"ემპოლის" პრეზიდენტი: 30-წლიან კარიერაში მჭედლიძე ყველაზე დიდი იმედგაცრუებაა

AutoSharing Option
ფაბრისიო კორსი "ემპოლის" სათავეში 1991 წლიდან უდგას და კლუბი 1 დღითაც კი არ დაუტოვებია. Gazzetta dello Sport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ქართველ თავდამსხმელ ლევან მჭედლიძეზე ისაუბრა.

"ჩემს 30-წლიან კარიერაში, რაც "ემპოლიში" გავატარე, ყველაზე დიდი იმედგაცრუება ლევან მჭედლიძე იყო, არაპროგნოზირებადი ათლეტი, რომელსაც განსაკუთრებული ღირსებები ჰქონდა.

ლევანმა რამდენიმე მნიშვნელოვან შეხვედრაში თავისი კლასი აჩვენა, თუმცა, სამწუხაროდ, "სან სიროზე" გატანილი გოლის შემდეგ მუხლი იტკინა და ტრავმა ბოლომდე ვერა და ვერ მოირჩინა", - განაცხადა კორსიმ.

ქართველმა ფორვარდმა "ემპოლიში" 9 სეზონი გაატარა, ჯამში 163 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 20
გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ 30 წლის ფორვარდის საკლუბო კარიერის მანძილზე მოედანზე ჯამში გატარებული წუთები 60 სრული მატჩის ტოლია... ამჟამად ლევანი თავისუფალი აგენტია.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ეს სულ ამაზე ლაპარაკობს თუ ერთხელ თქვა და თქვენ იმეორებთ ხოლმე? ;)
ვვვ
06 ნოემბერი 2020 12:14
0
ravi ki inaxavda mere da shefarebuli gyabda katarzisivitt
suares
06 ნოემბერი 2020 11:52
0
მჭედლიძე, ქინქლაძე, ანანიძე, სანდრო იაშვილი, ასათიანი, ესენი ის ე.წ ფეხბურთელებია, რომლებმაც ნიჭი სიზარმაცის გამო გაანიავეს. მჭრდლიძეს რეალურად არ ჰქონია მოთამაშის კარიერა.სკამზე ან ტრიბუნაზე იჯდა და ხელფასს იღებდა, არადა მაგარი მონაცემების ფორვარდი იყო. დინამოში შარშან რომ მოვიდა და ერთი თამაში ითამაშა მხოლოდ ეგეც მისი სიზარმაცის მაგალითია. ეხლაც წევს მხართეძოზე..
გენა
05 ნოემბერი 2020 17:30
26
გენა,მენტალურ პრობლემებზე რომ გელაპარაკა,კიდევ გავიგებდი,მაგრამ ზარმაცი კაცი ისეთი ტექნიკოსი როგორ უნდა გამხდარიყო,როგორიც ქინქლაძეს და ანანიძეს აქვთ?ჯანოს,მამა ყოველ დილით 6 საათზე ავარჯიშებდა.ამათგან იაშვილის ისტორია არ ვიცი,თორემ დანარჩენებზე სიზარმაცის დაბრალება,მკრეხელობაა.მჭედლიძე მთელი ცხოვრება ტრავმებს ებრძვის,ისევე როგორც ჯანო.ერთიც და მეორეც კლუბებმა 10 წელზე მეტი,ფაქტობრივად რამდენიმე თამაშისათვის შეინახეს.როგორ გგონია,სიზარმაცე,ან თამაშის სურვილის არ ქონა რომ შეემჩნიათ,ვინმე ტყუილად გადაუხდიდა ამდენ ხელფასებს?იქ სახელმწიფო არ უხდის,საკუთარი ჯიბიდან უხდიან ფულს და გადასაყრელიც არავის აქვს.ჯანომ ამ ზეფხულს,სულაც კონტრაქტი გაწყვიტა,როცა შეატყო,რომ ტრავმა ისევ განუახლდა და თამაშს ვერ შესძლებდა.უფრო პატიოსნად როგორ უნდა მოიქცეს კაცი,რომ წესიერებაში დაგაჯეროს?მხოლოდ შენ არა ხარ ასეთი,სამწუხაროდ ძალიან ბევრი მოიხსენიებს აგდებით ამ ბიჭებს,ნებისყოფის სასწაულებს რომ ახდენენ.ამ ხუთი ფეხბურთელიდან ყოფილა შემთხვევა,რომ რომელიმეს ნაკრებისათვის თავი დაეზოგა?ჯანოს რუსეთის ნაკრებში ეხვეწებოდნენ და პირდაპირ სტკიცა უარი რუსებს,მე ქართველი ვარო.ასათიანი ნაკრების სული და გული იყო,მაგრამ ივიცა ოლიჩმა ისეთი მოტეხილობა მიაყენა,რომ საგრძნობლად დაკარგა სისწრაფე და როცა ნახა,იმ დონეზე ვეღარ ავიდა,მალევე დატოვა სპორტი.სად ნახე მასთან სიზარმაცე?მერე ვიღაცა უარს იტყვის საქართველოს ნაკრებში თამაშზე და იქით აგინებთ,საქართველოს მოღალატეაო.როცა ასეთ უსამართლო დამოკიდებულებას ხედავს,რატომღა გამოუწევს გული ჩვენსკენ?რა მილიონებს გადავუხდით?ახლა მიქაუტაძეზე გვაქვს ლაპარაკი,დაბრუნდესო.უამრავ ასეთ გამოხმაურებებს რომ წაიკითხავს,არ იფიქრებს,რატომ წავიდე საქართველოშიო?ცხონებული კახი ასათიანი,ნამდვილი დიდოსტატი იყო,მაგრამ მენისკის ტრავმის გამო,28 წლისამ დატოვა აქტიური სპორტი.რევაზ ძოძუაშვილიც ასევე,მსოფლიო დონის მცველი იყო და მანაც ნაადრევად დატოვა სპორტი.ზარმაცი იყო.ზარმაცები,დიდი ფეხბურთელები ვერ ხდებიან.
სოსო
06 ნოემბერი 2020 12:56
0
და სად ნახე მალხაზის სიზარმაცე? ყველა თამაშზე თავგანწირვით თამაშობდა ლოკოში.!
დავით 67
05 ნოემბერი 2020 18:15
2
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული