"პირველ არხზე" გადაცემა "ტაიმაუტის" სტუმარი შოთა და აჩი არველაძეები იყვნენ.
შოთიმ საქართველოს ნაკრების შესაძლო ჩაბარებასა და თავის მომავალზე გააკეთა კომენტარი.
"ამ ეტაპზე რამდენიმე შემოთავაზება მაქვს. არის თურქული, ესპანური და პორტუგალიური კლუბების ვარიანტები.
ნიდერლანდებიდან საშუალო დონის გუნდიდან დამირეკეს და მიმიწვიეს. "ტრაბზონსპორი" კონტრაქტს მთავაზობდა, მაგრამ უარი ვუთხარი, რადგან იქ სულ არეულობაა და არ მინდა რა.
მინდა, რომ "ბარსელონადან" დამირეკონ და მიმიწვიონ, მაგრამ... ვფიქრობ, რომ ტაშკენტში გატარებული 3 წლის შემდეგ, როგორც მწვრთნელი, ძალიან გავიზარდე.
რაც შეეხება საქართველოს ნაკრების ჩაბარებას... პირდაპირ ვიტყვი, რომ არ
მინდა! ჩემს თავს არ ვჩივი, მაგრამ არ მინდა, რომ ჩემმა ახლობლებმა ინერვიულონ და გულები იხეთქონ", - ამბობს არველაძე.
ისე არც არის საჭირო ქართველი მწვრთნელი საჭირო ერთი 5 წელი მინიმუმ.
მაგარი ნაკრების სამწვრთნელად ყველა წამოვა, უკან არავინ არ დაიხევს!
საქმე ისაა არაფრისგან, რომ შეჰქმნი რაღაცას!!