ანგარიში სწრაფი გოლით გაიხსნა, ისრაელის ნაკრები მე-10 წუთზე კორალ ჰაზანმა დააწინაურა. სტუმრებმა უპირატესობის გაზრდა მეორე ტაიმში მოახერხეს, 61-ე წუთზე თათია გაბუნიას კარი რაჰელ შტაინშნაიდერმა აიღო. ჩვენმა გუნდმა სხვაობის შემცირება მალევე მოახერხა. 70-ე წუთზე შორეული საჯარიმო დარტყმით მეტოქეს თეონა ბაქრაძემ გაუტანა. გატანილი გოლის შემდეგ საქართველოს ნაკრები გააქტიურდა, თუმცა 79-ე წუთზე მსაჯმა ნინო
საქართველო 1:2 ისრაელი
თბილისი, "მიხეილ მესხი"
საქართველო: გაბუნია, ქადაგიშვილი, პასიკაშვილი, ჩხარტიშვილი, ჯოჯუა, ჭიჭინაძე, წყონია, ბაქრაძე, დანელია (46' სულაშვილი), სუთიძე, თოდაძე
მთავარი მწვრთნელი: ლევან ბაჯელიძე
ისრაელი: კერენი, ბეენი, პერლი, ნაკავი, დავიდი, ჰაზანი, ფალკონი, მიხაელი (87' სელიმჰოძიჩი), კაცი, ავადი (79' რაჰამიმი), შტაინშნაიდერი (88' შარაბი)
მთავარი მწვრთნელი: გაბრიელ ბურშტეინი
მსაჯები: ლიუდმილა ტელბუხი (უკრაინა), სვიტლანა გრუშკო (უკრაინა), ოლეკსანდრა ვდოვინა (უკრაინა), კატერინა ზორა (უკრაინა)
გაფრთხილება: 39', 79' პასიკაშვილი
გაძევება: 79' პასიკაშვილი
გოლები: 0:1 ჰაზანი (10), 0:2 შტაინშნაიდერი (61), 1:2 ბაქრაძე (70)
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეცხრე შეხვედრას 26 ნოემბერს კვლავ საკუთარ მოედანზე, მალტის ქალთა ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
GFF.GE