დღეს, 13 ნოემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან კონფლიქტი მოხდა - ერთმანეთს აქციის მონაწილეები და ვეტერანი ფეხბურთელები დაუპირისპირდნენ, ამ საკითხზე კი კომენტარი სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა გააკეთა.
აქციის მონაწილეები ფედერაციის შენობასთან სკანდირებდნენ: "წადი! წადი!" და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობის გადადგომას ითხოვდნენ.
ერთ-ერთ ეპიზოდში პროტესტანტებმა ფედერაციის შენობაში შესვლა და ჯორჯ ორუელის წიგნის, "ცხოველების ფერმის" შეტანა სცადეს. დაცვამ ისინი შენობაში არ შეუშვა და კონფლიქტიც აქედან დაიწყო...