დევდარიანი: კვარაცხელია ორფაზიანი მოთამაშეა; ავხსნი, რას ვგულისხმობ...

AutoSharing Option
ქართველმა სპეციალისტმა გიორგი დევდარიანმა ინტერვიუ მისცა სპორტულ გაზეთ "ლელოს" და საქართველოს ნაკრების თემაზე საუბრისას ხვიჩა კვარაცხელიასაც შეეხო.

- მე იმას ვფიქრობ, რასაც ფიქრობს მთელი მსოფლიო - ჩვენ საქმე გვაქვს დიდ ტალანტთან, რომელსაც შეუძლია ითამაშოს ტოპ-გუნდში და ითამაშოს ტოპ-ფეხბურთი. ჩვენ ბოლო დროს ვნახეთ არაერთი ქართველი ტალანტი და ზოგიერთმა მათგანმა ვერ გაამართლა ჩვენი იმედი. ძალიან მინდა, რომ ხვიჩამ ბოლომდე გაგვიმართლოს. საქართველოს ნაკრებში კვარაცხელია ძალიან კარგი იყო. როცა კი ითამაშა, ყველა შეხვედრაში რაღაც დასამახსოვრებელი გააკეთა.

- კვარაცხელიას ხასიათსაც უქებენ...

- ჯერჯერობით ასეა და
ძალიან მინდა, ბოლომდე ასე იყოს. კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა: მას ყველა მონაცემი აქვს იმისათვის, რომ ითამაშოს ტოპ-ფეხბურთი.

- ...და ითამაშოს ტოპ-კლუბში?

- კი, რა თქმა უნდა. იცით, რა არის ხვიჩა კვარაცხელიას მთავარი უპირატესობა? ბოლო დროს ხომ ბევრი ტალანტი გვყავდა, მაგრამ ბევრს აკლდა ის, რაც აქვს ხვიჩას. ის ორფაზიანი მოთამაშეა. ახლა ავხსნი, რასაც ვამბობ. ქართველ ნიჭიერ ფეხბურთელს, რომელიც დაჯილდოებულია შემტევი უნარებით, უჭირს დაცვაში თამაში და უნდა ეხვეწო, რომ ეს გააკეთოს.

თუ ტალანტს აქვს კარგი მონაცემები დაცვაში თამაშში, იმას უნდა ეხვეწო, რომ შეტევაში წავიდეს. რა თქმა უნდა, კვარაცხელიას კოზირი არის შეტევა, მაგრამ ხვიჩა დაცვაშიც ძალიან კარგად მუშაობს, ბოლომდე მოსდევს კაცს... როგორც წესი, დიდი კლუბები დიდ ყურადღებას აქცევენ ამ კომპონენტს.

სრული ინტერვიუ იხილეთ LELO.GE

მკითხველის კომენტარები / 16 /
აქ სწორად აღნიშნეს- თავდამსხელის ფუნქცია არ არის დაცვაში თამაში, ეს გაჭირვებისაა. ხვიჩასნაირ თავდამსხმელს ხანდახან ორი-სამი ფეხბურთელი იცავს. დაცვაში ჩამოსულმა, ხომ ჩამოიყვანა ისინი საკუთარ საჯარიმოსთან. მერე სწრაფი კონტრშეტევის დროს როდის ჩაირბენს ეს მეტოქის მოედნამდე და ასე წაღმა-უკუღმა სირბილში ხომ აღარ შერჩება ილაჯი. თავდამსხმელი მოედნის ცენტრამდე უნდა ჩამოდიოდეს, რომ კონტრშეტევის დროს სწრაფად შეუტიოს და მეტოქის მცველებს არ მისცეს დაცვის ორგანიზების საშუალება. არც დამცველის სისტემატური ჩართვაა აუცილებელი შეტევითი ოპერაციების დროს. აღარ მახსოვს, რამდენიმე წლის წინ იყო, ირლანდიელმა თუ შოტლანდიელმა მწვრთნელმა ინტერვიუს დროს აღნიშნა, შევამჩნიე საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველი ხშირად ერთვებოდა შეტევებში და უკან ჩასვლას ვერ ასწრებდა, ჩემს ფეხბურთელებს დავალება მივეცი მისი ზონიდან შეეტიათო. შედეგად დასანანი გოლი გავუშვით თამაშის ბოლოს, ვინაიდან ჩვენს მცველს წინ და უკან ნარბენი არაქათი გამოცლილი ჰქონდა. თამაშის სწორი ორგანიზება ფუნქციების სწორად განაწილებას გულისხმობს. მაკედონიასთან იმდენი მცველი გვყავდა თამაშის ბოლოს მოედანზე, ელემენტარულად ვერავინ გაერკვია, ვის უნდა მოეგერიებია ბურთი და რატომ მაინცა და მაინც ჭლიკებით, თავითაც მარტივად ხომ შეიძლებოდა თამაში.. სრულიად უწყინარ სიტუაციაში პენალტი ავიკიდეთ.
თენგაბი
18:14 20-10-2020
1
მე რომ მწვრთნელი ვიყო, ხვიჩას ცენტრს აქეთ ფეხს არ გადმოვადგმევინებდი. წარმოიდგინეთ რა ტერორში და პანიკაში ეყოლებოდა მუდმივად მოწინააღმდეგის 2-3 მცველი. არ არის სლუცკი მაგარი მწვრთნელი, თორემ რუბინში არ იმუშავებდა. ვაისზე ხო ლაპარაკიც არაა. გატანჯა ხვიჩა და მაკედონიამდე არ ათამაშა თავის ფლანგზე.
მე რომ მწვრთნელი ვიყო
13:52 20-10-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული