ქინქლაძე: ჩვენი თაობის გუნდი ამ ნაკრებს პირველ ტაიმში 3:0-ს მოუგებდა

AutoSharing Option
ფოტოზე: ნიკი ბატი, გიორგი ქინქლაძე, დევიდ ბექჰემი

საქართველოს ნაკრებისა და "მანჩესტერ სიტის" ყოფილმა გარემარბმა გიორგი ქინქლაძემ ინტერვიუ რუსულ საიტ metaratings-ს მისცა და სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა.

- პანდევმა კვარაცხელია საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. ეთანხმებით?
- ეს მისი აზრია, თუმცა მისი საუკეთესოდ დასახელება ჯერ ნაადრევი გახლავთ, მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად ყველაზე ნიჭიერია. ბევრი საუბარი იყო ჩაკვეტაძეზე, თუმცა ტრავმა მიიღო და მაკედონიასთან ვერ ითამაშა. ტალანტით ჩემთვის საქართველოში საუკეთესო ეს ორია.

ხვიჩაზე ბოლო დროს გაუთავებლად საუბრობენ. ვიცი ასეთი ტალანტები, რომლებიც დაიკარგნენ, თუმცა ხვიჩა
სხვანაირია. ის პატარაობიდანვე ნამდვილი სპორტსმენი იყო, სულ იმაზე ფიქრობს, უკეთესი როგორ გახდეს. ყველაფერი აქვს დიდ ჩემპიონატში სათამაშოდ.

ინგლისიდან და ჰოლანდიიდან მუდმივად მისვამენ შეკითხვებს მის შესახებ. ცოტა ხნის წინ გამოხატეს ინტერესი, როგორი ფეხბურთელია, როგორ მისდის საქმეები, თუმცა შეთავაზებაზე საუბარი არ ყოფილა. თუნდაც ინგლისში, უდიდეს ყურადღებას უთმობენ სანაკრებო გამოსვლას, ევროპის ჩემპიონატზე თამაში დიდ ბიძგს მისცემდა.

მე ვფიქრობ, რომ ხვიჩა "რუბინში" კიდევ ერთი წლით უნდა დარჩეს. ყაზანელები მხოლოდ დიდი კლუბის შეთავაზებას უნდა დათანხმდნენ. მაგალითად, "რუბინს" თუ ჰოლანდიის ყველაზე დიდი კლუბი არ მიმართავს, ისე კვარა არ უნდა გაუშვან.

- "რუბინში" ზურიკოც თამაშობს. მისი ტრანსფერის დროს ბერდიევი არ დაგკავშირებიათ?
- ზურიკოც ნიჭიერი ბიჭია, თუმცა ჩაკვეტაძე და კვარაცხელია, ჩემი აზრით, ტალანტით ყველას უსწრებენ. ბერდიევი კი არ დამკავშირებია, დიდი ხანია კონტაქტი არ გვქონია, თუმცა ყურბანს ჩემს კარიერაში ძალიან მნიშვნელოვან მწვრთნელად მივიჩნევ.

ბერდიევი ქართველ ფეხბურთელებს დიდ პატივს სცემს. 33 წლის ვიყავი, ძველი ტრავმის გამო სრული მატჩის ჩატარება არ შემეძლო. ბერდიევმა კი მითხრა, კარიერის დასრულების შემდეგ "რუბინში" დარჩენა შემეძლო, მას ეს სურდა.

ბევრ მწვრთნელთან მიმუშავია, თუმცა ასეთ სპეციალისტსა და ადამიანთან ერთად თამაში ძალიან სასიამოვნო იყო. ყველა ფეხბურთელი იმავეს გეტყვით.
- ცნობილია, რომ ძალიან კარგად გრძნობს ფეხბურთელებს. ასეთი ისტორიები გახსოვთ?
- განსხვავებული ადამიანია. ზოგჯერ ხუმრობდა კიდეც, იუმორის კარგი გრძნობა აქვს, თუმცა ეს ყველაფერი 15 წლის წინ იყო, ყველაფერი კარგად არ მახსოვს. მე და ლაშა სალუქვაძე გუნდში ერთად მივედით. რუსული არც ისე კარგად იცოდა. თეორიის გაკვეთილზე რამდენჯერმე ჰკითხა ბერდიევმა, ყველაფერს ხვდებოდა თუ არა. ლაშა სულ თავს უქნევდა. ბოლოს კი გამეორება სთხოვა და ნათელი იყო, რომ სალუქვაძეს ვერაფერი გაუგია.

- სალუქვაძესა და სხვა თქვენი თაობის ფეხბურთელებთან: კალაძესთან, არველაძესთან, კობიაშვილთან, აშვეთიასთან ერთად საქართველოს ამ ნაკრებს მოუგებდით?
- პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში 3:0 იქნებოდა (იცინის)! ძალიან ძლიერი ნაკრები გვყავდა, თუმცა არ გვიმართლებდა. ინგლისი, იტალია, საფრანგეთი, გერმანია, მაშინ უფრო ძლიერები ჩანდნენ, ვიდრე ახლა. დღეს ფეხბურთი თანაბრდება. ევროპის ჩემპიონატზეც მეტი გუნდი თამაშობს.

- თქვენი აზრით, ქართულმა ფეხბურთმა ახალგაზრდა მოთამაშეების მომზადების კუთხით მოუმატა?
- ასე ვერ ვიტყვი, თუმცა აკადემიების გახსნა დიდი პლუსია. იქ ბევრ ბიჭუნას აქვს ნორმალურ პირობებში ვარჯიშის შანსი. საერთო ჯამში, სახელმწიფო ფეხბურთში მეტ ფულს დებს.

თუმცა, რაღაც დიდ წინსვლას ვერ ვხედავ. ქართული ლიგა ბევრ ევროპულ ჩემპიონატს ჩამორჩება კლასით. თუმცა ქართველ ფეხბურთელს განვითარება შეუძლია. ადრე ხარისხიანი აკადემიების, მინდვრების პრობლემა გვქონდა, ნიჭიერი ბავშვები კი საქართველოში სულ იყვნენ. სიტუაცია უმჯობესდება, თუმცა, ზოგადად, ქართული ფეხბურთის დონის ასამაღლებლად კიდევ დიდი დროა საჭირო. ევროპის ჩემპიონატზე გასვლას დიდი ბიძგის მიცემა შეეძლო.

მკითხველის კომენტარები / 34 /
ნაკრებში რამდენი კეპი გაქვს ქინქი კარრგი რა
ავჭალიდან
13:41 25-11-2020
2
ისე , სალუქვაძეს კითხეთ ერთი , ის ნაკრები , რომელსაც მართლა შეეძლო უფრო მეტისთვის მიეღწია და ვერაფერი გააკეთა , რამე ეჭვებს ხომარ აჩენს ? თანაც რა დროში გვიწევდა ცხოვრება ,ეგეც გვახსოვს. და ისევ ეს ხალხი რომ უდგას დღეს ფეხბურთს სათავეში , ჯაკობიამ რაც დამართა ჩაკვეტაძეს კი ვნახეთ . ხოდა შეეშვით კვარაცხელიას , მამამისი მიხედავს , დიდი ფულის სუნი ასდის და გამოჩნდნენ ტურები ასპარეზზე . რა ჯანდაბა უნდა ჰოლანდიაში კვარაცხელიას , აი ასეთი აგენტები რომ ყავთ ამ ბიჭებს , მიტომ არიან ამ დღეში . ვერც ფეხბურთი ვერ ითამაშეს და პენსიაზე რით უნდა იცხოვრონ ? სხვების კარიერის დანგრევითა და საკუთარ ნაკრებზე ნიშნის მოგებით ? პოლიტიკოსებისა არ იყვეს , თქვენ ყველანი სახლში ხართ გასაშვებები , იქნება მერე მაინც ეშველოს ამ ქვეყანას რამე .
ATP 16
12:50 25-11-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული