"სასუოლოს" მომავალი ქართულად საუბრობს?.." - იტალიელები ხვიჩას თამაშს კიდევ ერთხელ გამოეხმაურნენ

AutoSharing Option
"სასუოლოს" მომავალი ქართულად საუბრობს?" - ასე დაიწყო sassuolonews-მა სტატია, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიაზეა დაწერილი.

წლების განმავლობაში "ნეროვერდეს" კლუბი ბევრ უცხოელ ფეხბურთელს იფორმებდა და ნელ-ნელა აფართოებდა თვალთახედვის სპექტრს.

"სასუოლომ" გასულ სატრანსფერო ბაზარზე სამი უცხოელი გაიფორმა. ამჟამად კლუბს ქართველი ვუნდერკინდის, ხვიჩა კვარაცხელიას დამატება სურს.

როგორც მისმა აგენტმა მამუკა ჯუღელმა ჟურნალისტ არუსტამიას განუცხადა, ქართველით "სასუოლო", "უდინეზე" და "ტორინო" ინტერესდებიან.

19 წლის ფეხბურთელი უკვე საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია. რაც შეეხება კონკრეტულად ამ სეზონს, ქართველმა 2 გოლი
და 5 ასისტი შეასრულა.

ამჟამად კვარაცხელია "რუბინში" ასპარეზობს და "სასუოლოს" თვალთახედვაშია მოქცეული.

როგორც ნუმერო დიეზმა განაცხადა:

"19 წლის ქართველი დაბადებულია ფლანგიდან შესატევად. მწვრთნელს მისი დაყენება ორივე ფლანგზე შეუძლია. მისთვის კომფორტული მარცხენა ფრთაა, რათა ითამაშოს მისი საყვარელი ფეხით და ბურთი შორეულ კუთხეში გადაგზავნოს. დავამატებ, რომ ხვიჩას მარცხენა ფეხითაც შესანიშნავად შეუძლია თამაში. გასაოცარი სისწრაფე, შერწყმული ბურთის ფლობის ტექნიკასთან. ამჟამად "რუბინისთვის" კონტრშეტევა მთავარი იარაღია.

გადაჭრით შემიძლია გითხრათ, რომ რუსეთის ჩემპიონატს წარმატებული დრიბლინგებით ის უკვე ლიდერობს (მატჩში საშუალოდ 4). საშუალოდ 7.2 დუელს იგებს მატჩში, რაც 90 წუთში შესანიშნავი შედეგია. ის ერთი-ერთზე შესანიშნავად თამაშობს".

როგორც ჩანს, იტალიურ კლუბს ხვიჩა კვარაცხელიას დამატება ნამდვილად სურს.

წყარო: sassuolonews
მკითხველის კომენტარები / 14 /
რამდენადაც ვიცი,სასუოლო,3 თავდამსხმელით თამაშობს და ხვიჩას სატამაშო სტილს შეფერება,მაგრამ სლუცკი მას ძალიან ბევრ რამეს ასწავლის და რამდენად დაეხმარებიან სასუოლოში,ესაა საკითხავი.კონკურენცია თუ ვერ დაძლია,ზრდა შეუფერხდება.რუბინში კი,ენდობიან.ეს წელი,სეზონის ბოლომდე,რუბინი ურჩევნია,ჩემი აზრით.
სოსო
20 ნოემბერი 2020 15:52
7
ვფიქრობ მომავალი სეზონიც სრულად უნდა ითამაშოს რუბინში და ნაკრებში, და მერე წავიდეს ძლიერი ჩემპიონატის კარგ კლუბში.
ბათუმის დინამოს გულშემატკივარი
20 ნოემბერი 2020 18:10
2
რუსეთის და რუბინის შემდეგ სერია ა და სასუელო ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, იმის გათვალიწინებით, რო ჯერ ხვიჩა 19 წლისა, აი მანდ თუ კარგად ითამაშებს უფრო მარტივად გადავა ნებისმიერ გრანდში. წარმატებები ხვიჩას
გოგა
20 ნოემბერი 2020 15:04
7
ქართულადაც საუბრობს,რუსულადაც და მეგრულადაც რაც ყველაზე მთავარია
ბაჩო
20 ნოემბერი 2020 15:34
31
კარგი იქნება თუ გადავა. იქ ბევრად ადრე მოხვდება დიდი კლუბების თვალთახედვის არეალში თან ტოპ ჩემპიონატში და ფეხბურთელებთან მოუწევს თამაში.
Io
20 ნოემბერი 2020 14:40
5
და სასულოს რას ერჩით? სერია ა ში ეხლა მეორე ადგილას არიან და არამგონია ათეულს გაცდნენ ან შეიძლება ევროპის ლიგასაც გამოკრან ხელი, თუ თქვენ ფიქრობთ რომ რუსეთში 2 წელი ითამაშებს და შემდეგ გადავა რეალში ძაან შემცდარხართ, თუ ადამიანს აქვს ნიჭი და ჯანმრთელობა ხელს შეუწყობს ამ ასაკშიც მიაღწევს შედეგს, და სჯობს ეხლა გადავიდეს სერია ა ში და იქ ითამაშოს 3 წელი და შემდეგ გადავიდეს თუნდაც თქვენს იუვენტუსში ან მილანში ა.შ ვიდრე ეხლა 2 წელი იყოს რუბინში შემდეგ გადავიდეს ლაციოში და იქ ითამაშოს 3 წელი რაც უფრო დიდ დროს დაკარგავს, თუ ადამიანს შეუძლია ეხლაც შეძლებს. და სასულოში დებილები არ არიან ხვდებიან რომ ფულის შოვნა შეიძლება და არავინ არ დაჩაგრავს ტყუილად არავის.
გულგატეხილი
20 ნოემბერი 2020 23:20
4
არა მგონია, რომ ხვიჩას რაიმე შეეშალოს სლუცკისთან მიმართებაში, ამ ასაკში მას ყველაზე მეტად მზრუნველი ადამიანი სჭირდება, სლუცკი კი მასთან ყოფნით იამოვნებას იღებს, ეს ურთიერთობა რაღაცა პერიოდი უნდა გაგრძელდეს.
?
20 ნოემბერი 2020 17:15
3
მამუკა ჯუღელო არავითარი 1 დან 2 წლამდე კიდე რუბინში (როგორც ინტერვიუში ამბობ) და არ გინდათ ეს ძმაკაცური მიდგომები რა, გაუშვით ბიჭი სასუოლოში, მშვენიერი პლატსტარმია დიდ გუნდში გადასასვლელად სამომავლოდ, თან მითუმეტეს შემტევ და ლაღ ფეხბურთს თამაშობს ეხლა სასუოლო, ატალანტას გზას ადგასო მაგასაც კი წერენ და ეგება გვეშველოს ქართულ ფეხბურთსაც.
ვილემ II
20 ნოემბერი 2020 15:23
7
არ არის საჭირო ჭ კლასის გინდში თამაში, მისთვის აუცილებელია ისეთი გრანდები როგორებიც არიან ბარსელონა, მადრიდის რეალი, ლივერპული, მილანი, იუვენტუსი.
ხვიჩა
20 ნოემბერი 2020 14:25
64
ბარსელონა ჯობია
ზლატკო
21 ნოემბერი 2020 07:18
1
იტალიაში ფეხბურთის თამაშს არ აცლიან.მაქსიმუმ მესამე გადაცემაზე უხეშობენ.მსაჯებიც მაგაზე არიან აწყობილი.ხვიჩა ინგლისში ან გერმანიაში უფრო გაბრწყინდება.
ასე მგონია.
20 ნოემბერი 2020 17:43
11
ჯერ არცერთ ვარიანტში არ უნდა გადავიდეს მითუმეტეს მანდ
kaxa
20 ნოემბერი 2020 15:57
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული