. ეს გუნდი "დინამო" ეკლესიასავითაა რა და ხო არ შეიძლება ეკლესია რომელიმე ერთი პიროვნების იყოს?!

ქალაქმა უნდა აიღოს თავის თავზე, კომოსია ან რაიმე ფონდი შეიქმნას და გადაარჩინოს ეს გუნდი. რომანსაც უნდა დაველაპარაკოთ და ის ხარჯები რაც მას აქვს გაწეული, ის 1 ლარად რომ მისცეს გუნდი თუ რაც იყო ყველაფერი გაირკვეს...", - განაცხადა ჟორდანიამ.

მკითხველის კომენტარები / 53 /
რასისტულად არ მინდა გამოვიდესო და რა დააბრეხვა? თვითონ ხომ ითამაშა ისეთი რომ საბჭოთა კავშირი გადაერია. მისნაერი ზანთი ფეხბურთელი დინამოს არ ჰყოლია და აფერისტის ერთი
niko
02 ოქტომბერი 2020 16:29
20
ამ ნაბ.....ის "შემოქმედების" შედეგია დღევანდელი ქართული ფეხბურთი
სპირიდონი
02 ოქტომბერი 2020 16:18
15
ზუსტად რასიზმია, რაც ამოიყროყინე ახლა შენ. მანდარინზე და თხილზე ისეთი ხალხი მუშაობს, განათლებითა და ინტელექტით ჯიბეში ჩაგისვამს. ჯერ ფერადკანიანს აყენებ შეურაცხყოფას, შემდეგ კი პლანტაციაში მომუშავე ხალხს, სტრიქონებს შორის დაბალ სოციალურ ფენაში რომ უჩენ ადგილს.
giorgi
02 ოქტომბერი 2020 16:09
14
ბენიოს ბრალი ყოფილა. დავიშალეთ :) დანარჩენები ხომ იყვნენ სულ არიული რასის წარმომადგენლები ?! ფონდი არა ის შევქმნათ კიდე. ფულის მეტი რა გაქვს?! ბიუჯეტის დაფინანსება ჩახსენით და თქვენი ფულით რაც გინდათ ის აკეთეთ.
1234
02 ოქტომბერი 2020 20:08
3
რასიზმია არა იხვი, ამ სიტყვის მნიშვნელობა გაიგე ჯერ
aleksandre
02 ოქტომბერი 2020 17:34
6
დინამოს მარცხის შემდეგ ბევრი სტატია წავიკითხე ამათუ იმ პიროვნების და ერთი რამ რაც ცხადად ჩანს რომ რეალური გეგმა არავის არ აქვს არავინ იცის რაუნდა ქნას, ყველას თავისი მიზნები აქვს ყველას უნდა ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერა, ფიფიასთვის კლუბის ახევა უნდათ რომ მერე თავიანთი ინტერესებისთვის მოიხმარონ ეგ კლუბი. დინამო ეკლესიასავითაა, დინამო ქართული ფეხბურთის ფლაგმანია, სახეა... ეგ ყველაფერი დემაგოგიაა. მასე წარსულში რომ ვიჩხრიკოთ ინგლისში ნოტინგემ ფორესტი ერთ ერთი ყველაზე ტიტულოვანი და ყველაზე ძველი კლუბია, ორჯერ აქვს ჩემპიონთა თასი (ეხლანდელი ჩემპიონთა ლიგა) მოგებული, უეფას სუპერთასი, 4 ჯერ ლიგის თასი, ინგლისის ჩემპიონატი... მაგრამ ეხლა ხან ინგლისის მესამე და ხან მეორე ლიგაში ცოდვილობს. დინამო კერძო კლუბია, მისი მეპატრონის გადასაწყვეტია კლუბს რას უზამს, რომ გამოდიხართ და იძახით ყველა კლუბი კერძო პირის უნდა იყოს სახელმწიფო არ უნდა აფინანსებდესო ა ბატონო არის კერძო პირის, სად გაგონილა კერძო პირს აიძულებდე საკუთარ ბიზნესში რამდენი ფული ჩადოს. მაშინ თუ დინამო ეკლესიასავითაა თავის დროზე რას ყიდდით კერძო პირზე? სად გაგონილა ეკლესიის გაყიდვა? რატო არ აპროტესტებდნენ ეს ძველი დინამოელები კლუბი რომ იყიდებოდა?
გიო
02 ოქტომბერი 2020 15:58
5
რა თქვა ტყუილი?ჩისკო მწვრთნელად მართლა სასაცილოა.დინამოზე გადის პრაქტიკას ტიპი.შარშან კარგი გუნდი ყავდაო.ვის მოუგო შარშან?ანდორის ენდორგანს,დაბეჩავებულ გაბალას.შეხვდა ფეინოორდი და კარისკენ ვერ გაიხედეს ჰოლანდიაში.ცალკარა იყო.4-0 წააგეს და მაინც კმაყოფილი იყო ფიფია,სახლში ფრე ვეთამაშეთო.ან რა ლეგიონერები ყავს?250000ზე მეტად არცერთი ფასობს ტრანსფერმარკეტზე.სად პოულობენ.არვიცი,არ მგონია ფიფიას ხელში რამე კარგი ელოდეს დინამოს..«»
master
02 ოქტომბერი 2020 15:50
9
კომენტარს მხოლოდ ერთ მონაკვეთზე გავაკეთებ რაც მიმაჩნია მარაზმის გაგრძელებად. როდესაც ამბობს ქალაქში გზა არ დაიგება და კომისია შევქმნათ და დინამოს ფული შევტენოთო ეს არის სრული უვიცობის გამოვლინება ან კიდევ ერთი კორუფციული სქემის შექმნის მცდელობა ხალხის გულისტკივილის გამოყენებით!!!!
საჭიროა შეიქმნას იურიდიული ორგანიზაცია (მაგ, ესლ) სადაც შევლენ მხოლოდ კერძო კლუბები რომლებიც დააკმაყოფილებენ პირობებს (სახელფასო მინიმუმი , აკადემია , ბ გუნდი , მოედანი და ა.შ.) . ორგანიზაცია მოიზიდავს რეკლამებს, ტელეტრანსლაციებს, ასევე კლუბებს გაუნაწილდებათ სარეკლამო ფრანშიზა მათი ადგილმდებარეობის არეალში . ნაკლები შესაძლებლობის მქონე კლუბები ითამაშებენ ესლ 2 და 3 ში . ვისაც მოუნდება დაწინაურება დააკნაყიფილებს მოთხოვნებს და გადაიხდის ფულს ლიცენზიის. ამას გარდა მოეწყოს სამოყვარულო ლიგები (შესაძლებელია კერძო ლიგებიც) .
განათლების სამინისტროსთან ერთად დაიწყოს რეგულარული ჩემპიონატები სკოლების ქალაქის , რეგიონის და ქვეყნის მასშტაბით. .და არა ის რომ კიდევ უფრო მეტი ფული კორუფციულად ჩავაჯიბიოთ მსგავს ფუნქციონერებს.
მიხაელ
02 ოქტომბერი 2020 15:19
5
ყველაფერს აქვს საზღვარი!!! საიდან გამოძვრა ეს თაღლითი?!!! დინამოს და ფიფიას თავისი მოეთხოვებათ და ამ წაგებაზე უკვე იმაზე მეტი მიიღეს რაც ეკუთვნოდათ, მაგრამ ეს საიდან გამოძვრა?!!!! ანუ რა გინდა მერაბ, როგორც თავის დროზე წაიღე ის რაც არ გეკუთვნოდა, მერე როგორც ისე ექცეოდი დინამოს და ფედერაციას როგორც საკუთარ კანტორას, მერე რომ გაიქეცი აქედან ლაჩარივით და აფერისტული სქემებით მუშაობდი ხან სად ხან სად!!! ეხლა გინდა რომ ისევ ჩამოართვათ დინამო და "ხალხს დაუბრუნოთ"?!!! არც ერთი ტრანსფერის ფული რომ დინამოში არ შესულა, ნარკომანების ბუდედ რომ იყო დინამოს ბაზა ქცეული და სულ ფეხებზე გეკიდათ დინამოს ისტორია - ეხლა გახდა ეკლესიასავით ეს კლუბი?!!! ამ ხალხის გამკვირვებია, ლამის წიხლით გამოაგდეს ფედერაციიდან და ეხლა გახდა ეს თაღლითი და უნამუსო კაცი ჭკუის საკითხავი?!!! ფუ რა ბანძი ხალხი ვართ, შავის და თეთრის გარჩევა ვერ ვისწავლეთ
კორონა
02 ოქტომბერი 2020 15:12
11
ის ენაბლუ წამყვანი რაქვია არც ვიცი თავის დროზე დინამოში რო მუშაობდა ხო მაგარი იყო ფიფია? მერე დაიფრინეს იქიდან და ეხლა ამოიდგა ენა... ფიფია უნდა წავიდეს ფაქტია ვერ მართავს კლუბს და ამით თვითონ ზარალობს ყველაზე მეტს და რატო ვერ ხვდება რატო ვერ ჩააბარა ეს დინამო ისეთ ხალხს ვინც გამართულად აამუშავებდა მარტო ინფრასტრუქტურა და ახალი ბურთები ხო არაა ფეხბურთი? ბიზნესია ხო.. ეს ბუიოა თუ ვიღაც სად ნახეს ამის კარგად ნათამაშები ფეხბურთი აქ რო ჩამოაცუნცულეს? პაპუასები ხოარ ვართ რადგან შავია ან ლეგიონერი სანთლები ვუნთოთ? გემოვნება აზროვნება ინტელექტი სულ დაკარგე ფიფია? გაყარე ვინც გყავს გარშემო და მიხედე გუნდს თუ ხედავ თუარადა აუდე აქედან
დათო
03 ოქტომბერი 2020 02:20
0
ცამდე მართალი ხარ, ამას ჰგონია დაგვავიწყდა მისი საქმენი საგმირონი!
Irakli
02 ოქტომბერი 2020 15:37
4
ვაა მერააბ
baggio
02 ოქტომბერი 2020 15:04
2

სიახლეები პოპულარული