შოთა არველაძე: საქართველოს ნაკრების გაწვრთნა არ მინდა... იცით, რატომ?! - ახლავე გეტყვით...

AutoSharing Option
"პირველ არხზე" გადაცემა "ტაიმაუტის" სტუმარი შოთა და აჩი არველაძეები იყვნენ.

შოთიმ საქართველოს ნაკრების შესაძლო ჩაბარებასა და თავის მომავალზე გააკეთა კომენტარი.

"ამ ეტაპზე რამდენიმე შემოთავაზება მაქვს. არის თურქული, ესპანური და პორტუგალიური კლუბების ვარიანტები.

ნიდერლანდებიდან საშუალო დონის გუნდიდან დამირეკეს და მიმიწვიეს. "ტრაბზონსპორი" კონტრაქტს მთავაზობდა, მაგრამ უარი ვუთხარი, რადგან იქ სულ არეულობაა და არ მინდა რა.

მინდა, რომ "ბარსელონადან" დამირეკონ და მიმიწვიონ, მაგრამ... ვფიქრობ, რომ ტაშკენტში გატარებული 3 წლის შემდეგ, როგორც მწვრთნელი, ძალიან გავიზარდე.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრების ჩაბარებას... პირდაპირ ვიტყვი, რომ არ
მინდა! ჩემს თავს არ ვჩივი, მაგრამ არ მინდა, რომ ჩემმა ახლობლებმა ინერვიულონ და გულები იხეთქონ", - ამბობს არველაძე.

მკითხველის კომენტარები / 36 /
ადრე სხვანაირად ჭიკჭიკებდა მახსოვს.
ლეკო
26 ნოემბერი 2020 18:32
44
ეგ სამარცხვინო მიზეზია. ბიჭები ომში მიდიოდნენ სამშობლოს გულისთვის და იცოდნენ რომ ან დაბრუნდებოდნენ და ან არა, რა გგონია იმათი ახლობლები არ ნერვიულობდნენ?
gela
26 ნოემბერი 2020 18:31
44
შენ არ გინდა თუ ძია კახიმ არაო))
gela
26 ნოემბერი 2020 18:13
35
სწორიცაა რომ არ უნდაა,ეგ იმის ბრალია რომ არ ვიცით დაფასება ადამიანების და გადაბრალება ვიცით მხოლოდ ერთ ადამიანზე.აი ამიტომ არაფერი გვეშველება ჩვენ!
გეგი
26 ნოემბერი 2020 18:10
2
თქვენნაირი კომენტატორების გამო არ დათანხდემა - იცის ჯვარზე რომ აცვამენ. ჭკვიანია კაცია თან ემოციური და სწორსაც იზამს თუ არ დათანხმდება. 5 წლის სიცოცხლეს დაატოვებინებენ თუ (ვაი)მედია თუ გულშემატკივრები - არაკონსტრუქციული, ბოროტი კომენტარებით. არ დათანხმდე შოთი - ეგრე ჯობია. ასე 5 წელიწადში შეიძლება, კვარა, ჩაკვე, დავითაშვილმა თუ იმეფებენ ამასობაში და არ დაიკარგებიან.
me ar var Roboti
26 ნოემბერი 2020 18:07
2
სწორია და სადღაც მესმის მისი... ყველას უყვარს და პატივს სცემს შოთას და ერთ ფეხის დაცდენაზეც კი გინებას დავუწყებთ... არ უნდა ალბათ და არ უღირს ამ ეტაპზე მაინც.
მინდია
26 ნოემბერი 2020 18:06
2
ახლობლები კი არა ის შეგაწუხებს ჩემო შოთი, რომ ჩვენ იმ ფულს ვერ გადაგიხდით რასა უზბეკეთში გიხდიან . თქვი პირდაპირ არაა სირცხვილი ის რომ მატერიალისტი ხარ :)
Tom
26 ნოემბერი 2020 17:53
73
მატერიალისტობა დასაძრახი არ არის. ნებისმიერი პროფესიონალი მწვრთნელი ვინც აქ ჩამოსულა ხვდება რომ არა ადეკვატური მოთხოვნები გვაქვს. როგორც უმეტეს სფეროში ფეხბურთშიც ფსევდოექსპერტები გვყავს (ჩემი როგორც დილეტანტისგან ბევრად არ განსხვავდებიან). ელემენტარულად მხითარიანის და ადამიანის დონის ფეხბურთელი არ გვყავს ნაკრებში, მაგას თავი რომ დავანებოთ სომხეთი წინა ერთა ლიგაზეც c ჯგუფში იყო, ბოლო შესარჩევი ჩვენზე ცოტა მაინც უკეთ აქვთ ჩატარებული, ჩვენზე მაღალ ტემპში თამაშობენ და მაინც გვვონია რომ მათზე უკეთესები ვართ. ბავშთა ფეხბურთს მაქსიმალურად უნდა მიეხედოს. იმის გამო ვერ ვვითარდებით სწრაფად რომ არასწორი კრიტიკა მიდის. ფედერაცია და ფსევდოექსპერტებიც ერთად არიან ამაში დამნაშავეები.
mmm
26 ნოემბერი 2020 18:41
2
ჩვენ გავიხეთქავთ გულს! ჩვენ და ჩვენი საახლობლო!!! თქვენ( ზოგადად ფეხბურთელებს ვგულისხმობ) როდის იყო ქვეყნის პრესტიჟი ან გულშემატკივარი გაღელვებდათ
არდილეს
26 ნოემბერი 2020 17:52
21
არ გავს თავის თავში დარწმუნებული მწვრთნელის კომენტარს, მაგრამ ჯობს უარი თქვა, ვიდრე დაეთანხმო და ვერ გაქაჩო.. რამოდენიმე წელი რომ აიმაღლოს კიდევ კვალიფიკაცია უმჯობესია.. წარმატებები შოთის..
geo-geo
26 ნოემბერი 2020 17:45
7
რატომ? არ გვანერვიულო არავინ და ისე იმუშავე, მოსაგები მოიგე, მაგრამ შოთამ ყველაზე კარგად იცის ეხლა რა რესურსია ნაკრებში, აი 4 ან 5 ფეხბურთელი, რო გვყავდეს ტოპ ჩემპიონატებში დათახმდებოდა ეგრევე თუ შეთავაზებდნენ. არნათოსისის როტორის ტობოლის და კიდე ათასი ჭე კლასის კლუბების ფეხბურთელებით, უკვე მაკედონიას და სომხეთსაც ვერ ვუგებთ, აი როცა ვიგებდით ან ჩაკვე გვშველოდა ან კვარა და ეს ბიჭებიც არა საკმარისი, გიო და ხვიჩას დონის კიდევ რამოდენიმე ფეხბურთელი გვჭირდება, რო ევროპაში ანგარიშგასაწევი ნაკრები გვყავდეს
გოგა
26 ნოემბერი 2020 17:44
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული