შოთა არველაძე: საქართველოს ნაკრების გაწვრთნა არ მინდა... იცით, რატომ?! - ახლავე გეტყვით...

AutoSharing Option
"პირველ არხზე" გადაცემა "ტაიმაუტის" სტუმარი შოთა და აჩი არველაძეები იყვნენ.

შოთიმ საქართველოს ნაკრების შესაძლო ჩაბარებასა და თავის მომავალზე გააკეთა კომენტარი.

"ამ ეტაპზე რამდენიმე შემოთავაზება მაქვს. არის თურქული, ესპანური და პორტუგალიური კლუბების ვარიანტები.

ნიდერლანდებიდან საშუალო დონის გუნდიდან დამირეკეს და მიმიწვიეს. "ტრაბზონსპორი" კონტრაქტს მთავაზობდა, მაგრამ უარი ვუთხარი, რადგან იქ სულ არეულობაა და არ მინდა რა.

მინდა, რომ "ბარსელონადან" დამირეკონ და მიმიწვიონ, მაგრამ... ვფიქრობ, რომ ტაშკენტში გატარებული 3 წლის შემდეგ, როგორც მწვრთნელი, ძალიან გავიზარდე.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრების ჩაბარებას... პირდაპირ ვიტყვი, რომ არ
მინდა! ჩემს თავს არ ვჩივი, მაგრამ არ მინდა, რომ ჩემმა ახლობლებმა ინერვიულონ და გულები იხეთქონ", - ამბობს არველაძე.

მკითხველის კომენტარები / 36 /
სოლიდურ საფეხბურთო სკოლაში ბავშვების ვარჯიშზე, ჩემი თვალით ვუყურე ბავშვმა უკან მისცა მეკარეს ბურთი რადგან უკეთესი ვარიანტი არ ქონდა. მწვრთნელმა გააჩერა თამაში და ეუბნება: მე იმ მცველს არ ვაღიარებ რომელიც მეკარეს უკან ბურთს უბრუნებს და წინ წასვლის ეშინიაო ანუ რამხელა სისულელეს ასწავლის, პრაგმატულად კიარ იაზროვნო მერე რა რომ ცველი ხარ, წინ წადი და სისულელეები აკეთეო. გაზრდის ასეთი მწვრთნელი ნორმალურ ფეხბურთელს?
David
26 ნოემბერი 2020 19:51
25
აშკარად გეტყობა მშობლის სტატუსიდან იძახი..გერმანიას მაგალითზე გეტყვი ზუსტად იგივეს ერთი ერთში ეუბნებიან მცველებს ბავშვთა ასაკში,თუ არ მოგწონს და უკეთ იცი ნუ ატარებ მწვრთნელთან შენ ავარჯიშე
david-s
26 ნოემბერი 2020 21:21
5
რატომ გიკვირთ მასე რომ თქვა,ფეხბურთელს არ აგინეს ბოლოს არ გახსოვთ ნაკრების თამაშზე.
კახა ქ.
27 ნოემბერი 2020 00:37
1
ზუსტად მაგ გინების შემდეგ მხვდა წილად პატივი შოთისთვის ხელ ჩამომერთვა და მადლობა მეთქვა. ეს შემთხვევით აეროპორტში მოხდა, როცა ის ჰოლანდიში ბრუნდებოდა და მე მას ბომბარდირობა ვუსურვე, თან უთხარი რომ მჯეროდა მისი. გახდა კიდევაც ბობარდირი იმ წელს. შოთიმ იცის რომ განუზომლად დიდი სიყვარული და პატივისცემა აქვს საქრთველოშო. მე კი იმაშიც ვარ დარწმუნწბული რომ ნაკრების მწვრთნელობის გამო ის ამ ყველაფერს ვერ გაანიავებს. ვფიქრობ ის ამ ჩასვრილი ფედერაციის გამო არიდებს თავს. მოვა დრო და გაწვრთნის, რადგან დარწმუნებული ვარ შოთი ამაზე ოცნებობს, ის უბრალოდ დროს დაელოდება. ვფიქრობ სწორედაც იქცევა.
G.LA
27 ნოემბერი 2020 03:55
3
კობიაშვილთან არ უნდა მუშაობა და არც ვამტყუნებ, ცხადაძე რომ გააგდეს ერთ-ერთმა პირველმა დაუჭირა მხარი და თანადგომა გამოუცხადა....
მ ი მ ი ნ ო
27 ნოემბერი 2020 10:59
5
საერთოდ არაფერ შუაშია ეგ ფაქტი. უბრალოდ საქართველოში 100%-დან 0% დაგაგდებენ, გაგლანძღავენ,მიწასთან გაგასწორებენ, ისევე როგორც კობიაშვილს უკეთებენ ეხლა.ხალხი ბრბოა,ზოგმა ტოტალიზატორში წააგო,ზოგს პოლიტიკური მოტივაცია ამოძრავებს,თორემ კარგად მახსოვს როდესაც რეზი არველაძე იყრიდა კენჭს,ყველა კობის გაპრეზიდენტებას ითხოვდა,დარწმუნებული ვარ ვინც ეზლა კობის ლანძღავთ,მათი უმეტესობაც.ეხლა უწიგნურს ეძახით ზოგიერთი,არადა ძველი თაობის ფეხბურთელებიდან ერთ-ერთია რომ ადამიანურად საუბრობს და ძველბიჭურად არ ბლატაობს. ყველას ქება დიდებაში გყავდათ კობი,ეხლა ყველა აგინებთ,რეალურად კი საქმე იმაშია,რომ ზედმეტად დიდი ამბიციები გაგვაჩნია,როგორც ქვეყანას,ასევე ხალხს და ფეხბურთის გულშემეტკივრებს,დავეშვათ მიწაზე,ჩვენი საქმე ვაკეთოთ ყველამ პირნათლად და პატიოსნად,რომ ქვეყანას ეშველოს და შემდეგ ნელ-ნელა სპორტსაც ეშველება.
საქართველო
27 ნოემბერი 2020 11:33
2
გასაგებია რომ კობიაშვილის ე.წ ფანებს ( რატომღაც ქოცებს) არ გსურთ აღიაროთ რომ ისედაც ძლივს მსუნთქავი ქართული ფეხბურთი ( და არა მარტო) კობიაშვილი,კალაძეებმა სამარეში ჩაასვენეს.არც ის გახსოვთ რა ბინძური მეთოდებით მიგვიყვანს ეგენი,მაგარ სხვა მაინტერესებს. ჭკუამყოფელ ადამიანს,რომელსაც ოდნავ ჰქონია სპორტთან შეხება, გჯერათ რომ რაც დღეს ხდება ფეხბურთში,ამ უთავმოყვარეო და უამბიციო,ტექნიკურად და ფიზიკურად აბსოლუტურად მოუმზადებელი " ტიპებისგან" შეიძლება ნაკრების შეკოწიწდება? და რატომ მიგაჩნიათ რომ წარმატებულმა სპორტსმენმა და აღმავალმა მწვრთნელმა სასწორზე უნდა დადოს კარიერა,სახელი და მომავალი? არ დამიწყოთ ეხლა პატრიოტიზმს საუბარი.პ ატრიოტები პარლამენტში გვისხედან და სულ ფეხებზე ჰკიდიათ ქვეყანაც,სპორტიც და საერთოდ ყველაფერი.
ჟორიკა
28 დეკემბერი 2020 01:31
1
უარს იმიტომ ამბობს რომ იცის ამ ფეხბურთელებით შედეგს ვერ დადებს და გინებას დაუწყებენ სამი-ოთხი თამაშის შემდეგ.თუ გვიფიქრია რის ხარჯზე უნდა მოგვეგო მაკედონიისთვის,უკეთესი კლუბები გვყავს არა,უკეთეს გუნდებში თამაშობენ ჩვენი ფეხბურთელები არა, აბა რის ხარჯზე თავგანწირვის რაღაც არ ეტყობოდათ ეს ჩვენს ფეხბურთელებს.37წლის პანდევიც კი უკეთ იყო ფიზიკურად მომზადებული ვიდრე ნებისმიერი ჩვენი მოთამაშე.პრობლემა ისაა რომ დააგროვებენ გარკვეულ თანხას და შემდეგ თავის შეწუხება აღარ უნდათ,თანახმა არიან იჯდნენ სათადარიგო სკამზე ან 10-15 წუთით ითამაშონ და ხელფასი აიღონ. ფეხბურთს კი ყოველდღიური შრომა ჭირდება რაც მაინცდამაინც არ გვიყვარს ქართველებს.გაიხსენეთ რამდენი ტალანტი დაიკარგა.
w
27 ნოემბერი 2020 12:33
3
ახლობლები კი არა ის შეგაწუხებს ჩემო შოთი, რომ ჩვენ იმ ფულს ვერ გადაგიხდით რასა უზბეკეთში გიხდიან . თქვი პირდაპირ არაა სირცხვილი ის რომ მატერიალისტი ხარ :)
Tom
26 ნოემბერი 2020 17:53
73
მატერიალისტობა დასაძრახი არ არის. ნებისმიერი პროფესიონალი მწვრთნელი ვინც აქ ჩამოსულა ხვდება რომ არა ადეკვატური მოთხოვნები გვაქვს. როგორც უმეტეს სფეროში ფეხბურთშიც ფსევდოექსპერტები გვყავს (ჩემი როგორც დილეტანტისგან ბევრად არ განსხვავდებიან). ელემენტარულად მხითარიანის და ადამიანის დონის ფეხბურთელი არ გვყავს ნაკრებში, მაგას თავი რომ დავანებოთ სომხეთი წინა ერთა ლიგაზეც c ჯგუფში იყო, ბოლო შესარჩევი ჩვენზე ცოტა მაინც უკეთ აქვთ ჩატარებული, ჩვენზე მაღალ ტემპში თამაშობენ და მაინც გვვონია რომ მათზე უკეთესები ვართ. ბავშთა ფეხბურთს მაქსიმალურად უნდა მიეხედოს. იმის გამო ვერ ვვითარდებით სწრაფად რომ არასწორი კრიტიკა მიდის. ფედერაცია და ფსევდოექსპერტებიც ერთად არიან ამაში დამნაშავეები.
mmm
26 ნოემბერი 2020 18:41
2
არ გავს თავის თავში დარწმუნებული მწვრთნელის კომენტარს, მაგრამ ჯობს უარი თქვა, ვიდრე დაეთანხმო და ვერ გაქაჩო.. რამოდენიმე წელი რომ აიმაღლოს კიდევ კვალიფიკაცია უმჯობესია.. წარმატებები შოთის..
geo-geo
26 ნოემბერი 2020 17:45
7
ჩვენ გავიხეთქავთ გულს! ჩვენ და ჩვენი საახლობლო!!! თქვენ( ზოგადად ფეხბურთელებს ვგულისხმობ) როდის იყო ქვეყნის პრესტიჟი ან გულშემატკივარი გაღელვებდათ
არდილეს
26 ნოემბერი 2020 17:52
21
შენ არ გინდა ზურიკელას უნდა/დდდ
hhh
26 ნოემბერი 2020 18:37
2
ეგ სამარცხვინო მიზეზია. ბიჭები ომში მიდიოდნენ სამშობლოს გულისთვის და იცოდნენ რომ ან დაბრუნდებოდნენ და ან არა, რა გგონია იმათი ახლობლები არ ნერვიულობდნენ?
gela
26 ნოემბერი 2020 18:31
44
ბიჭო ომში მიდიოდა ხალხი სამშობლოს გულისთვის და იცოდნენ ან დაბრუნდებოდნენ და ან არა. იმ ბიჭებს ახლობლები არ ჰყავდათ? სირცხვილია, რასაც შენ იმიზეზებ
ლაშა
26 ნოემბერი 2020 18:33
49
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული