"ბოდიში და ჩისკოს დედა არ ვატირე?! ეს არის ფსკერი და ნაგავი" - მერაბ ჟორდანიამ "დინამოს" გამოსვლა სკანდალურად შეაფასა

AutoSharing Option
საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემა "ტაიმაუტის" სტუმარი სფფ-ის და "დინამო თბილისის" ყოფილი პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია გახლდათ. 

მან "დინამოსა" და "კლაკსვიკის" დაპირისპირებაზე ისაუბრა, სადაც თბილისური გუნდი 1:6 განადგურდა. 

"რაც ქართულ ფეხბურთსა და "დინამო თბილისს" დაემართა იმის იქით უკვე აღარაფერი აღარ არსებობს. ეს არის ყველა იმ ადამიანის შეურაცხყოფა, ვისაც ამ გუნდში უმუშავია, უთამაშია და ა.შ.

ეს არის ფსკერი და კატასტროფა, რომლის იქითაც არაფერი არ არის. რომან ფიფიასთან ნორმალური ურთიერთობა მაქვს და ადეკვატურ ადამიანად მიმაჩნია, მაგრამ აშკარაა, რომ ეს საქმე არ იცის. "დინამოს" გადარჩენის
რაიმე გეგმა, რომ შეიქმნას, არამგონია ეს კაცი ამის წინააღმდეგი წავიდეს. 

იმდღეს დიმა ობოლაძის გადაცემას ვუყურებდი და ზის ერთი ადამიანი და უტიფრად ამბობს (გულისხმობს კლუბის დირექტორ ზაზა დოლიძეს), ჩისკოს კიდევ 3 წლით ვუცხადებთ ნდობასო... ბოდიში და ჩისკოს დედა არ ვატირე?!

არ მინდა ახლა რასიზმში დამადანაშაულონ, მაგრამ ეს ფერადკანიანი მცველი, რომ ჰყავს "დინამოს" (საიმონ ბენინო), იმას საქართველოში ცხოვრება თუ უნდა წავიყვანოთ აჭარაში მანდარინის კრეფა იწყება, ან თხილის კრეფაზე ვამუშავოთ... ან წავიყვანოთ და სადმე მშენებლობაზე ვამუშაოთ. სირცხვილი არ არის, რომ იმას მურთაზის და საშას მაისური აცვია?!

რა არის გამოსავალი? უნდა შევთანხმდეთ, რომ ამის იქით არაფერი არაა. ეს გუნდი "დინამო" ეკლესიასავითაა რა და ხო არ შეიძლება ეკლესია რომელიმე ერთი პიროვნების იყოს?!

ქალაქმა უნდა აიღოს თავის თავზე, კომოსია ან რაიმე ფონდი შეიქმნას და გადაარჩინოს ეს გუნდი. რომანსაც უნდა დაველაპარაკოთ და ის ხარჯები რაც მას აქვს გაწეული, ის 1 ლარად რომ მისცეს გუნდი თუ რაც იყო ყველაფერი გაირკვეს...", - განაცხადა ჟორდანიამ.

მკითხველის კომენტარები / 53 /
კომენტარს მხოლოდ ერთ მონაკვეთზე გავაკეთებ რაც მიმაჩნია მარაზმის გაგრძელებად. როდესაც ამბობს ქალაქში გზა არ დაიგება და კომისია შევქმნათ და დინამოს ფული შევტენოთო ეს არის სრული უვიცობის გამოვლინება ან კიდევ ერთი კორუფციული სქემის შექმნის მცდელობა ხალხის გულისტკივილის გამოყენებით!!!!
საჭიროა შეიქმნას იურიდიული ორგანიზაცია (მაგ, ესლ) სადაც შევლენ მხოლოდ კერძო კლუბები რომლებიც დააკმაყოფილებენ პირობებს (სახელფასო მინიმუმი , აკადემია , ბ გუნდი , მოედანი და ა.შ.) . ორგანიზაცია მოიზიდავს რეკლამებს, ტელეტრანსლაციებს, ასევე კლუბებს გაუნაწილდებათ სარეკლამო ფრანშიზა მათი ადგილმდებარეობის არეალში . ნაკლები შესაძლებლობის მქონე კლუბები ითამაშებენ ესლ 2 და 3 ში . ვისაც მოუნდება დაწინაურება დააკნაყიფილებს მოთხოვნებს და გადაიხდის ფულს ლიცენზიის. ამას გარდა მოეწყოს სამოყვარულო ლიგები (შესაძლებელია კერძო ლიგებიც) .
განათლების სამინისტროსთან ერთად დაიწყოს რეგულარული ჩემპიონატები სკოლების ქალაქის , რეგიონის და ქვეყნის მასშტაბით. .და არა ის რომ კიდევ უფრო მეტი ფული კორუფციულად ჩავაჯიბიოთ მსგავს ფუნქციონერებს.
მიხაელ
02 ოქტომბერი 2020 15:19
5
ამას ნამდვილად არ აქვს სალაპარაკო! და არც იმათ ვისაც დინამო ქერის ორმო გონია. სალუქვაძე რას ძველბიჭობს ერთი, გამომივიდა აქ კაცი, დაჯდეს და კუშები განიხილოს, მაგაშიც არ უქნია ღმერთს!
dato
05 ოქტომბერი 2020 11:43
4
მთავარი,რასაც ჟორდანია მოგვიწოდებს,რაღაც ღონისძიების,გამოსავლის მოძებნაა.დანარჩენი, მეორე ხარისხოვანია.რაც შეეხება კანის ფერს,პელეც "ზანგია",მაგრამ ამის გამო,ფეხბურთის მეფე არ არისო,არავის უთქვამს.ყოველ შემთხვევაში ვისაც მისი თამაში ახსოვს,მათი რიცხვიდან მაინც.შენ ფეხბურთი ითამაშე კარგად და კანის ფერი კი არა,გინდ პინგვინის ჯიშისა იყავი.
სოსო
02 ოქტომბერი 2020 19:40
5
რა არის მეორეხარისხოვანი ჟორდანიას დროს რომ არანაირი სპორტული შედეგი არ ჰქონია დინამოს ის არის მეორეხარისხოვანი მაშინ უნდა დაწყებული დინამოს შენება და არა ახლა, რა შეიქმნა ჟორდანიას დროს ისეთი რაც საფუძველს ჩაუყრიდა თითოეული ფეხბურთელის კარგ მომზადებას ბოლო ბოლო აზერებმა სწორედ მაშინ როცა ჟორდანია განაგებდა ქართულ ფეხბურთს ყარაბაღი მაინც შექმნეს რომელიც ბევრჯერ გადის ევროპული ტურნირების ჯგუფურ ეტაპზე და ჩვენ კიდე მარტო 2004 წელს ვიხსენებთ, დაეტოვებია ჟორდანიას ის საფეხბურთო ინფრასტრუქტურა რაც ხელს შეუწყობდა ყოველი ფეხბურთელის მომზადებას
nu gvavickdeba yvelaferi
03 ოქტომბერი 2020 11:13
1
არასწორო შენ, რატო აგინებ ჩისკოს თუ მაგარი ხარ რომანას აგინე! ნახა აქ დაბალი ღობე!
ვახო
05 ოქტომბერი 2020 11:08
2
დინამოს გულშემატკივრებო, ერთმანეთის გინების, ეჭვების და ძველი ცოდვების გახსენების ნაცვლად წინ გაიხედეთ. არავინ სულელი დინამოს არ იყიდის ახლა და ხალხის საგინებლად არ გაიხდის თავს. თუ 1 პიროვნებას უნდა ეკუთვნოდეს, აგერ არის ფიფია, რომელიც უნდა აიძულოთ და გაყიდოს დინამო. თუ ქალაქის ჩარევა არის საჭირო, მერიას შეუძლია დაიქირავოს მაღალი რანგის აუდიტორული ფირმა და დინამო შეაფასებინოს. შემდეგ უნდა გაკეთდეს საააქციო საზოგადოება დინამო, რომლის აქციების შეძენა უნდა შეეძლოს დინამოს ყველა გულშემატკივარს. არავის არ უნდა ქონდეს 1% ზე მეტიც აქვიების აკუმულირების უფლება აქციების თავისუფალი ყიდვა გაყიდვის დროს. აი მაშინ იქნება ნამდვილი სახალხო გუნდი, რომლის პრეზიდენტი გულშემატკივრების მიერ იქნება არჩეული და მათთან პასუხიმგებელი.
irakli
03 ოქტომბერი 2020 20:33
0
ვაა მერააბ
baggio
02 ოქტომბერი 2020 15:04
2
მარტლა დედა ვატირე ვინც ჩისკოს ვერ აფასებს
solidaroba chiskos
02 ოქტომბერი 2020 18:45
17
ლივერპულში რომ თამაშობს ვანდეიკი, იმასთან მიდი ახლოს და უთხარი რა ფერისაა. ამას FIFA და UEFA უნდა აუკრძალონ ყველანაირი მოღვაწეობა!
გია
02 ოქტომბერი 2020 17:27
37
ეს ყელამდე სიბინძურეში ჩაფლული საიდან გამოძვრა ეხლა?! რაო, დინამოს დათრევა ხომ არ გინდა ისევ მერაბ?? ერთ-ერთი მთავარი დამნაშევე შენც ხარ ქართული ფეხბურთის დაღუპვის! გეყო რაც დინამოში და ფედერაციაში ყოფნის დროს მილონები აკეთეს შე ბინძურო მაფიოზო.
ფიფიაც მოსაშორებელია დინამოდან, 9 წელი გუნდი ვერ გააკეთა და ერთხელ ევროპა ლიგის ჯგუფი ვერ ითამაშას სადაც ჩვენს გარდა ყველა მოხვდა იქ... ფიფიას ხელში დინამოს საქართველოს ჩემპიონატის მოგება უჭირს და იმას აღარ ვიტყვი ევროპაზე რო დიდი სირცხვილი აჭამეს ქართულ ფეხბურთს.
ეხლა ჟორდანიას გაპრავება მიდის? ამ კაცს ბევრი სიბინძურეები აქვს ქართულ ფეხბურთში გაკეთებული. ჯერ ჩისკოს როგორ ან რატომ აგინებს ეს უზრდელი? ეგ რა მიმართვაა საერთოდ?.. ან იმ ფერადკანიან ფეხბურთელზე რატომ რასისტობს ეს უზრდელი კაცი?! ან რატომ აყენებს შეურაწყოგას იმ ადამიანებს რომლებიც მანდარინს კრეფენ და მშენებლობაზე მუშაობენ?!
მერაბ ჰოლანდიაში გაიგეს ვინც იყავი და პანჩურით გამოგაგდეს.
1
03 ოქტომბერი 2020 10:33
6
სიბინძურეშია თუ სხვა რამეში ჩაფლული, იმ დაჩაჩანაკებულ და გაკოტრებულ დინამოსაც კი არ ქონია ასეთი სამარცხვინო შედეგი
Gio
03 ოქტომბერი 2020 14:16
4
ამ აფერისტ გურულს ეტყობა დაბრუნება უნდა დინამოში. რაიმენაირად ის 6-1 შეკვეთილი ხო არ ქონდა ბიჭებზე?
სულ2
03 ოქტომბერი 2020 00:50
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული