გურულებმა გადარიეს მთელი დუნია - "ლანჩხუთმა" ისევ სენსაციურად მოიგო

AutoSharing Option
დღეს, 19 ნოემბერს, რუმინეთის ქალაქ კლუჟში საქართველოს ჩემპიონი ქალთა ფეხბურთში "ლანჩხუთი" რუმინეთის ჩემპიონ "კლუჟს" დაუპირისპირდა და ხატია ჭყონიას ერთადერთი გატანილი გოლით დაამარცხა უპირობო ფავორიტი.

გურულმა გოგონებმა თამაში მძიმედ დაიწყეს, მასპინძლებმა კი, პირიქით, აქტიურად და ხშირად უტევდნენ კიდეც, თუმცა "ლანჩხუთის" კართან ასპროცენტიანი მომენტი არ შეუქმნიათ. აღსანიშნავია, რომ ქართველთა მეკარე გაბუნია საიმედოდ თამაშობდა და რამდენიმე ბურთიც მოიგერია.

გურულმა გოგონებმა პირველივე ტაიმში მოახერხეს გოლის გატანა, მაგრამ გვერდითმა მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. ამ მომენტიდან 1 წუთში ლანჩხუთელთა ლიდერ ხატია ჭყონიას კარგი შანსი შეექმნა, მაგრამ
მისი დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა.

მეორე ნახევარში კი "კლუჟის" შეტევების სიმწვავემ იკლო, "ლანჩხუთის" მეკარე ისევ კარგად თამაშობდა. 68-ე წუთზე კი ჭყონიამ ხაბურძანიას გრძელი გადაცემა მიიღო, მეტოქეს გასცდა, მოწინააღმდეგის გოლკიპერთან ერთი-ერთზე გავიდა და გამარჯვების გოლიც გაიტანა.

გაშვებული გოლის შემდეგ რუმინელებმა უფრო აქტიურად შეუტიეს, თუმცა რეალური საგოლე მომენტი მხოლოდ ორჯერ შეექმნათ - 88-ე წუთზე მირეამ არაზუსტად დაარტყა, ხოლო ბოლო წამზე ლანჩხუთელებმა ცარიელი კარიდან გამოიტანეს ბურთი და თამაშიც დამთავრდა.

ამრიგად, "ლანჩხუთი" ისტორიის წერას განაგრძობს და ჩემპიონთა ლიგის "ნოკაუტის" სტადიაზე გავიდა.

19 ნომბერი, "კლუჟ არენა"
კლუჟი - ლანჩხუთი 0:1
0:1 ჭყონია (68)

ლანჩხუთი: გაბუნია, ალელიშვილი, ჩხარტიშვილი, ჭყონია (წოწერია, 90+3), დანელია, დიმოპოულო (ნარსია, 78), გასვიანი, გუჯაბიძე, კალანდაძე, ხაბურძანია, თოდაძე

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჩხაიძე


მკითხველის კომენტარები / 49 /
ყოჩაღ გოგონებო, ყოჩაღ! მადლობელია მთელი საქართველო! გაიხარეთ თქვენ და გაგვახარეთ ჩვენც! წარმატებებს გისურვებთ!
alexandre
20 ნოემბერი 2020 09:57
0
ძალიან დიდი მადლობა ქსკ "ლანჩხუთის" წევრებს!თქვენ ძალიან გაგვახარეთ ყაზახეთში და რუმინეთში მოგებული მატჩებით!გისურვებთ გამძლეობას და ახალ წარმატებებს!
თენგიზ პაჭკორია
20 ნოემბერი 2020 13:51
0
ყოჩაღ გოგოებო, გილოცავთ. საქართველოში დადგა ის დრო რო მხოლოდ ქალთაფეხბურთში ჩაიდოს ფული. კაცების ფეხბურთი საერთოდ გავაუქმოთ
lasha
20 ნოემბერი 2020 09:50
0
ყოჩაღ გოგოებო გენაცვალეთ. უდიდეს საქმეს აკეთებთ :) გილოცავთ
იბერია
20 ნოემბერი 2020 08:38
0
გილოცავთ და მადლობა!!! :)
დათო
20 ნოემბერი 2020 08:27
0
ბაია პატარაიას უხარია
G
19 ნოემბერი 2020 21:20
11
ბაია პატარაია არ ვიცი, მაგრამ მე მგონი ჯობია მართლა ქალებმა გადაიბარონ ყველაფერი ამ ქვეყანაში, რადგან კაცების მართული პოზიცია-ოპოზიციიანა პოლიტიკაც და ფეხბურთიც ისეა ხელიდან წასული და უუნარო, რომ ერთხელ ქალებმაც ცადონ კაი იქნება
rasa
19 ნოემბერი 2020 21:37
3
ვინ მიგდია ბაია პატარაია. ამას "ლანჩხუთში" რა უნდა..
ქეთინო.
21 ნოემბერი 2020 12:46
0
გილოცააავთ გოგოებო.
ხალხო მე კარგად ვერ ვერკვევი ჩემპიოთ ლიგის სისტემაში და თუ შეიძლება უფრო გასაგები რომ იყოს ჩემთვის იქნებ ამიხსნათ ვინმემ. ჩვენები საბოლოოდ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში გავიდნენ ამ მოგებით? აი მალითად როგორც კაცებში არის უკვე ამ წელს ჩემპიოთა ლიგის ჯგუფები გადანაწილებული და მიდის შეხვედრები მაგ გონეზე გავიდნენ? თუ კიდევ სჭირდებათ რამდენიმე ეტაპი მაგ დონეზე რომ ავიდნენ?
qeTi
19 ნოემბერი 2020 23:43
1
ახლა კოვიდის გამო ჯგუფები არ არის და პირდაპირ 1/16 ფინალში არიან ჩვენი გოგოები ანუ უკვე ჩემპიონთა ლიგაზე არიან
მარი
20 ნოემბერი 2020 00:05
0
გურულები ფეხბურთში სულ სასწაულებს ჩადიოდნენ, ჯერ ის რად ღირს, რომ საბჭოთა კავშირის დროს 15 000 ქალქის გუნდი ლანჩხუთის გურია 16 გუნდიან ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში თამაშობდა! 30 000 კაციანი სტადიონი სულ სავსე იყო, ამ ხალხს ცოტაოდენი პირობა რომ შეუქმნა დარწმუნებული ვარ ბევრად მეტს მიაღწევენ, ვულოცავ ლანჩხუთს მა წარმატებას სულით და გულით.
მეტი ხელშეწყობა გურულ ფეხბურთელებს!
Irakli
20 ნოემბერი 2020 13:25
1
თქვენ მაინც გვადახელეთ
ეკა
20 ნოემბერი 2020 09:46
0
რაა გასაკვირი, მედეას სამშობლოდან არიან. წარმატებები გოგონებო.
ss
20 ნოემბერი 2020 09:28
0

სიახლეები პოპულარული