"ბოდიში და ჩისკოს დედა არ ვატირე?! ეს არის ფსკერი და ნაგავი" - მერაბ ჟორდანიამ "დინამოს" გამოსვლა სკანდალურად შეაფასა

AutoSharing Option
საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემა "ტაიმაუტის" სტუმარი სფფ-ის და "დინამო თბილისის" ყოფილი პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია გახლდათ. 

მან "დინამოსა" და "კლაკსვიკის" დაპირისპირებაზე ისაუბრა, სადაც თბილისური გუნდი 1:6 განადგურდა. 

"რაც ქართულ ფეხბურთსა და "დინამო თბილისს" დაემართა იმის იქით უკვე აღარაფერი აღარ არსებობს. ეს არის ყველა იმ ადამიანის შეურაცხყოფა, ვისაც ამ გუნდში უმუშავია, უთამაშია და ა.შ.

ეს არის ფსკერი და კატასტროფა, რომლის იქითაც არაფერი არ არის. რომან ფიფიასთან ნორმალური ურთიერთობა მაქვს და ადეკვატურ ადამიანად მიმაჩნია, მაგრამ აშკარაა, რომ ეს საქმე არ იცის. "დინამოს" გადარჩენის
რაიმე გეგმა, რომ შეიქმნას, არამგონია ეს კაცი ამის წინააღმდეგი წავიდეს. 

იმდღეს დიმა ობოლაძის გადაცემას ვუყურებდი და ზის ერთი ადამიანი და უტიფრად ამბობს (გულისხმობს კლუბის დირექტორ ზაზა დოლიძეს), ჩისკოს კიდევ 3 წლით ვუცხადებთ ნდობასო... ბოდიში და ჩისკოს დედა არ ვატირე?!

არ მინდა ახლა რასიზმში დამადანაშაულონ, მაგრამ ეს ფერადკანიანი მცველი, რომ ჰყავს "დინამოს" (საიმონ ბენინო), იმას საქართველოში ცხოვრება თუ უნდა წავიყვანოთ აჭარაში მანდარინის კრეფა იწყება, ან თხილის კრეფაზე ვამუშავოთ... ან წავიყვანოთ და სადმე მშენებლობაზე ვამუშაოთ. სირცხვილი არ არის, რომ იმას მურთაზის და საშას მაისური აცვია?!

რა არის გამოსავალი? უნდა შევთანხმდეთ, რომ ამის იქით არაფერი არაა. ეს გუნდი "დინამო" ეკლესიასავითაა რა და ხო არ შეიძლება ეკლესია რომელიმე ერთი პიროვნების იყოს?!

ქალაქმა უნდა აიღოს თავის თავზე, კომოსია ან რაიმე ფონდი შეიქმნას და გადაარჩინოს ეს გუნდი. რომანსაც უნდა დაველაპარაკოთ და ის ხარჯები რაც მას აქვს გაწეული, ის 1 ლარად რომ მისცეს გუნდი თუ რაც იყო ყველაფერი გაირკვეს...", - განაცხადა ჟორდანიამ.

მკითხველის კომენტარები / 53 /
ამას ნამდვილად არ აქვს სალაპარაკო! და არც იმათ ვისაც დინამო ქერის ორმო გონია. სალუქვაძე რას ძველბიჭობს ერთი, გამომივიდა აქ კაცი, დაჯდეს და კუშები განიხილოს, მაგაშიც არ უქნია ღმერთს!
dato
05 ოქტომბერი 2020 11:44
5
რა იყო ეხლაა ზუსტად ეგრეა...სირცხვილიაა ის მაისური გეცვას რომლითაც ლეგენდები თამაშობდნენ.ჰოდა კიდევ..ისაც მართალია ტიპს არ შეუძლია და აკე5ოს სხვა რამე.ბენინიო და კიდევ დანარჩენი ვაი ლეგიონერები
Gio
02 ოქტომბერი 2020 16:55
0
მერაბ კარგი რა. ბოსკამპი, მერე 4 მწვრთნელი რომ ყავდა ნაკრებს ერთდროულად, დინამოში დე სოუზა უკვე ახსენეს (ტიპი ვერ მოძრაობდა, პასს ვერ აკეთებდა, ვერ იხსნებოდა და კომენტატორებმა რამით რომ გაეპრავებინათ ლეგიონერი გუნდში, კარგი დარტყმა აქვსო იძახეს სანამ ცარიელ კარზე აცილებებმაც არ მოუწია) სულ შენს დროს არ იყო? ბიზნესმენი ფეხბურთში რომ ჩადებს ფულს, გადასახადი უნდა მოუხსნა მის ბიზნესს - ეს ბიზნესის კანონებიაო და ... ამაში გამოიყენებოდა დინამო. ისე ყველაფერს თავი დავანებოთ და ეს "ჩისკოს დედა არ ვატირე" რა კულტურაა და რას ნიშნავს, რას გაესვა ხაზი? პირადი გაქვს რამე?
???
03 ოქტომბერი 2020 01:36
2
ის სოუზა, რომ გაიხსრნეთ - ამათ ფონზე მარადონაა
ლევანი
03 ოქტომბერი 2020 14:20
2
ეგ, რაც აქ იბლატავა ჩემო ძმაო, სრულად მეტყველებს მის პიროვნებაზე
: )))))))
03 ოქტომბერი 2020 09:27
3
რა თქვა ტყუილი?ჩისკო მწვრთნელად მართლა სასაცილოა.დინამოზე გადის პრაქტიკას ტიპი.შარშან კარგი გუნდი ყავდაო.ვის მოუგო შარშან?ანდორის ენდორგანს,დაბეჩავებულ გაბალას.შეხვდა ფეინოორდი და კარისკენ ვერ გაიხედეს ჰოლანდიაში.ცალკარა იყო.4-0 წააგეს და მაინც კმაყოფილი იყო ფიფია,სახლში ფრე ვეთამაშეთო.ან რა ლეგიონერები ყავს?250000ზე მეტად არცერთი ფასობს ტრანსფერმარკეტზე.სად პოულობენ.არვიცი,არ მგონია ფიფიას ხელში რამე კარგი ელოდეს დინამოს..«»
master
02 ოქტომბერი 2020 15:50
9
სააკაშვილი რო სტადიონებს ანგრევდა ის ქართულ ფეხბურთს უხდებოდა ხოო და ბიზნესმენებს რო დადევდა დასაჭერად ბიზნესი მე მომეცითო ალბათ ისიც მოუხდებოდა ქართულ ფეხბურთს არა.ჟორდანიამ ყველაფერი სწორად თქვა რაც თქვა.
ziko
02 ოქტომბერი 2020 16:41
21
რა ჩაიდინა მერაბმა ეს ერთი საკითხია, მარა ახლა,რომ სიმართლეს ამბობს ეს ფაქტია.
გიორგი
02 ოქტომბერი 2020 19:00
8
სულ არ მაინტერესებს ტკბილი და მურაბა მფლობელები და მწვრთნელები. თუ გინდა რასისტი და ტერორისტი იყოს ვინმე,ოღონდ შედეგი დადოს!
დავით 67
02 ოქტომბერი 2020 17:36
10
ყველანაირი შედეგის ის ვატირე რაც სათაურშია,თუ ღმერთი,სამშობლო,ადამიანი არ იქნება მთავარი. ყველანაირი უსამართლო შედეგი,ვინც ქურდობით,ჩაწყობით და ბინძური ფულით შედეგს მიაღწევს შეიყაროს უკან
სამწუხაროდ
02 ოქტომბერი 2020 19:08
4
ზუსტად ჟორდანია და მისი კლანი იყო დედა რომ უტირეს ქართულ ფეხბურთს, ფულის კეთების მეტს რომ არაფერს აკეთებდნენ, სტადიონები გაყიდეს და რაც უეფას თუ ფიფასგან შემოდიოდა ბურთი თუ ეკიპირება ბავშვებისთვის, დინამოს სტადიონთან მაღაზიებში იყრიდა თავს და იყიდებოდა. ჯერ მარტო დინამოს სტადიონის ინდივიდუალური სკამების დადგმაზე რამდენი ფული ჩაიხსნა, სულ ნაწილ-ნაწილ აკეთეს. ბლატებით და ქრთამებით ნაკრებში თამაშზე აღარ ვლაპარაკობ. აქ ფეხბურთს დედა უტირა და მოპარული ფულით ჰოლანდიაში გუნდს აკეთებდა. ეს ხმას კი არ უნდა იღებდეს, ვირების აბანოს უნდა ხეხავდეს, მაგრამ ვინაა პატრონი
გიორგი
03 ოქტომბერი 2020 15:35
3
იმ კაცს რა უნდა ელაპარაკო ეკლესიას რომ ფეხბურთის გუნდს შეადრის,იმაზე აღარაფერს ვამბობ კაი მონათმფლობელივით რომ ლაპარაკობს ეს ორფეხა ამება
!!!!!
02 ოქტომბერი 2020 17:00
32
კაი მთქმელს, კაი გამგონე უნდაო, ინტელექტ ნოლ
с
02 ოქტომბერი 2020 19:38
7
ჟორდაოს მომხრე არ ვარ მარა ჩისკოზე ნაღდი თქვა .
vova
02 ოქტომბერი 2020 19:05
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული