დევდარიანი: კვარაცხელია ორფაზიანი მოთამაშეა; ავხსნი, რას ვგულისხმობ...

AutoSharing Option
ქართველმა სპეციალისტმა გიორგი დევდარიანმა ინტერვიუ მისცა სპორტულ გაზეთ "ლელოს" და საქართველოს ნაკრების თემაზე საუბრისას ხვიჩა კვარაცხელიასაც შეეხო.

- მე იმას ვფიქრობ, რასაც ფიქრობს მთელი მსოფლიო - ჩვენ საქმე გვაქვს დიდ ტალანტთან, რომელსაც შეუძლია ითამაშოს ტოპ-გუნდში და ითამაშოს ტოპ-ფეხბურთი. ჩვენ ბოლო დროს ვნახეთ არაერთი ქართველი ტალანტი და ზოგიერთმა მათგანმა ვერ გაამართლა ჩვენი იმედი. ძალიან მინდა, რომ ხვიჩამ ბოლომდე გაგვიმართლოს. საქართველოს ნაკრებში კვარაცხელია ძალიან კარგი იყო. როცა კი ითამაშა, ყველა შეხვედრაში რაღაც დასამახსოვრებელი გააკეთა.

- კვარაცხელიას ხასიათსაც უქებენ...

- ჯერჯერობით ასეა და
ძალიან მინდა, ბოლომდე ასე იყოს. კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა: მას ყველა მონაცემი აქვს იმისათვის, რომ ითამაშოს ტოპ-ფეხბურთი.

- ...და ითამაშოს ტოპ-კლუბში?

- კი, რა თქმა უნდა. იცით, რა არის ხვიჩა კვარაცხელიას მთავარი უპირატესობა? ბოლო დროს ხომ ბევრი ტალანტი გვყავდა, მაგრამ ბევრს აკლდა ის, რაც აქვს ხვიჩას. ის ორფაზიანი მოთამაშეა. ახლა ავხსნი, რასაც ვამბობ. ქართველ ნიჭიერ ფეხბურთელს, რომელიც დაჯილდოებულია შემტევი უნარებით, უჭირს დაცვაში თამაში და უნდა ეხვეწო, რომ ეს გააკეთოს.

თუ ტალანტს აქვს კარგი მონაცემები დაცვაში თამაშში, იმას უნდა ეხვეწო, რომ შეტევაში წავიდეს. რა თქმა უნდა, კვარაცხელიას კოზირი არის შეტევა, მაგრამ ხვიჩა დაცვაშიც ძალიან კარგად მუშაობს, ბოლომდე მოსდევს კაცს... როგორც წესი, დიდი კლუბები დიდ ყურადღებას აქცევენ ამ კომპონენტს.

სრული ინტერვიუ იხილეთ LELO.GE

მკითხველის კომენტარები / 16 /
ხვიჩას ნამდვილად აქვეა ნიჭი და ბოლომდე იხარჯება მოედანზე...

უბრალოდ ნაკლები რომ ვისაუბროთ და ვაცალოთ განვითარება!
ნუ ავკიდებთ ზემდეტ ტვირთს ყმაწვილკაცს, ვაცალოთ კარგად ვითარდება და სიმშვიდეა საჭირო...
დავითი
14:08 19-10-2020
4
ხვიჩა ნამდვილად ტალანტი და ჩვენი ნაკრების იმედია,მაგრამ 19წლის ასაკში ფეხბურთელი მასზე გამოცდილი თანაგუნდელებისგან უნდა იღებდეს მაგალითებს,უნარ-ჩვევებს,გამოცდილებას.თუნდაც იგივე რონალდო ხვიჩას ასაკში გიგზი,ვან ნისტერლოი,ფიგუსგან იღებდა მაგალითებს და სწავლობდა ბევრ რამეს. ხვიჩას შემთხვევაში პირიქითაა.. 19წლის ბავშვს უკვე ლიდერის როლი აჰკიდეს ნაკრებშიც და კლუბშიც,ეს სამწუხაროდ საამაყო კი არა სატირალია,რომ ამ ასაკში უკვე ასეთი ფიზიკური და მენტალური წნეხის ქვეშაა... ან ვისგან უნდა აიღოს მაგალითი? დესპოტოვიჩი,მაკაროვი,ოქრიაშვილისგან?? სანამ ხვიჩა არ გამოვიდა მანამდე ვცოდვილობდით მოედანზე მაკედონიასთან... არაა მთლად კარგი ასეთი ტვირთი და პასუხისმგებლობა როგორც კლუბში ასევე ნაკრებში,მისი ორგანიზმი ჯერ კიდევ ბოლომდე არაა ჩამოყალიბებული და ასეთმა დატვირთვებმა შეიძლება გამოფიტოს კიდეც ხვიჩა. წარმატებები ჩვენს ლიდერს!!♥
გიორგი ბათუმი 97
15:07 19-10-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული